კადრებში ჩანს, არაგვის ხიდის მიმდებარედ როგორ დაესხნენ თავს გიორგი შაქარაშვილს, ამოღებულია ლითონის ხელკეტი  

„ვ.მ.-მ, ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ, ზ.ხ.-მ, ა.გ.-მ და ნ.რ.-მ დაიწყეს მიმალულების ძებნა და იპოვეს ბუჩქებში დამალული გ.ა., რომელსაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება – მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილის უკანა სავარძელზე, დაუსხდნენ ორივე მხრიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს ქალაქ თბილისში, სადაც ავტომობილიდან ჩამოსვეს მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ლუკოილის“ ფირმის ავტოგასამართ სადგურთან“ – ეს არის ამონარიდი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიებიდან. პროკურატურის ინფორმაციით, ამოღებულია ლითონის ხელკეტი, რომელიც თავდამსხმელებს ჰქონდათ. „ვიდეო-სათვალთვალო ჩანაწერებით დგინდება, თუ როგორ აყენებენ ს.გ., ი.წ. და ს.ჩ. ფიზიკურ შეურაცხყოფას დაზარალებულებს ნ.ხ-ს და ვ.ჩ-ს, აღნიშნული ვიდეოჩანაწერებით ასევე დგინდება, რომ გ.მ., ლ.შ., ნ.ც.,…

მეტი...

„რკინის ხელკეტებით შიარაღებულები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს“ – პროკურატურის განცხადება

„ნ.ც-მ, ვ.ჩ-მ და გ.ტ-მ მობილიზება გაუწიეს სხვა პირების შეკრებას, რის გამოც ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიაკითხეს ვ.მ-ს, ა.გ-ს, ნ.რ-ს და ნ.ჟ-ს და უზრუნველყვეს მათი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება. კერძოდ, ვ.ჩ-ს „TOYOTA CAMRY”-ს მარკის ავტომობილში, რომელსაც მართავდა ვ.მ. გადანაწილდნენ თავად ვ.ჩ, ვ.მ, ა.ქ, ზ.ხ, ა.გ. და ნ.რ., ხოლო გ.ტ. ავტომობილში – თავად გ.ტ, ნ.ც., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ., რომელიც შეიარაღდა რკინის ხელკეტით“ – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში, სადაც ასევე საუბარია, რომ „ტოიოტაში“ მყოფი პირები გიორგი შაქარაშვილს რკინის ხელჯოხით გაუსწორდნენ. როგორც ირკვევა, აღნიშნული პირები 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქალაქ…

მეტი...

შურისძიების მოტივით, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული – პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვიდეოს ავრცელებს 

„შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე – მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებზე ძალადობის მიზნით, გადაწყვიტეს დამატებით სხვა პირების მობილიზება“ – საქართველოს მთავარი პროკურატურა გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის – გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეს იყო შურისძიების მოტივით, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობლებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო. უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური…

მეტი...

ოზურგეთიდან ბათუმის კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მამაკაცი გადაიყვანეს

შუახნის მამაკაცი, რომელიც 10 ივნისს უკრაინიდან შემოვიდა, ოზურგეთიდან ბათუმის კლინიკაში  გადაიყვანეს.  „მამაკაცს კარანტინიდან დაბრუნების შემდეგ დაუფიქსირდა ტემპერატურა, რის შემდეგაც მიმართა ეპიდემიოლოგებს. იგი გადაყვანილია ბათუმის კლინიკაში. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მას „პისიარ“ კვლევა კარანტინის დასრულების შემდეგ ჰქონდა ჩატარებული და კვლევის შედეგი უარყოფითი იყო. მამაკაცი ამჟამად ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული და ახლა მისი ანალიზის პასუხის მოლოდინში ვართ“, – აცხადებენ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

მეტი...

“შალვა ნათელაშვილი ჰიტლერის გერმანიას დღევანდელ გერმანიას ადარებს” – გია ვოლსკი

“შალვა ნათელაშვილი ჰიტლერის გერმანიას დღევანდელ გერმანიას ადარებს”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი „ლეიბორისტების“ ლიდერის დღევანდელი განცხადების შეფასებისას. „შალვა ნათელაშვილი ჰიტლერის გერმანიას ადარებს დღევანდელ გერმანიას და მათ ცოდვებს დღევანდელ გერმანიას ეკითხება, მათ ელჩს კორუმპირებულს უწოდებს, ისევე როგორც სტრასბურგის სასამართლოს კორუმპირებულობაზე ალაპარაკდა გაერთიანებული ოპოზიცია. საერთაშორისო საზოგადოებამ სიღრმისეულად უნდა გააანალიზოს, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს გია ვოლსკი. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „გერმანიის ელჩს აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი, მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“.

მეტი...

“გერმანიის ელჩზე შეტევა მიუღებელია, მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, შეაფასონ შალვა ნათელაშვილის განცხადება” – არჩილ თალაკვაძე

“გერმანიის ელჩზე შეტევა მიუღებელია, მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, შეაფასონ შალვა ნათელაშვილის განცხადება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს. „ევროასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, ექვსი წლის შემდეგ, გერმანიის ელჩზე შეტევა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს – გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სრულიად მიუღებელია. ეს არის ძველი ოპოზიციის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა. მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, შეაფასონ შალვა ნათელაშვილის განცხადება და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ექვსი წლის შემდეგ, საქართველოს აქვს უფრო ძლიერი დემოკრატია, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტი და მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროპასთან.…

მეტი...

“ერთდროულად ყველა ფრენის გახსნა რისკებიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი” – ნათია თურნავა

“როდესაც ვაცხადებდით, რომ პირველი ივლისიდან გაიხსნებოდა ჩვენი ბაზარი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით და ვუსვამთ, რომ ეს არ იქნებოდა სტიქიური და უმართავი პროცესი”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა. ნათია თურნავას თქმით, ერთდროულად ყველა ფრენის გახსნა რისკებიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი. „იმედი გვაქვს, როდესაც საბოლოო სია გამოქვეყნდება ევროკავშირის მიერ, ჩვენ ვიქნებით პირველივე სიაში იმ ქვეყნებს შორის, ვისთანაც ევროკავშირი განიხილავს მიმოსვლის აღდგენას. აქედან გამომდინარე, არაფერი განსხვავებული არ მომხდარა, ჩვენ დავიტოვეთ ბერკეტები, რომ ვმართოთ მაქსიმალურად ეს მიმოსვლა, გადავდეთ რეგულარული ფრენები. რეგულარული ფრენები ნიშნავდა, რომ ჩვენ ყველა ფრენისთვის უნდა გაგვეხსნა…

მეტი...

“მთავარ არხზე“ გუშინ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ყალბი სიუჟეტი გავიდა ეთერში” – შსს

შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, „მთავარ არხზე“ გუშინ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ყალბი სიუჟეტი გავიდა ეთერში. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გუშინ გასულ მორიგ ყალბ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხებოდა. ტყუილი ნომერი პირველი – სიუჟეტში საუბარია, რომ თითქოს მცხეთაში აგარაკზე პოლიცია გამოიძახეს და სამართალდამცველებმა რეაგირება არ მოახდინეს. სიმართლე – აგარაკიდან მსგავსი გამოძახება არ მომხდარა! ტყუილი ნომერი ორი – პოლიციამ მორაგბეების ვინაობა შეგნებულად დამალა, როდესაც ისინი გამოკითხვაზე დაიბარეს და ცხელ კვალზე განზრახ არავინ არ დააკავა; სიმართლე – პოლიციამ, რა წუთიდანაც მიიღო შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, სამაშველო სამსახურთან ერთად, დაუყონებლივ…

მეტი...

„ბრალდების დასადგენად მტკიცებულებები არ არსებობს“ – რაგბისტის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს, ვასილ მახარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლითა და 145-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულისთვის წაუყენეს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ადვოკატმა, განუცხადა, ბრალდება თავისუფლების აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. ვასილ მამულაშვილის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვასილ მახარაძე, ბრალს არ ეთანხმება. “ვასილს მახარაძეს ბრალდება წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით და 145-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულისთვის, რაც ითვალისწინებს და ზოგადად ეს ნორმა მოიცავს, პასუხისმგებლობას თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და ჯგუფური ძალადობისთვის. ცხადია, ბრალს არ ეთანხმება. ჩვენ თავიდანვე მოლოდინი გვქონდა, რომ ეს…

მეტი...

“გერმანიის ელჩს აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი, მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი” – შალვა ნათელაშვილი

“გერმანიის ელჩს აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი, მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი”, – ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის გუშინდელ  განცხადებას, რომ გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა. „მიუხედავად იმისა, რომ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მხარეზეა რუს ოლიგარქთან წინააღმდეგ ბრძოლაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი რჩება მის ლობისტად და კორუმპირებული რეჟიმის ერთადერთ დამცველად. ეს გახლავთ ელჩი, რომელიც ფანჯრიდან უყურებდა ერთი წლის წინ ქართველი ახალგაზრდების დარბევასა და თვალების დათხრას. ხოლო შემდეგ ამართლებდა თვალთხარია გახარიების დანაშაულებრივ…

მეტი...

მორაგბეს ბრალი წაუყენეს, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს

ახალგაზრდა ფეხბურთელის,  გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ მორაგბეს არჩილ გაგნიძეს ბრალი წაუყენეს. ბრალდებული კი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას ჩხუბსა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობა არ მიუღია. როგორც ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“  განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი როცა შემთხვევის ადგილას მივიდა, იქ არავინ დახვდა, შესაბამისად ჩხუბში მას მონაწილეობა არ მიუღია. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. ის არ ეთანხმება დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს. როცა ის მცხეთაში ჩავიდა მცხეთაში, იქ უკვე ყველაფერი დასრულებული იყო, მას სხვა მიზანი ჰქონდა მცხეთაში ჩასვლის. მას არც ერთ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია და არანაირი მტკიცებულება…

მეტი...

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 9 ათასს მიუახლოვდა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით კიდევ 6 852 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 627 646-ს მიაღწია.  ბოლო 24 საათში ქვეყანაში 188 პაციენტი გარდაიცვალა, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა კი 8 969-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 393 352 ადამიანი.

მეტი...

სოფო კილაძეს მხარდაჭერა საქართველოში ავსტრიის ელჩმაც გამოუცხადა

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შემდეგ, სოფო კილაძის მხარდამჭერი პოსტი საქართველოში ავსტრიის  ელჩმა, არად ბენკომ გამოაქვეყნა.  დიპლომატი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს: „დიდი მადლობა დეპუტატ სოფო კილაძეს სწორი შეხედულებებისთვის და კარგი ურთიერთთანამშრომლობისთვის ავსტრია-საქართველოს ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით. ასევე, ადამიანის უფლებების კუთხით მუშაობისთვის. მოხარული ვარ, რომ საქართველოში მან ბავშვის უფლებების განვითარების მიმართულებით დიდი სამუშაო გასწია“. საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა სოფო კილაძის მხარდამჭერი პოსტები მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაერო-ს ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტში სოფო კილაძის კანდიდატურის დაბლოკვა მოითხოვეს.

მეტი...

“საქართველო ევროპულ გზაზე უფრო კონკრეტული ნაბიჯებისთვის მზად არის” – სალომე ზურაბიშვილი

“საქართველო ევროპულ გზაზე უფრო კონკრეტული ნაბიჯებისთვის მზად არის”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ექვსი წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“. „საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების ხელშეკრულება ექვსი წლის წინ გააფორმეს. პროგრესისა და ერთმანეთთან დაახლოების წლებმა გვაჩვენა, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესს ალტერნატივა არ აქვს. ახლა საქართველო ევროპულ გზაზე უფრო კონკრეტული ნაბიჯებისთვის მზად არის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

“ახალი შემთხვევა შემოტანილია და ისინი სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, ინფიცირებულების რაოდენობა 2-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 1-ით გაიზარდა.  მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 126 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ. ეზუგბაიას თქმით, 2 ახალი შემთხვევა შემოტანილია და ისინი სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან. როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში ახალი შემთხვევებიდან 1 პაციენტი შევიდა, გამოჯანმრთელდა 2, თუმცა ჯერ ეს სტატისტიკაში ასახული არაა, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას 23 დადასტურებული დიაგნოზის მქონე პაციენტი გადის. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ასევე დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც მთლიანობაში საშუალო სიმძიმედ შეიძლება შეფასდეს. ეზუგბაიას თქმით, კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს სომხეთის მოქალაქეა.

მეტი...

თბილისის ტერიტორიაზე საველე ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე საველე ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევების პირველი ეტაპი განახორციელეს. კვლევების საფუძველზე შექმნილი ბუნებრივი საფრთხეების რუკები გამოყენებული იქნება მაღალი რისკის შემცველი ადგილების იდენტიფიცირებისთვის და ადრეული შეტყობინების სისტემის დასანერგად, რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივი ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სწორ და ეფექტიან მართვას. საველე კვლევები კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფარგლებში მიმდინარეობს.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს ბრალს წარუდგენენ

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების ნაწილისთვის ბრალის ოფიციალური წარდგენა ამ დროისთვის თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს. ადვოკატები სამმართველოს შენობაში ეტაპობრივად შედიან. როგორც დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, რაც არასრულწლოვნისთვის შეუსაბამოა. შესაბამისად, ადვოკატი ბრალს არ ეთანხმება. პოლიციის სამმართველოს შენობაში უკვე შევიდა დაკავებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის უფლებების დამცველი, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების წინასწარი პიზიციაა, რომ ისინი ბრალს არ დაეთანხმებიან. სამმართველოში შევიდა ამ საქმეზე დაკავებული ფეხბურთელის, ირაკლი წაქაძის ადვოკატიც. მანაც თქვა, რომ მისი…

მეტი...

ქალი, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მეუღლე და სამი შვილი დაეღუპა, გარდაიცვალა

მხატვარ ბაქარ ბანძელაძის მეუღლე 30 წლის ქალი, რომელიც 5 თვე აპარტაზე იყო შეერთებული,  დღეს გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ქვიშხეთთან 26 იანვარს მოხდა. შემთხვევას 33 წლის ბა­ქარ ბან­ძე­ლა­ძე და მისი სამი შვი­ლი ემსხვერპლა. ქვიშხეთის ტრაგედია – ქალს, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მეუღლე და სამი შვილი დაეღუპა, გარდაიცვალა

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 1 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 1 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 921 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 781 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2687 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 207

მეტი...

მაშველი ძაღლები – ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გააცილეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველი ძაღლები 12-წლიანი მუშაობის შემდეგ სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაინაცვლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი დღეიდან სამასხურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ. მათ 12 წელი გაატარეს სამსახურში და ამ ხნის განმავლობაში არაერთ სამაშველო ოპერაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. დღეიდან ისინი სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაინაცვლებენ და მათზე ზრუნვას მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიურ დანაყოფს კი უკვე შეუერთდა მომავალი თაობის მაშველი ძაღლი ბელგიური მალინუა – პინტო. სამსახურს ახალი ძაღლების მიღება და გაწვრთნა აქვს დაგეგმილი. მაშველ ძაღლებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები თბილისის დროით 06:39 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის დასავლეთით 14 კილომეტრში, სოფელ მამიშლარ​თან 10 კმ-ის სიღრმეში იყო.

მეტი...