“ჭორები, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოფილ მეუღლეს, უსაფუძვლოა ” – ადვოკატები

  •  

ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენლებმა“ ონლაინ პრესკონფერენცია გამართეს. ადვოკატებმა საქმის გარკვეულ დეტალებზე ისაუბრეს, თუმცა მტკიცებულებების გასაჯაროვებისგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავი შეიკავეს.

ადვოკატების განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოფილ მეუღლეს, უსაფუძვლოა.

„გვსურს შევეხოთ 100 ათასი დოლარის საკითხს. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არის ქონებრივი ინტერესი და საქმე ამიტომ არის აღძრული. ეს საკითხი შემდეგია. ადამიანები თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების თანამესაკუთრეები არიან. საქართველოს კონსტიტუციით, ერთად ცხოვრების დროს შეძენილ ქონებას განქორწინები დროს ყოფილ მეუღლეებს ეკუთვნით. 100 ათასი დოლარი, თითქოს ეს იყო ბასილაშვილის საჩუქარი და წყალობა, არასწორია. ეს არის თანხა, რომელიც სასამართლომ მიაკუთვნა ნელი დოროყაშვილს. გაიყო ქონება ორ კონკრეტულ ნაწილად. ნელი დოროყაშვილი გაცილებით ნაკლებ თანხას დათანხმდა, რადგან არ სურდა, დავაში შესვლა და ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით სასამართლოს მიდევნება. ის დათანხმდა მორიგებაზე. თანხა, რომელიც ჯერ არ გადახდილა, მხოლოდ 15 ათასი დოლარის გადახდა განხორციელდა. ეს ხდება გაწერილი ვადის მიხედვით. ასე რომ კამათი და ჭორები, რომ ნიკოლოზი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოფილ მეუღლეს უსაფუძვლოა“, – განაცხადეს ნელი დოროყაშვილის  ადვოკატებმა.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.   

მსგავსი თემები