“ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები გვექნება, თუმცა რა შეიცვლება და რა არა, ამას პარლამენტი გადაწყვეტს” – ირაკლი კობახიძე

კონსულტაციები გვექნება, თუმცა რა შეიცვლება და რა არა, ამას საბოლოოდ პარლამენტი გადაწყვეტს, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით.

ამით კობახიძემ კომენტარი გააკეთა 20 ივნისის დაზარალებულების მოთხოვნაზე, რომ ამნისტიის კანონპროექტის უკან გაწვევა მოხდეს.

„ამნისტია საერთოდ არ იყო ჩვენი ინიციატივა და ჩვენი იდეა, ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა და ამ ინიციატივის საფუძველზე ჩაიდო ის მიშელის დოკუმენტში. აქ საუბარია, რომ ამნისტია უნდა შეეხებოდეს ორივე მხარეს, იგულისხმება როგორც შეტევის განმახორციელებლები, ასევე შეტევის მომგერიებლები. ეს იყო ელჩების იდეა. მოგვიანებით გაჩნდა საპირისპირო პოზიცია და ამასთან დაკავშირებით ჩვენი რეაქცია იყო ის, რომ თუ ადამიანს არ სურს ამნისტია, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მისი კონსტიტუციური უფლებაა, უარი ამნისტიაზე თქვას. კონსულტაციები გვექნება, თუმცა რა შეიცვლება და რა არა, ამას საბოლოოდ პარლამენტი გადაწყვეტს“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები