“არავინ იცის, კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება თუ არა, ან რა სიძლიერის იქნება ის” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არავინ იცის, კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება თუ არა ან რა სიძლიერის იქნება ის.

ცერცვაძის განმარტებით, საქართველოს მაგალითზე თითქოს სეზონურია, თუმცა მსოფლიოს ფონზე საპირისპირო სურათი იკვეთება.

„რაც შეეხება მეორე ტალღას, ნურავის ენდობით 100 პროცენტით, ეს იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორი, პრეზიდენტი, თუ გამოცდილი ექიმი ან ეპიდემიოლოგი. სინამდვილეში, არავინ არ იცის, მეორე ტალღა იქნება თუ არა და რა სიძლიერის იქნება, რადგან ჯერ ვერ გაირკვა ორი მთავარი რამ – კორონავირუსს ახასიათებს სეზონურობა, თუ არა. საქართველოს მაგალითზე თითქოს ახასიათებს, მაგრამ მსოფლიოს მაგალითზე – არა. თუ საქართველოში ახასიათებს სეზონურობა, სომხეთი აქვე არ არის? იქ რატომ არ ახასიათებს სეზონურობა, რატომ იზრდება დაინფიცრების შემთხვევები? ანუ, გაუგებარი დარჩა, სეზონურობა ახასიათებს თუ არა და მეორე, ის ტოვებს თუ არა მყარ იმუნიტეტს. ამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტის გარეშე, ყველაფერი არის მარჩიელობა და ვარაუდი, იქნება თუ არა მეორე ტალღა“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები