“შეიძლება პირბადე სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, არის საუბარი იმაზე, რომ ივნისის შემდეგ პირბადის გამოყენება მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს სავალდებულო.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, პირბადის გამოყენების ვალდებულება მოსახლეობას მაგალითად, ტრანსპორტის გაჩერებებზე და დიდ ქუჩებზე ექნებათ, სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს.

“ვტოვებთ პირბადეების ტარების აუცილებლობას იმიტომ, რომ ჯერჯერობით ახალი შემთხვევების რაოდენობა არის ასეულების ფარგლებში. ამაზე ბევრი დისკუსიაა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ჩვენ პირბადე არ უნდა მოვხსნათ.

თუმცა, არის საუბარი იმაზეც, რომ შეიძლება პირბადე იყოს სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებზე, როგორიც არის ავტობუსების გაჩერებები, დიდი სასეირნო ქუჩები, როგორიცაა თბილისში რუსთაველის გამზირი, ასევე ბათუმის ბულვარი და ა.შ. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ გარკვეული პერიოდი, მაგალითად, ივნისში პირბადე იყოს აუცილებელი ატრიბუტი ჩვენი მოსახლეობისთვის,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები