„აი, საერთოდ არ მაინტერესებს“ – გიორგი გახარია

„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლექსიკა, ძალიან ემსგავსება ერთმანეთს“ – აცხადებს გიორგი გახარია და დასძენს, რომ ამომრჩევლების გულის გასაღები არც ერთს ეკუთვნის.  

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ აგერ ვნახავო, გახარია რას იტყვის ივანიშვილზეო და მერე საშვს ან მივცემ პოლიტიკურ ველზე, ან არაო. დღეს გამოსულა კიდევ „ოცნების“ თავმჯდომარე და იმას უთქვამს, რომ გახარიამ ახსნას მიშა სააკაშვილის რაღაცაო. აი, როგორ იტყვისო და მერე ჩვენ დავაკვირდებით და დასკვნას გავაკეთებთო. აი, საერთოდ არ მაინტერესებს. არც ერთს არ უჭირავს გასაღები ქართველი ამომრჩევლის გულთან და არც მეორეს. საერთოდ, პოლიტიკურ ველზე ვინ იქნება, არც ერთის თავმჯდომარეს ეკითხება და არც მეორეს თავმჯდომარეს. ჩემთვის უაღრესად სამწუხაროდ, ეს უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის“ – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

მისივე შეფასებით, ორი პარტიის ლექსიკა ძალიან ემსგავსება ერთმანეთს.

მსგავსი თემები