“ჩვენთან რაც კეთდებოდა, კეთდებოდა კარგად და ხარისხიანად” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როცა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და გამოცემა საქართველოზე ლაპარაკობს, როგორც კორონავირუსის მართვაში საუკეთესო მაგალითზე, ნიშნავს იმას, რომ საქართველოში სახელმწიფო ვერტიკალმა კარგად იმუშავა.

„ეს ყველაფერი დაინახეს და შეფასდა ყველაზე ავტორიტეტული საერთშორისო ინსიტუტუციების, ქვეყნების, ლიდერების, ექსპერტებისა და წამყვანი გამოცემების მიერ. „ფორინ პოლისი“ რომ ხუთ საუკეთესო ქვეყანაში დაგასახელებს, „ვაშინგტონ პოსტი“ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორჯერ რომ მოგიხსენიებს სტატიაში, როგორც საუკეთესო მაგალითს, თქვენ მიერ ხსენებულ კვლევაში („დიფ ნოლიჯ გრუფის“ კვლევა) რომ მოხვდები საუკეთესოთა შორის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან რაც კეთდებოდა, კეთდებოდა ხარისხიანად და კარგად, ეს არის ამის დადასტურება“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ

მსგავსი თემები