“ლუგარის ლაბორატორიაში სამხრეთ აფრიკული შტამის ერთ საეჭვო ნიმუშს ვიკვლევთ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში როგორც ერთჯერადად, ასევე ორჯერადად აცრილთა შორის დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, თუმცა მინიმალური მაჩვენებლებით.

ამირან გამყრელიძემ დღეს ქვეყანაში ვაქცინის მარაგებსა და ახალ შტამებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ლუგარის ლაბორატორიაში სამხრეთ აფრიკული შტამის ერთ საეჭვო ნიმუშს იკვლევენ. 

“ვადასტურებ, რომ სამხრეთ აფრიკული შტამის ერთ-ერთ საეჭვო შემთხვევაზე დაკვირვება მიმდინარეობს. არის თუ არა ის მეტად კლინიკურად მძიმე, ვიტყვი, რომ არა, მით უმეტეს, რომ ის ნაკლბად არის გავრცელებული,”- განაცხადა მაირან გამყრელიძემ. 

მსგავსი თემები