„ბიძინა ივანიშვილს არც ვაქებ და არც ვაძაგებ“ – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, დღეს, ის ბიძინა ივანიშვილზე არც ცუდს ამბობს და არც კარგს. ეს იმიტომ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

„ბიძინა ივანიშვილს არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ. ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ჩვენი ქვეყნის მომავალზე როდესაც იქნება საუბარი,  რაიმე კომპლექსი ან შეზღუდვა მექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო. ასეთი არ იქნება, ამის იმედი არავის უნდა ჰქონდეს. კარგად მესმის, რამდენ ადამიანს უნდა რაღაც ჭორაობის მოსმენა, მაგრამ ამას არ გავაკეთებ, რადგან მივიჩნევ, რომ ეს არ არის სწორი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანმა თქვა, რომ მე რაც შევძელი გავაკეთე და აღარ ვარ ამ პროცესის მონაწილე“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

მსგავსი თემები