“ყველაფერი კეთდება დაშავებულთა დასახმარებლად და იმედია, მათ გადარჩენას შეძლებენ” – არჩილ თალაკვაძე ხევსურეთში მომხდარ ავარიაზე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შატილის გზაზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა სოფელ ბისოსთან. ვუსამძიმრებ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია. 

ყველაფერი კეთდება დაშავებულთა დასახმარებლად და იმედია, მათ გადარჩენას მაშველები და ექიმები შეძლებენ,” – აცხადებს თალაკვაძე.

შატილის გზაზე მომხდარ ავარიას, წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

მსგავსი თემები