,,ნატო გააკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინამ ომში გაიმარჯვოს”- იენს სტოლტენბერგი

,,ნატო გააკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინამ ომში გაიმარჯვოს,”– ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა  განაცხადა. მისი თქმით, რუსეთისგან გაჟღერებული მუქარის მიზანი მათი დაშანტაჟება და უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტაა.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მათ მოქმედებებს, ვიჩენთ სიფრთხილეს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ისინი ბირთვული წვრთნების ჩატარებას აპირებენ. უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენების რისკი დაბალია. ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსეთს, რომ მას სერიოზული შედეგები ელოდება, თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ასევე, ვახსენებთ რუსეთს, რომ შეუძლებელია ბირთვული ომის მოგება, ამიტომ მისი დაწყება არ ღირს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები