ისრაელი სახმელეთო ოპერაციას იწყებს – გაფრთხილების დრო იწურება

ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი, სამხედრო ექიმი, მამუკა დავარაშვილისოციალურ ქსელში ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს ეხმაურება და წერს, რომ რამდენიმე წუთში ისრაელი სახმელეთო შეტევას პალესტინის წინააღმდეგ იწყებს. ის ასევე, ფოტო მასალას აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ემზადებიან ისრაელელები შეტევისთვის და რა სამხედრო ტექნიკას გამოიყენებენ.

მზადდება სახმელეთო შესვლა 30 წუთის განმავლობაში.

განადგურებული იქნა “ჰამასის” 150 ობიექტი, გაშვებული იქნა სხვადასხვა კალიბრის 1 200 ყუმბარა”ჰამასის” ობიექტების მიმართულებით, განადგურებულია რაკეტების გამშვები 14 დანადგარი ტერორისტებთან ერთად, მოკლული იქნა “ჰამასის” 14 მეთაური.

ზავს იხვეწებიან, არავითარი ზავი, არავითარი დანდობა არასდროს… ისრაელის ჯარი მშვიდობიან მოსახლეობას არ ესვრის -მხოლოდ წერტილოვანი დარტყმები.

სამაგიეროდ… არაბების მთავარი სამიზნე ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობაა, განსაკუთრებით – ბავშვები. ებრაელი ცხოვრობს შვილებისთვის, პალესტინელი შვილებით ცხოვრობს, ებრაელი საბავშვო ბაღებს და სკოლებს იცავს, პალესტინელი საბავშვო ბაღიდან და სკოლიდან ისვრის.

ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება ისრაელს.” – წერს მამუკა დავარაშვილი.

მსგავსი თემები