პრეზიდენტი შატილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე

შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და მწუხარება გამოთქვა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა.  ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სამი მგზავრის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები