ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ისრაელში „ჰამასის“ დრონი ჩამოაგდეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ისრაელში შეჭრილი „ჰამასის“ დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ისრაელსა და პალესტინელ მებრძოლებს შორის დაპირისპირება არ წყდება. ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე საარტილერიო და საჰაერო თავდასხმები განახორციელა. „ჰამასმა“ კი ისრაელის ქალაქების აშდოდის, აშკელონისა და ბეერ-შევას მიმართულებით რაკეტები ისროლა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა აშკელონში 7-სართულიან შენობას მოხვდა, რის შედეგადაც 60 წლის მამაკაცი დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ქალაქზე დღეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.

მსგავსი თემები