„ეს ამნისტია არ გვჭირდება“ – გიორგი გახარია

გიორგი გახარია ამნისტიის საჭიროებას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ მისი მხარდამჭერი ვერ იქნება. როგორც მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, სწორედ მმართველმა გუნდმა მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის შტურმის ორგანიზატორებს შესაძლოა ამნისტია შეეხოთ.

„ის, რომ შეთანხმების საგანი ამნისტიაა, კატეგორიულად მიუღებელია.  რა თქმა უნდა, ამნისტიას მხარს არ დავუჭერ, იმიტომ რომ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს და მე ეს ამნისტია არ გვჭირდება.

„ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის შტურმის ორგანიზატორები დღეს შეიძლება, ამნისტირებულები გახდნენ და მათ ვიღაცამ სამუდამო იმუნიტეტი შესძინა, რადგან თურმე პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილი გახდა ნიკა მელია, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა ადამიანებს პარლამენტის შტურმისკენ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.  

მისივე თქმით, ვინც 20 ივნისის მოვლენების ორგანიზატორები იყვნენ, „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტია აჩუქა.

მსგავსი თემები