,,რუსული ძალები საკუთარ ჯარისკაცებს უკან დახევის შემთხვევაში დახვრეტით ემუქრებიან”- ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს უკან დახევის შემთხვევაში დახვრეტით ემუქრებიან.

,,ეს შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს, უკანდახევისთვის დახვრეტით ემუქრებიან, რათა აიძულონ შეტევა”, -ნათვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ცოტა ხნის წინ, რუს გენერლებს, სავარაუდოდ, სურდათ, რომ მათ მეთაურებს იარაღი გამოეყენებინათ დეზერტირების წინააღმდეგ. გენერლებს ასევე სურდათ თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნება სიკვდილამდე.

დაზვერვის შეფასებით, დეზერტირების სროლის ტაქტიკა, სავარაუდოდ, ადასტურებს რუსული ძალების დაბალ ხარისხს, დაბალ ზნეობას და უდისციპლინას.

მსგავსი თემები