„როგორც კი დავეჯახე კედელს“…. რატომ წავიდა გიორგი გახარია?!

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ დღეს კიდევ ერთხელ ახსნა, რამ მიაღებინა გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება. როგორც გიორგი გახარიამ განმარტა, როცა დაეჯახა კედელს, გადაწყვეტილებაც მაშინ მიიღო.

„ვაღიარებ, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი იყო გუნდური, მაგრამ, ვიდრე ამ გუნდური გადაწყვეტილების მიღების პროცესში შემეძლო მეთამაშა პოზიტიური როლი, ხშირ შემთხვევაში კომპრომისის ხარჯზე, მე ამას ვაკეთებდი. როგორც კი დავეჯახე კედელს, აი, უბრალოდ კედელს, ყველანაირი განმარტებების, ლოგიკური ახსნის გარეშე და მივხვდი, რომ ამ პოზიტიური როლის შესრულების შესაძლებლობა არ მაქვს, რა თქმა უნდა, მე გადავდექი. ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები ამაში. მაგრამ, მელიას დაკავება აქ არაფერ შუაში არ არის. ამ ვერსიის გავრცელება, რომ გახარია გადადგა მელიას დაკავების გამო, ეს არის სიცრუე“, – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

მსგავსი თემები