„კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით კრიზისის მომხრე“ – დავით ჭიჭინაძე

აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და  მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთან არ გამორიცხავს კოალიცია, ვინც ბანკირებთან თანამშრომლობაზე იტყვის უარს.

„ჩვენ ყველა მხარეს ვხედავთ საბანკო პარტიებს, ივანიშვილი ბანკირია, ხაზარაძეც ბანკირია და  კმაყოფილი მაშინ იყო, როდესაც ჯიბის პრემიერი ჰყავდა,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ ის ბანკების შეზღუდვების მომხრე იყო ყოველთვის:

„მე კი, ყოველთვის  ვპოზიციონირებდი, როგორც ბანკების შეზღუდვის მომხრე, ამიტომ გრზელდება ჩემი დაპირისპირება „ქართულ ოცნებასთან“   სამი წელია, მაგრამ  გვარებთან და სახელებთან კი არ მაქვს პრობლემა, პრობლემა მაქვს იმ მიდგომებთან, რომელიც ამ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ.

ანუ, საბანკო სისტემა რომელიც ანგრევს ამ ქვეყანას და ხალხს აუბედურებს, ამასთან დღეს არცერთი პარტი არ არის დაპირისპირებული ჩვენს გარდა.

ფინანსური სექტორის და მეგა რეგულატორის, მთავარი ბანკირის მიერ კონსტიტუცია ირღვევა ყოველ დღე და პასუხს არავინ არ სთხოვს, მსოფლიოში ერთ-ერთი სტაბილური ფინანსური სექტორი, ერთ-ერთ არასტაბილურ გარემოს ქმნის ამ ქვეყანაში – კონსტიტუციით პირდაპირ ევალება ფასების სტაბილურობა, მაგრამ კონსტიტუცია ყოველდღე ირღვევა, ფასები სტაბილური არ არის და პასუხს ისევ არავინ სთხოვს.

ფაქტია,  ის პრობლემები, რომლებიც ამ ქვეყანაში დღეს არსებობს, გამოწვეულია ფინანსური სექტორის მიერ, შესაბამისად, იმისათვის, რომ  ქართველ ხალხს ფინანსური ბორკილები მოვხსნათ, ვითანამშრომლებ მხოლოდ იმ პოლიტიკური ძალებთან, რომლებიც ბანკირების ციხეში გაშვების მომხრე იქნებიან და უარს იტყვიან მათთან თანამშრომლობაზე.“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები