ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„მოგესალმებით ყველას, მე ვარ ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოდან. განახლებული რეიტინგით, ვარ მსოფლიოს 31-ე ჩოგანი. მინდა დაგპატიჟოთ თბილისში, ჩემს მშობლიურ ქალაქში, ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში ახალგაზრდულ ტურნირზე, რომელიც 12-18 ივლისს გაიმართება. ეს ძალიან საინტერესო იქნება. იმედია იქ გნახავთ“, – ამბობს გავრცელებულ ვიდეოში ბასილაშვილი.