საქალაქო სასამართლო “რუსთავი 2-ის” საქმეზე მსჯელობს – საქმე ეხება დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელს

  •  

საქალაქო სასამართლო “რუსთავი 2-ის” საქმეზე მსჯელობს. საქმე ეხება ტელევიზიის დამფუძნებლების – დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელს.

მოსარჩელე მხარე დღეს მტკიცებულებების გადაცემას და საკუთარი მოწმეების დამატებას მოითხოვს.

“რუსთავი 2-ის” ამჟამინდელი დირექტორი პაატა სალია საქმესთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სხდომის დასრულების შემდეგ დააფიქსირებს.

სასამართლომ ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიმართვის საფუძველზე დააყადაღა “რუსთავი 2”-ის სამოც პროცენტიანი წილი. მას შემდეგ დღემდე, ამ საქმეზე სასამართლოს არც ერთი სხდომა არ გამართულა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მოსარჩელეებმა “მედიაცენტრ მთავარში” კონფერენცია გაამრთეს, სადაც სარჩელის დეტალებზე ისაუბრეს.

მსგავსი თემები