,,ჩვენ გვსურს, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი”- ოლაფ შოლცი

,,უკრაინის აღდგენისას მხედველობაშია მისაღები, რომ ეს ქვეყანა მომავალში ევროკავშირის წევრი გახდება,” – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში გერმანია-უკრაინის რიგით მეხუთე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანია იქამდე დაუჭერს მხარს უკრაინას, ვიდრე საჭირო იქნება.

„ჩვენ გვსურს, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს მკაფიო სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ მათი დღევანდელი ინვესტიციები არის ევროკავშირის მომავალ ქვეყანაში ინვესტირება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

 

მსგავსი თემები