ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევაა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 140 ადამიანს ჩაუტარდა და 15 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 262-ს შეადგენს. მათგან 101 გამოჯანმრთელდა და ოთხი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები