გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანი პირის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. სხდომაზე, უკვე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯება.

“პროკურატურის ბრალდება არის უსაფუძვლო, რადგან ე.წ. გარდაცვალების, მოკვლის ადგილზე, ჩვენ არ ვიცით იქ მოკვდა არ მოკვდა. არ ჩაუტარებია ექსპერიმენტი გამოძიებას. იმდენად უსუსურია პროკურატურა და გამოძიება, გარდაცვალების ადგილზე არ ჩაუტარებია ექსპერიმენტი და ეყრდნობიან ამირხანაშვილისა და იაკობ ბრეგვაძის საუბრებს,” – განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა თეიმურაზ მაისურაძემ.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე “ტოიოტა ქამრის” მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

მსგავსი თემები