“როდესაც ხელმოწერა და განხილვა იყო კაციშვილს ხმა არ ამოუღია” – ირაკლი ზარქუა ამნისტიის პროექტზე

  •  

მმართველი გუნდის განმარტებით, 20 ივნისის მოვლენებზე შემუშავებული კანონპროექტი ზუსტად ასახავს შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაწერილ პუნქტებს.

მათივე განმარტებით, იმედი აქვთ ოპოზიციური სპექტრი გაიაზრებს, რომ მათი დოკუმენტი არასამართლიანია და მხარს უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ პროექტს დაუჭერენ.

“რაღაცა ინიციატივა, რომ არის, ხომ უნდა იყოს არგუმენტირებული. ერთ მხარეს ვკითხოთ და მეორე მხარეს არ ვკითხოთ, ეს სადაური წესია, ან რა სამართლიანობას ეფუძნება?

როდესაც ხდებოდა ხელმოწერა და იყო განხილვა, კაციშვილს ხმა არ ამოუღია. დაეფიქსირებინათ იქ, რომ იცით, რა ჩვენ არ გვაწყობს ეს ფორმულირება. ეთქვათ და იქ ხომ პასუხს გასცემდა, როგორც ჩვენი ევროპელი შუამავალი, ან ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს არ არის სწორი და თანასწორი,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები