“ვაპირებდით, „ნაცმოძრაობას“ პარლამენტში საწუწაო თოფებით დავხვედროდით, მაგრამ გადავიფიქრეთ, ხინკალს კი მოაჯირებზე დავდებთ, როცა თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი შემოვლენ” – იაგო ხვიჩია

ჩვენ ვაპირებდით საწუწაო თოფებით დავხვედროდით „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში, მაგრამ გადავიფიქრეთ. ვიფიქრეთ, რომ ამას რაღაც პოლიტიკური კუდები მოებმეოდა და ვერავის დავაჯერებდით, რომ ჩვენ უბრალოდ გავაგრილეთ ჩვენი კოლეგები, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაც შეეხება 555 ხინკალს, ეს დამატებით უნდა გავიაროთ პარლამენტის ადმინისტრაციასთან. ვათვალიერებდით, გავიარ-გამივიარეთ, შემოსასვლელი რომ არის, იქ არის მოაჯირებზე კარგი დასადები ადგილი და გვინდა, გამოვიყენოთ, როცა ქალბატონი თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი შემობრძანდებიან პარლამენტში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში დღეს შევიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ 29 მაისს მიიღო.

მსგავსი თემები