კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ერთი ლენჯერს, ორი ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, ოთხი შემოტანილია, კიდევ ერთი კი სამედიცინო პერსონალიდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო ლენჯერს უკავშირდება, ორი დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ერთიც სამედიცინო პერსონალიდანაა.

„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში იყო 1421 შემთხვევა, დაგვემატა რვა ახალი შემთხვევა. ერთის წყარო ლენჯერია, ორის წყარო დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტია, ოთხი შემთხვევა შემოტანილია, აქედან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი სამედიცინო პერსონალიდანაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 13-ით გაიზარდა და ამჟამად არის 1150“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, კოვიდ-ცენტრებში 260 პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი კვლავ 80 პროცენტს შეადგენს.

მსგავსი თემები