“ჩვენთან რაც კეთდებოდა, კეთდებოდა კარგად და ხარისხიანად” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როცა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და გამოცემა საქართველოზე ლაპარაკობს, როგორც კორონავირუსის მართვაში საუკეთესო მაგალითზე, ნიშნავს იმას, რომ საქართველოში სახელმწიფო ვერტიკალმა კარგად იმუშავა. „ეს ყველაფერი დაინახეს და შეფასდა ყველაზე ავტორიტეტული საერთშორისო ინსიტუტუციების, ქვეყნების, ლიდერების, ექსპერტებისა და წამყვანი გამოცემების მიერ. „ფორინ პოლისი“ რომ ხუთ საუკეთესო ქვეყანაში დაგასახელებს, „ვაშინგტონ პოსტი“ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორჯერ რომ მოგიხსენიებს სტატიაში, როგორც საუკეთესო მაგალითს, თქვენ მიერ ხსენებულ კვლევაში („დიფ ნოლიჯ გრუფის“ კვლევა) რომ მოხვდები საუკეთესოთა შორის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან რაც კეთდებოდა, კეთდებოდა ხარისხიანად და კარგად, ეს არის ამის…

მეტი...

“კორონავირუსის ასიმპტომური გადაცემის მასშტაბის დასადგენად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო კორონავირუსის ასიმპტომური გადაცემის მასშტაბის დასადგენად. „თებერვლის დასაწყისიდან ვამბობდით, რომ ინფიცირებული პირები, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ, კორონავირუსის დაავადების გამავრცელებლები შეიძლება იყვნენ და რომ დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო კორონავირუსის ასიმპტომური გადაცემის მასშტაბის დასადგენად. ეს კვლევები ახლა მიმდინარეობს“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში მთავარი გზა სიმპტომების მქონე პირების გამოვლენაზე, იზოლირებასა და ტესტირებაზე გადის.

მეტი...

“ყველგან საჭიროა პირბადის ტარება” – ამირან გამყრელიძე

“საქართველო დღემდე მოვიდა შედარებით ნაკლები დაზიანებით, ნუ ჩავყრით ყველაფერს წყალში მოშვებით!” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, პირბადის ტარება თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. „აუცილებელია პირბადეების გამოყენება დახურულ დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროში, ტაქსებში სამარშრუტო ტაქსებში, ახლა გაიხსნა ტრანსპორტის საქალაქთაშორისო მოძრაობა – ყველგან საჭიროა პირბადის ტარება! როდესაც პირბადე ორს გვიკეთია ერთად და ერთი არის ინფიცირებული, გადადების საშიშროება და ალბათობა არის მინიმუმამდეა დაყვანილი. ამიტომ პირბადე არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი დაცვის საშუალება. მეორე სოციალური დისტანცირებაა, რაც მთავარია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრისგან თავის შეკავება დახურულ…

მეტი...

“იქმნება ილუზია, რომ ინფექცია უკვე დავამარცხეთ, არა ბატონებო, პანდემია გრძელდება” – ამირან გამყრელიძე

“იქმნება ილუზია, რომ ინფექცია უკვე დავამარცხეთ და გავიმარჯვეთ, არა ბატონებო, პანდემია გრძელდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა. „საზოგადოებაში იქმნება ილუზია, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსის ინფექცია, გავიმარჯვეთ და შეგვიძლია, რომ ისევ დავუბრუნდეთ იმავე ცხოვრების რიტმს, რაც გასული წლის ამ დროს იყო. არა ბატონებო, კორონავირუსული ინფექცია, პანდემია გრძელდება მთელ მსოფლიოში. ვირუსი ცირკულირებს ჩვენს ქვეყანაში და ამ ტიპის მიდგომა და ილუზიის შექმნა შეიძლება, აღმოჩნდეს ძალიან მაღალი რისკის შემცველი. ჩვენ ყველამ უნდა…

მეტი...

“როცა ტურიზმი გაიხსნება, აუცილებლად იქნება შემთხვევების მატება, მაგრამ ეს კატასტროფად არ უნდა აღვიქვათ” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს ყველა პირობა აქვს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღას ძალიან წარმატებულად შეხვდეს. „როცა ტურიზმი გაიხსნება, აუცილებლად იქნება შემთხვევების მატება, მაგრამ, მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა, რომ ეს არ უნდა აღვიქვათ როგორც კატასტროფა, ის, რაც დაარღვევს ჩვენს ცხოვრების რიტმს, ხელს შეუშლის ჩვენი ეკონომიკის რეცესიიდან გამოსვლას. პაციენტების გარკვეულ, გონივრულ რაოდენობას, იქნება დღეში ახალი 10 პაციენტი, თუ 20, ჩვენი კლინიკური სექტორი თავისუფლად გაუმკლავდება. თუმცა, არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას და თავისუფლება გონივრულობის ფარგლებში გამოვიყენოთ“,- განუცხადა ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს.

მეტი...

“არავინ იცის, კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება თუ არა, ან რა სიძლიერის იქნება ის” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არავინ იცის, კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება თუ არა ან რა სიძლიერის იქნება ის. ცერცვაძის განმარტებით, საქართველოს მაგალითზე თითქოს სეზონურია, თუმცა მსოფლიოს ფონზე საპირისპირო სურათი იკვეთება. „რაც შეეხება მეორე ტალღას, ნურავის ენდობით 100 პროცენტით, ეს იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორი, პრეზიდენტი, თუ გამოცდილი ექიმი ან ეპიდემიოლოგი. სინამდვილეში, არავინ არ იცის, მეორე ტალღა იქნება თუ არა და რა სიძლიერის იქნება, რადგან ჯერ ვერ გაირკვა ორი მთავარი რამ – კორონავირუსს ახასიათებს სეზონურობა, თუ არა. საქართველოს მაგალითზე თითქოს…

მეტი...

თბილისში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთა წყარო ჯერ დაუდგენელია

“თბილისში დღეს კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, მათი ინფიცირების წყარო ჯერ დაუდგენელია. ​„ხუთივე ახალი შემთხვევა თბილისს უკავშირდება და არც ერთი მათგანის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე არ არის დადგენილი. მიმდინარეობს კვლევა და ერთ შემთხვევაში, იმედი გვაქვს, რომ ინფიცირების წყაროს მივაკვლევთ“, – აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.

მეტი...

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ კარანტინის წესების დარღვევისთვის დაწესებული სანქციები უნდა შემსუბუქდეს

დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ კარანტინის წესის განმეორებით დარღვევისთვის პატიმრობასთან ერთად, კანონში ალტერნატივად გათვალისწინებული უნდა იყოს ჯარიმა. „რაღაც ინკვიზიციურ გზას დაადექით. ადამიანს ციხეში უშვებ, პირდაპირ თავისუფლების აღკვეთაა იმის გამო, რომ შეიძლება, კარანტინის წესის ძალიან უმნიშვნელო დარღვევა იყოს, შეიძლება მძიმეც იყოს, მაგრამ უმნიშვნელო დარღვევის მაგალითს გეტყვით. არ არის ინფიცირებული, კარანტინში გადაიყვანეს, ჩამოვიდა უცხოეთიდან, გაიგო, რომ ოჯახის წევრი გარდაეცვალა და ამ ემოციის შედეგად, გარბის სახლში. აი, ამ კანონით ციხეში გადაგყავს ადამიანი პირდაპირ, ჯარიმაც კი არ გვაქვს. არ შეიძლება, ხალხო, ასეთი კანონების მიღება. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში კანონმდებელი ჩაწერდა, რომ ალტერნატივის სახით იყოს ჯერ,…

მეტი...

“აი, ასეთი წყალი მოდის ონკანებში სურამში” – უკმაყოფილო დამსვენებელი (ფოტო, ვიდეო)

“აი, ასეთი წყალი მოდის ონკანებში სურამში, კონკრეტულად კი ჩუმათელეთში! ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, ეს წყალი დავლიოთ? ამ წყლით სარეცხი გავრეცხოთ, თუ ჭურჭელი?”, – ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი, მარი კორკოტაძე წერს და შესაბამის ფოტო და ვიდეო მასალას აქვეყნებს. “რას აპირებთ, როდის უნდა მოაგვაროთ წყლის პრობლემა ჩუმათელეთში?! თუ აქ მაცხოვრებლები ადამიანები არ არიან და არც იწუხებთ ამისთვის თავს?! ხაშურის მერს კი თუ არ ახსოვს, შევახსენებ, რომ ჩუმათელეთი საკურორტო ზონაა და აქ მცხოვრები ადამიანების ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ბინების გაქირავებით მიღებული თანხაა, რომლითაც მთელი წელი ირჩენენ თავს. ახლა კი გეკითხებით და მიპასუხეთ,…

მეტი...

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა 6-11 ივლისს ჩატარდება. 6-11 ივლისი (პირველი სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა; 6 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა; 12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია; 13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია; 14 ივლისი (პირველი სესია) – მათემატიკა; 15 ივლისი (პირველი სესია) – მათემატიკა; 16 ივლისი (პირველი სესია) – ბიოლოგია; 17 ივლისი (პირველი  სესია) – რუსული  ენა; 17 ივლისი (პირველი და მეორე  სესია) – ინგლისური ენა; 17…

მეტი...

ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან პოლიციაა მობილიზებული

ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან პოლიციაა მობილიზებული. შენობას ისინი კორდონით იცავენ. მიზეზი კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაა. ისინი აჭარის პროკურატურიდან მსვლელობით მიემართებიან საკონაულოსკენ. მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები რამდენიმე დღეა, აქციებს მართავენ. 15-მდე ადამიანი შიმშილობს, ოთხმა კი პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ისინი თურქეთის ციხეში მყოფი მინდია ლავასოღლის საქართველოში ან მესამე ქვეყანაში ექსტრადაციას ითხოვენ.

მეტი...

მოუწევთ თუ არა აბიტურიენტებს გამოცდაზე პირბადის ტარება? – მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს

“ექსპერტებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომ აბიტურიენტებს გამოცდაზე დისკომფორტი არ შეექმნათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აბიტურიენტებს პირბადეების ტარება მოუწევთ, თუ არა, ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს მთავრობა. ​„საზოგადოებაში არის კითხვები აბიტურიენტებთან დაკავშირებით, რომლებსაც მოუწევთ გამოცდების ჩაბარების დროს პირბადის ტარება, თუ როგორ იქნება ეს უზრუნველყოფილი. მთავრობა ექსპერტებთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ აბიტურიენტებს დისკომფორტი არ შეექმნათ. ერთი მხრივ, დაცული იყოს მათი ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, მათ მიეცეთ საშუალება, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი. მით უმეტეს, იმ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ცხოვრებისეული გამოწვევის ფონზე, რასაც ჰქვია გამოცდები.…

მეტი...

“რუსული ჯარი საქართველოდან უნდა გავიდეს – ადრე თუ გვიან, ეს მოხდება” – ეუთოში აშშ-ის ელჩი

“რუსულმა ჯარმა საქართველო და უკრაინა უნდა დატოვოს”, – ამის შესახებ განცხადება ეუთოში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა გააკეთა. „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ მანამ, სანამ რუსული ჯარი არ შეიჭრა საქართველოში. ყველაფერი ძალიან მარტივია: რუსული ჯარი უნდა გავიდეს. საქართველოს მიზანია, ერთიანი ქვეყანა ჰქონდეს, სადაც ყველას ერთნაირად და სამართლიანად ეპყრობიან და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა ეუთოში აშშ-ის ელჩმა გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ამერიკელი დიპლომატის თქმით, რუსი ჯარისკაცები საქართველოში იმიტომ არიან განლაგებულნი, რომ ქვეყანას თავისი მომავლის არჩევის საშუალება არ მიეცეს. „ადრე თუ გვიან რუსები წავლენ. საქართველოს სურს სუვერენული სახელმწიფო იყოს…

მეტი...

“ჯანმოს ვარაუდი, რომ კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები დაავადების გამავრცელებლები ძალიან იშვიათად არიან, არასწორია” – ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ჯანმოს ვარაუდი იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის უსიმპტომო პაციენტისგან არაინფიცირებულ პირზე გადაცემა ძალიან იშვიათია, არასწორია. „ჯანმომ იმიტომ გააკეთა დამატებითი განმარტება აღნიშნულ საკითხზე, რომ არ არსებობს მტკიცებულება ამ ვარაუდის სასარგებლოდ. მონაცემები ცხადყოფს, რომ ინფიცირებული პირების 25%-45%-ს, სავარაუდოდ, სიმპტომები არ აქვს. ეპიდემიოლოგიური კვლევებიდან ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ვირუსის გადაცემა არაინფიცირებული პირებისათვის. შესაბამისად, განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, არასწორი იყო“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ. 8 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ მონაცემები ცხადყოფს, რომ იშვიათია…

მეტი...

აბიტურიენტი ვალდებულია გამოცდაზე გრძელი თმა შეკრული ჰქონდეს

“გვაქვს ერთი რეკომენდაცია, რომელსაც შეიძლება აბიტურიენტმა ყურადღება არ მიაქციოს, გრძელი თმის შემთხვევაში თმა აუცილებლად უნდა შეიკრან”, – ამის შესახებ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა. მისივე თქმით, აბიტურიენტს შეუძლია გამოცდაზე სახლში დამზადებული პირბადითაც გამოცხადდეს. „აბიტურიენტებს ჩვენ პირბადეს დავახვედრებთ, მაგრამ იქნებ მათ სხვანაირი უფრო მოსწონთ, წინასწარ შეარჩიონ ყველაზე მეტად რომელსაც შეეგუებიან, ის მოიტანონ. სახლში შეკერილიც რომ იყოს, ამის უფლებაც აქვს. ბევრი ნივთი არ წამოიღონ, გვაქვს კიდევ ერთი რეკომენდაცია და შეიძლება აბიტურიენტებმა ყურადღებით არ ნახოს – აუცილებლად გრძელი თმის შემთხვევაში თმა უნდა შეიკრან“, – აღნიშნა გორგოძემ.

მეტი...

“ვარაუდი, რომ თხევადი აირის ფასი გაიზრდება, სინამდვილეს არ შეესაბამება” – ირაკლი მეზურნიშვილი

“ვარაუდი და მოლოდინი, რომ ფასები გაიზრდება, ნამდვილად არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონპროექტზე – „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის“, მსჯელობენ. ცვლილება ბუნებრივი აირის დაბეგვრასა და აქციზის რეჟიმს უკავშირდება. დეპუტატის განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით, ხანგრძლივი და დეტალური მსჯელობა გაიმართა, სადაც მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა აღმოიფხვრას თხევადი გაზის დაბეგვრის მანკიერი პრაქტიკა. „მთავარი პრინციპი არის ის, რომ მანკიერი პრაქტიკა, რაც არის თხევადი გაზის დაბეგვრის – ცალსახად უნდა აღმოიფხვრას და გასწორდეს.…

მეტი...

მატარებლის ბილეთების ონლაინ შეძენა უკვე შესაძლებელია

„საქართველოს რკინიგზამ“ დღეს დილიდან მატარებლის ბილეთების ონლაინ გაყიდვა განაახლა. სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან აღდგება, შესაბამისად, მგზავრებს სამგზავრო ბილეთის შეძენა წინასწარ შეეძლებათ. მატარებლები ხუთი მიმართულებით დაიწყებენ მოძრაობას: თბილისი-ბათუმი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ქუთაისი.

მეტი...

“კლინიკები კორონავირუსის მეორე ტალღისთვის უნდა მოემზადონ, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ეს ტალღა” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და წამალი არ არსებობს, სამწუხაროდ, მეორე ტალღის მოლოდინია და მთელი გლობალური საზოგადოება ამისთვის ემზადება. „სავარაუდოდ იქნება შემოდგომის პერიოდი, როცა ისედაც ბუნებრივად იზრდება ვირუსული ინფექციების გავრცელება, როცა იხურება ფანჯარა და ადამიანები შედარებით დახურულ სივრცეებში გადადიან. ეს არის სექტემბრის ბოლო, ოქტომბერი და ნოემბერი“,- განაცხადა გაბუნიამ. „ჩვენ გვექნება აქტიური კომუნიკაცია კლინიკებთან, რომ მოემზადონ მეორე ტალღისთვის და იქნება თუ არა ეს ტალღა, ჩვენ უნდა გვქონდეს მაქსიმალური მზაობა, როგორც აქამდე გვქონდა. დღეს, რა თქმა უნდა, რთულია პროგნოზირება, რამდენად მასშტაბური იქნება და…

მეტი...

“რუსული ჯარი საქართველოდან უნდა გავიდეს – ადრე თუ გვიან, ეს მოხდება” – აშშ – ის ელჩი ეუთოში

რუსულმა ჯარმა საქართველო და უკრაინა უნდა დატოვოს, – განაცხადა ეუთოში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა. „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ მანამ, სანამ რუსული ჯარი არ შეიჭრა საქართველოში. ყველაფერი ძალიან მარტივია: რუსული ჯარი უნდა გავიდეს. საქართველოს მიზანია, ერთიანი ქვეყანა ჰქონდეს, სადაც ყველას ერთნაირად და სამართლიანად ეპყრობიან და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა ეუთოში აშშ-ის ელჩმა გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ამერიკელი დიპლომატის თქმით, რუსი ჯარისკაცები საქართველოში იმიტომ არიან განლაგებულნი, რომ ქვეყანას თავისი მომავლის არჩევის საშუალება არ მიეცეს. „ადრე თუ გვიან რუსები წავლენ. საქართველოს სურს სუვერენული სახელმწიფო იყოს და თავისი მომავალი განსაზღვროს“,…

მეტი...

“მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიზანია, რომ მიუხედავად კრიზისისა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდეთ​” – გიორგი გახარია

სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, ჩვენ ფერმერებს ვაძლევთ სტიმულს, გააგრძელონ ან დაიწყონ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, რითაც პირველ რიგში ადგილობრივ, შემდეგ კი მსოფლიო ბაზარზე შესაბამის ადგილს აუცილებლად დავიკავებთ და ეკონომიკას გავაძლიერებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქარელში მდებარე ხილის გადამამუშავებელი კომპანია „ქარელის ხილის“ საწარმოში დასაქმებულებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კომპანია წარმატებული წარმოების კარგი მაგალითია, ის ყოველწლიურად 75 ტონა სხვადასხვა დასახელების ჩირს აწარმოებს და პროდუქცია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე გააქვს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიზანია, რომ მიუხედავად კრიზისისა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდეთ, ხოლო ფერმერებს შეფერხებების სწრაფად გადალახვის შესაძლებლობა…

მეტი...

ევროკომისიამ ჩინეთი და რუსეთი კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა

ევროკომისიის განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან რუსეთი და ჩინეთი კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის კამპანიაში მონაწილეობენ. „უცხოური სუბიექტები და რიგი მესამე ქვეყნები, კერძოდ რუსეთი და ჩინეთი, ევროკავშირის ფარგლებში დეზინფორმაციის კამპანიებში მონაწილეობენ. ჩვენ მკაფიო მტკიცებულებები გვაქვს ამგვარი განცხადების გასაკეთებლად“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვერა იუროვამ. ვერა იუროვას თქმით, „პანდემიამ ცხადყო, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება სერიოზული ზიანი, ხალხის სიკვდილი და გადადგმული ნაბიჯების გავლენის შესუსტება გამოიწვიოს“. ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანდემიის პერიოდში უპრეცედენტო „ინფოდემიას“ ჰქონდა ადგილი, რასაც უფრო დიდი გავლენა ჰქონდა კარანტინის პერიოდში, როდესაც ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო სოციალური მედია იყო.

მეტი...

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ დისტანციური სწავლება შემოდგომაზეც საჭირო გახდეს

დისტანციური სწავლება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივი ატრიბუტი გახდა და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემოდგომაზე საჭირო კიდევ გახდეს – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სექტემბერში სწავლა აღდგება, მაგრამ შესაბამისი წესების დაცვით. „მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ, უნდა გავითავისოთ, რომ ვირუსი არ დამთავრებულა. დისტანციური სწავლება გახდა ჩვეულებრივი ატრიბუტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემოდგომაზე კიდევ გახდეს საჭირო. ამიტომ, ჩვენ უფრო აქტიურად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს – შედარებით მშვიდი, სწავლის გადადების საჭიროება არ დადგება. სექტემბერში სწავლა აღდგება, მაგრამ…

მეტი...

“თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ 2017 წელს დედაქალაქის მერად ამირჩია, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ უდიდეს პასუხისმგებლობას” – კახა კალაძე

ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი, ვინ იქნებიან სიაში და მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები, სრულიად საქართველოს გაიგებს, როცა ამის დრო მოვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა მედიის კითხვაზე, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, შესაძლოა თუ არა იყოს, პრემიერი გიორგი გახარია ან თავად კალაძე. კახა კალაძის თქმით, ის მოსახლეობამ 2017 წელს დედაქალაქის მერად აირჩია და საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აქვს. „საკუთარ თავზე ვილაპარაკებ ამ შემთხვევაში, მე გახლავართ დედაქალაქის მერი. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ 2017 წელს ამირჩია და საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული თბილისელების…

მეტი...

ლომისობის დღესასწაულზე, ტაძრისკენ მიმავალ გზაზე მამაკაცი გარდაიცვალა

ლომისის ტაძრისკენ მიმავალ გაზე შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა, მამაკაცი,  ლომისობის დღესასწაულის აღსანიშნავად მოსალოცად მიდიოდა, გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცს  ტაძრისკენ გზაზე ფეხი დაუცურდა, ფერდობზე დაგორდა და მიღებული ტრამვების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.   ლომისობაზე დღეს კიდევ ერთი მომლოცველი გოგონა დაშავდა. 

მეტი...

წინ ეროვნული გამოცდებია – რა გავლენის მოხდენა შეუძლია არაკონდიცირებულ, ცხელ ოთახს აზროვნების პროცესზე

“ახალმა კორონავირუსმა მთლიანად შეცვალა პლანეტის დღის წესრიგი, რაც პრაქტიკულად ყველა სფეროზე აისახა, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების დაცვა, რაც აქამდე არასოდეს დაგვჭირვებია, დღეს უკვე ჩვენი ყოველდღიურობაა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავართან“ პედიატრმა თამარ ობგაიძემ ისაუბრა. ობგაიძის განმარტებით, წინ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებია და როგორც მედიკოსი აღნიშნავს, კორონავირუსთან დაკავშირებული სიფრთხილის ზომები ამ სფეროზეც აისახება. „სწორედ უსაფრთხოების მიზნით ჩაითვალა საჭიროდ, არ იქნას გამოყენებული კონდიცირების სისტემები.თუმცა იმედია, გამოცდებამდე მიღებულ იქნება ახალი მტკიცებულებები და ეს აკრძალვა გადაიხედება, მაგრამ რა გავლენა აქვს მაღალ ტემპერატურას ადამიანის ორგანიზმზე? გარემო ფაქტორები, მათ შორის ამინდის, ოთახში ტემპერატურის, ჰაერის შემადგენლობის, ტენიანობის ცვლილებები…

მეტი...

„მოდით, მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა კუთხე, ვალდებულებიც ვართ, რომ ჩვენც ვნახოთ და ჩვენს შვილებს ვაჩვენოთ“ – გიორგი გახარია

ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ პირველ რიგში, საქართველოში იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, ხანდახან სირცხვილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შიდა ქართლში, ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა შიდა ტურიზმის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველოში იმოგზაურონ. „და რა თქმა უნდა შიდა ტურიზმი – 15 ივნისიდან ეს ყველაფერი გაიხსნება და ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ პირველ რიგში, საქართველოში იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, ხანდახან სირცხვილია. ახლა გვაქვს ამის შესაძლებლობა და მოდით, მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა ის კუთხე, რომელიც იმსახურებს ისტორიულადაც და ვალდებულებიც ვართ, რომ ჩვენც ვნახოთ, ჩვენს შვილებს ვაჩვენოთ და…

მეტი...

გიორგი ვოლსკი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს, რან გიდორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ  ისრაელის სახელწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა  საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრეს. გიორგი ვოლსკიმ სტუმარს აღნიშნულ  პროცესებთან დაკავშირებით ხელისუფლების ხედვა გააცნო. საუბარი, ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განათლების, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით. „ქართულ-ებრაული ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის, რაც მყარ საფუძველს ქმნის სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობისთვის. საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას არა მარტო ტურიზმის მიმართულებით, არამედ ეკონომიკის დარგში და განათლების სფეროში. სამწუხაროდ, პანდემიასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა  ამ ურთიერთობებს ხელი შეუშალა, მაგრამ არსებობს ძალიან…

მეტი...

მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი აეროპორტში დაუდასტურდა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს

კორონავირუისთ ინფიცირებულ პაციენტს გერმანიაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ის თბილისიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი, ცოტა ხნის წინ თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი მას თბილისის ერთ-ერთ ცხელების ცენტრში დაუდასტურდა. პაციენტი თავდაპირველად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, რადგან ტყიბულიდან არის, საკუთარი სურვილით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის, სტაციონარში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ოთხი პაციენტი არის მოთავსებული.

მეტი...

რა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან?!

აბიტურიენტი, რომელიც საგამოცდო სივრცეში  ნიღბის გაკეთებაზე ან მოთხოვნის შესაბამისად,  ხელის ჰიგიენური საშუალებით დამუშავებაზე უარს იტყვის, ეროვნული გამოცდებიდან მოიხსნება. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი განმარტავს, საგამოცდო სივრცეში მყოფს პირველ ჯერზე გაფრთხილებას მისცემენ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი საგამოცდო პროცესს გამოეთიშება.   ანალოგიურ განმარტებების იძლევა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე განმარტავს, ნიღბის მოხმარებაზე ან  ხელის დამუშავებაზე დაუმორჩილებლბის შემთხვევაში, აბიტურიენტი  გამოცდიდან მოიხსნება.  

მეტი...

“მე-2 ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებში COVID-19-ის მძიმე ფორმის განვითარების ალბათობა გაცილებით მაღალია” – გერმანელი და ნორვეგიელი მეცნიერები

გერმანელმა და ნორვეგიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის სიმძიმესა და პაციენტის სისხლის ჯგუფს შორის კავშირის დადგენა გადაწყვიტეს. მათი კვლევის შუალედურ შედეგებზე Deutsche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებმა COVID-19-ით ინფიცირებული 1 610 პაციენტი გამოიკვლიეს იტალიიდან და ესპანეთიდან, რომლებსაც დაავადების მძიმე ფორმა ჰქონდათ. სპეციალისტებმა მათი დნმ-ის მოლეკულები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მე-2 ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებში COVID-19-ის მძიმე ფორმის განვითარების ალბათობა გაცილებით მაღალია. კერძოდ, 1-ლი ჯგუფის სისიხლის მქონე პაციენტებთან შედარებით ეს მაჩვენებელი ორჯერ მაღალია. თუ კვლევის შუალედური შედეგი დადასტურდა, ამას SARS-CoV-2-ით გამოწვეული პნევმონიის მკურნალობის მეთოდის გამომუშავებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. კავშირი ადამიანის სისხლის ჯგუფსა და დაავადების მიმდინარეობის შორის სხვა…

მეტი...

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ინიციატივები, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ, მაქსიმალურად იყოს ათვისებული“ – გიორგი გახარია ფერმერებზე

შიდა ქართლში გლეხს და ფერმერს სჭირდება განსაკუთრებული დახმარება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის ინიციატივები, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ, მაქსიმალურად იყოს ათვისებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შიდა ქართლში, ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე გამოითქვა ინიციატივები, რომელთა ნაწილი ანტიკრიზისულ გეგმაში აისახება.   „დღეს ვიმყოფებით შიდა ქართლში. შეხვედრა გვქონდა ფერმერებთან. ამ რეგიონში გლეხს და ფერმერს სჭირდება განსაკუთრებული დახმარება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის ინიციატივები, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ, მაქსიმალურად იყოს ათვისებული. მათ ჰქონდათ შემოთავაზებები, შენიშვნები, იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ანტიკრიზისულ გეგმაში ჩავდეთ ნაწილობრივ ამ ყველაფერს…

მეტი...

“ხელისუფლება ემზადება დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მორიგ საჯარო განხილვასთან დაკავშირებით ისაუბრა. თალაკვაძის განაცხადებით, მიმდინარე კვირაში ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა უკვე აჭარაში, კერძოდ, ბათუმში გაიმართება და საჯარო დისკუსიას აჭარის მაუწყებელი უმასპინძლებს. „ამის შემდეგ უკვე პარლამენტი იწყებს იმ ცვლილებების განხილვას, რომლებიც საარჩევნო სისტემას უკავშირდება და რაზეც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ფართო კონსენსუსი იყო მიღწეული“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც ასევე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. „გარდა ამისა, ძალიან დიდი სამუშაო გველის წინ ასევე საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში, სადაც პრაქტიკულად ბოლომდე არის უკვე მიყვანილი მოსამზადებელი სამუშაო, პროექტი მზად არის, ეუთო-ს, ოდირის…

მეტი...

“არც მიფიქრია ამ სიაზე” – გიორგი გახარია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაზე

ყველაფერი შესაძლებელია, ნუ ვჩქარობთ, არც მიფიქრია ამ სიაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სის სათავეში იყოს. გახარიას განცხადებით, ამ საკითხზე კონსულტაციები ადრეა, რადგან ხელისუფლებას ჯერჯერობით სხვა კონკრეტული ამოცანები აქვს. „ყველაფერი შესაძლებელია ან ყველაფერი არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ. ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები – ეს არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს და არც მიფიქრია ამ სიაზე, ადრეა. რა დროს კონსულტაციებია. ჩვენ დღეს იმდენი მიმდინარე საკითხი გვაქვს საოპერაციო დონეზე გასაკეთებელი, საერთოდ არც გვიფიქრია ამაზე“,- განაცხადა გახარიამ.

მეტი...

თბილისის მეტროში ძალოვანი კაბელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დედაქალაქის მეტროში ძალოვანი ელექტროსადენებისა და გამნიავებელი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პანდემიის მიუხედავად, არ შეჩერებულა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სამუშაოებს თურქული კომპანიების კონსორციუმი (Dogus და Elsitel) აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის“ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ახორციელებს. „თბილისის მეტროში ამჟამად მიმდინარე სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვნია პირადად ჩემთვის, ქალაქისთვის, მოქალაქეებისთვის, რადგან ყველაზე მეტი მგზავრი დღის განმავლობაში მეტროს გადაჰყავს. რაც მეტრო ფუნქციონირებს, მას შემდეგ, ძალოვანი კაბელებისა და ელექტროსისტემების ცვლილება არ მომხდარა. გასულ წელს „მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდისა“ და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს დახმარებით, აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ. პროექტის ღირებულება 15 მილიონი…

მეტი...

„საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის სრულად დაცული“ – გახარია 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე

საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის  სრულად დაცული, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმა ჟურნალისტის მიერ დსმულ კითხვას, რომელიც 20 იცნისს დაგეგმილ აქციას ეხებოდა. „განსაკუთრებით, წესების დაცვით თუ იქნება ეს ყველაფერი, არავის არ მოუვა აზრად ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმა. რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში არის გარანტირებული“, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

“20 ივნისი მძიმე დღე იყო იმის გამოც, რომ პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ აქვთ აზრი, რომ შეიძლება, პარლამენტზე შტურმით შეცვალო პოლიტიკური ვითარება” – ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ 20 ივნისი მძიმე დღე იყო იმის გამოც, რომ პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ აქვთ აზრი, რომ შეიძლება, პარლამენტზე შტურმით შეცვალო პოლიტიკური ვითარება. ამის შესახებ სესიაშვილმა წელს, 20 ივნისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის შეფასებისას განაცხადა. „20 ივნისი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე დღე იყო, რადგან ჩვენმა თანამოქალაქეებმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს, რაც ყველას დიდი გულის ტკივილია. მაგრამ ამასთანავე, მძიმე დღე იყო იმის გამოც, რომ პოლიტიკოსებს თავში ჯერ კიდევ უდევთ ის აზრი, რომ შეიძლება, პარლამენტზე შტურმი მიიტანო და ამით ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეცვალო, რაც ასევე სამარცხვინოა და დანაშაულია.…

მეტი...