,,თურქეთმა სრულად აითვისა რუსეთის მეთოდები”- საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,თურქეთმა სრულად აითვისა რუსეთის მეთოდები. ის ნათლად აცხადებს, „ფრთხილად იყავით, თუ არ გსურთ, გახდეთ შემდეგი უკრაინა“, – ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საბერძნეთისა და უკრაინის აღმოსავლელი მეზობლებისთვის საზღვრები ხელოვნურია.

„საბერძნეთსა და უკრაინას საერთო გამოწვევები აქვთ, რადგან ორივე ქვეყანას აღმოსავლეთის საზღვრებზე დიდი, აგრესიული მეზობელი ჰყავს. ორივე მეზობელი ამტკიცებს, რომ ჩვენი ტერიტორიები არასწორად იყო შექმნილი წარსულში რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებისგან“, – განაცხადა საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

მსგავსი თემები