ლიეტუვამ საქართველოსთვის ვაქცინების 15 000 დოზა დაამტკიცა

ლიეტუვამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ვაქცინების 200 000 დოზა დაამტკიცა, მათ შორის საქართველოსთვისაც, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

„სიტყვა შევასრულეთ – მთავრობამ ახლახანს დაამტკიცა 200 000 ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ვიწყებთ – უკრაინას 100 000 ვაქცინა, საქართველოს 15 ათასი ვაქცინა და მოლდოვას – 11 ათასი. ეს მცირე ნაბიჯია ლიეტუვასგან. იმედია, ჩვენი ევროპელი პარტნიორები სოლიდარობით შემოგვიერთდებინ“, – წერს ლანდსბერგისი ტვიტერზე.

მსგავსი თემები