“ქართული დემოკრატისთვის უკეთესიც იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი” – ირაკლი კობახიძე

უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არა, მნიშვნელოვანი არ არის.

„ეს არა არის არც სუბიექტურად, არც ობიექტურად საინტერესო არავისთვის, მათ შორის არც ჩვენთვის. მთავარია, რომ პარლამენტი სათანადოდ არის დაკომპლექტებუყლი, ოპოზიცია არის სათანადოდ წარმოდგენილი, ხელმოწერილია შესაბამისი შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით. აქედან გამომდინარე, მთელი ეს ხელოვნური კრიზისი უვე წარსულს არის ჩაბარებული. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არ შემოვა, ამას არავისთვის, არც სუბექტურად და არც ობიექტურად, აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა. შეიძლება უკეთესიც იყოს და ალბათ, უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები