თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 40 ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. კლინიკის ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას ინფორმაციით, მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, კლინიკაშია რამდენიმე მძიმე პაციენტი, თუმცა მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია. მისივე თქმით, დღეს კლინიკაში ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა. „ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა დღეის მონაცემებით და ისინი დატოვებენ კლინიკას. გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები. ასევე, გვყავს პაციენტები, რომელთაც აქვთ პნევმონია და ფასდებიან მძიმედ, თუმცა დინამიკაში მათი მდგომარეობა უმჯობესდება. უახლოესი 48 საათის განმავლობაში ველოდებით რამდენიმე პაციენტთან უარყოფით პასუხებს და შემდეგ მათ გავწერთ კლინიკიდან“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

მეტი...

ბათუმის ბულვარის სავაჭრო ჯიხურების მოიჯარეები სამი თვის გადასახადისგან გათავისუფლდებიან

ბათუმის ბულვარში განთავსებული სავაჭრო ჯიხურების მოიჯარეები საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით იჯარის სამი თვის გადასახადისგან გათავისუფლდებიან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მოიჯარეებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა და გააცნო ის შეღავათები, რომელიც რეგიონში მოიჯარეების მხარდასაჭერად ხორციელდება. შეხვედრაზე განიხილეს პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარება და არსებული გამოწვევები.

მეტი...

“ქართული პირბადის წარმოების პროგრამა გრძელდება, პირბადეების საკმარისი მარაგი გვაქვს” – ირაკლი ნადარეიშვილი

“საქართველოში ადგილობრივი წარმოების პირბადეების საკმარისი მარაგი გვაქვს, ქართული პირბადის წარმოების სამთავრობო პროგრამა გრძელდება”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, მრავალჯერადი პირბადის წარმოების პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მარტში დაიწყო, დღესაც მიმდინარეობს. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, სამინისტრო ორი თვეა, რაც წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს უმსხვილეს სააფთიაქო ქსელებთან, რომელთაც, ჯამში, 1,8 მლნ ერთეულზე მეტი პირბადე გადასცა. აფთიაქებში აღნიშნული პირბადეები სუბსიდირებულ ფასად 50 თეთრად იყიდება. „ჩვენ პირბადეების საკმარისი მარაგი გვაქვს, რომ ყველა მსურველი ადგილობრივი წარმოების პირბადით მოვამარაგოთ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და…

მეტი...

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. „გუშინ, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 136 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული დღიური მაჩვენებელია. გუშინდელი შემთხვევების თითქმის 75% 10 ქვეყანაზე მოდის, ძირითადად ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებზე“, – აღნიშნა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა. 8 ივნისის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 093 121-ს შეადგენს. გარდაცვლილია 406 221 ადამიანი, 3 462 284 კი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ (112 469 ადამიანი), მეორეზე – დიდი ბრიტანეთი (40 542…

მეტი...

“გლობალურ დონეზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაცია უარესდება” – ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაცია ევროპაში უმჯობესდება, თუმცა გლობალურ დონეზე უარესდება. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 7 მილიონ შემთხვევაზე მიიღო ინფორმაცია. თითქმის 400 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში სიტუაცია უმჯობესდება, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაცია გლობალურ დონეზე უარესდება“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

მეტი...

ჯანმო კორონავირუსისგან დაცვის მიზნით ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებას რეკომენდაციას არ უწევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსისგან დაცვის მიზნით ერთჯერადი ხელთათმანების ტარებას რეკომენდაციას არ უწევს. ჯანმო-ში აცხადებენ, რომ გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირი საავადმყოფოში ან სამედიცინო ცენტრში მუშაობს, ხელთათმანების ტარება კორონავირუსისგან დაცვის მიზნით არაეფექტურია. „ჯანმო რეკომენდაციას არ უწევს ხელთათმანების გამოყენებას. ხელთათმანების გამოყენებამ შეიძლება ინფიცირების რისკი გაზარდოს, იქნება ეს თვითინფიცირება, თუ ინფექციის სხვაზე გადადება მას შემდეგ, რაც ჯერ დაბინძურებულ ზედაპირს, ხოლო შემდეგ კი სახეს შეეხებით. შესაბამისად, საჯარო ადგილებში, როგორიც არის სუპერმარკეტები, ჯანმო რეკომენდაციას იძლევა, რომ შესასვლელში და გამოსასვლელში ჰიგიენური გელის გამანაწილებელი აპარატები დაიდგას“, – განაცხადეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში

მეტი...

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 812 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 683 გამოჯანმრთელდა

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 812 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.  კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 683-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2902 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249

მეტი...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირბადის ტარების წესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის (დაჩქარებული წესით) განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლებიც პირბადის ტარების წესთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. „ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და ჩვენი ლეგიტიმური მიზანი მდგომარეობს საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვაში. ამიტომ, მას შემდგომ, რაც გადავედით კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე, ვალდებული ვართ მოვახდინოთ საკანონმდებლო რეგულაციების ადაპტირება. აღარ გვაქვს საგანგებო მდგომარეობა, აღარ არის მასშტაბური უფლებრივი შეზღუდვები, ამიტომ საჭიროა პანდემიასთან ფეხდაფეხ ეფექტიანი ბრძოლა. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ პროექტი. ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ ისეთი რეგულაციები, რომელიც დეტალურად იქნება განსაზღვრული კოდექსში და ასევე, იქნება განჭვრეტადი ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმესთვის…

მეტი...

სომხეთის გენშტაბის უფროსმა, რომლის შვილის ქორწილსაც კარანტინის პერიოდში 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, თანამდებობა დატოვა

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა არტაკ დავთიანმა თანამდებობა დატოვა. შესაბამის განკარგულებას სომხეთის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. არტაკ დავთიამა გენშტაბის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული კარანტინის ფარგლებში შვილს ქორწილი გადაუხადა. როგორც სომხური მედია წერს, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის შვილის ქორწილი ერთ-ერთ აგარაკზე გაიმართა და მას 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. მოგვიანებით, დავთიანმა განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ მისი აზრით, ქორწილი კარანტინის დარღვევას არ წარმოადგენდა და ის მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

მეტი...

ისრაელი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველო ტურისტების მიმოსვლას გახსნის

“საქართველო მხოლოდ იმ ქვეყნების ტურისტებისთვის გაიხსნება, სადაც ამ ეტაპისთვის არის პოზიტიური ეპიდმდგომარეობა. ესენია, ე.წ მწვანე ქვეყნები”, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. „ეტაპობრივად დაემატება ქვეყნების ჩამონათვალი, თუმცა ხაზს გავუსვამ კიდევ ერთხელ, ამის გაკეთება იქნება დამოკიდებული მეორე ქვეყანაში არსებულ ეპიდმდგომარეობაზე“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა. მისი თქმით, ისრაელი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ტურისტები ჩამოვლენ. „ჩვენ პრემიერის დავალებით ვმუშაობთ, რომ მოხდეს ჩვენთვის უსაფრთხო ქვეყნებთან მოხდეს დერეფნის ფორმატის შეთანხმება. ჩვენ დასკვნით ეტაპზე ვართ ისრაელთან. ისრაელი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველო ტურისტების მიმოსვლას გახსნის. ასევე საქართველო იქნება ისრაელისთვის ერთ-ერთი პირველი. ჩვენ…

მეტი...

მარნეულში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მარნეულის მერიაში ადასტურებენ. „კოვიდ-19“ით ინფიცირებულები სოფელ კირაჩმუღანლოს მცხოვრებლები არიან.

მეტი...

“გენერალური პროკურატურა მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ” – კელი დეგნანი

“მივიჩნევ, რომ გენერალური პროკურატურა მზადაა, აიღოს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა შემოდგომაზე, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას მჭიდრო თანამშრომლობისთვის, საერთაშორისო დანაშაულებების გამოძიების საქმეებში ჩართულობისა და დახმარებისთვის, ასევე საექსტრადიციო საკითხებში დახმარებისთვის. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა გენერალურ პროკურორთან. გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის ექსტრადიციები, საქართველოსა და შეერთებული შტატებისთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხები. ჩვენ აგრეთვე ვისაუბრეთ გენერალური პროკურორის მნიშვნელოვან როლზე მოახლოებულ მომავალ არჩევნებში, მათ შორის ამომრჩეველთა მოსყიდვის და ამომრჩეველთა დაშინების…

მეტი...

კიევის საბავშვო ბაღში კორონავირუსი გავრცელდა – ინფიცირებულია 9 აღსაზრდელი

უკრაინული მედია, ქალაქის მერზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღში კორონავირუსი გავრცელდა. არსებული მონაცემებით, საბავშვო ბაღში ინფიცირებულია ცხრა ბავშვი და ოთხი ზრდასრული. ამჟამად საბავშვო ბაღი დაკეტილია. ყველა თანამშრომელი და აღსაზრდელების მშობლები, რომლებიც პირველი ივნისის შემდეგ იმყოფებოდნენ საბავშვო ბაღში, თვითიზოლაციაში არიან. უკრაინაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 463 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა ცხრა ინფიცირებული.

მეტი...

“შშმ პირებისთვის პირბადის ტარება შესაძლოა, ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს” – რატიო იონათამიშვილი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის პირბადის ტარების ვალდებულების შესახებ დღეს პარლამენტში მსჯელობდნენ. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა საკითხის განხილვისას შშმ პირების თემა წამოჭრა და აღნიშნა, რომ პირბადის ტარების აუცილებლობა შესაძლოა გარკვეულ შემთხვევაში შშმ პირებისთვის დისკომფორტის შემცველი აღმოჩნდეს. “ამ პერიოდში მე ძალიან აქტიური კომუნიკაცია მქონდა შშმ პირების უფლებადამცველებთან. შშმ პირებისთვის, ქცევითი პრობლემების და სხვადასხვა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის შესაძლოა პირბადის ტარება ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს. ამ რეგულაციებით, რაც დღეს გვაქვს, შშმ პირებს არ ექნებათ საშუალება სხვადასხვა მომსახურეობა მიიღონ,”- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მეტი...

მასშტაბური ღონისძიების გამართვის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2000 ლარით დაჯარიმდებიან

ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა მასშტაბური ღონისძიებების გადახდის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2 000 ლარით, იურიდიული პირები კი 10 000 ლარით დაჯარიმდებიან.  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ამ რეგულაციის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. „იცით, რომ 10 პირამდე შეკრებაა ნებადართული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამიტომ ასეთი მასშტაბური ხასიათის ღონისძიებები აკრძალულია და თუ ასეთი რამ მოხდება, ეს ჩაითვლება მძიმე დარღვევად და ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 2 000 ლარიანი სანქციით, იურიდიული პირები – 10 000-ლარიანი ჯარიმით. თუმცა, მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება მაღალი პასუხისმგებლობის, როგორც ეს აქამდე…

მეტი...

„კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა შესაძლოა, სხვა ინფექციური დაავადებების ეპიდემიებს დაემთხვეს” – ჯანმოს რეგიონალური დირექტორი

“შემოდგომით, ჩვენ შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა, სეზონური გრიპისა და წითუას კიდევ ერთი ტალღა ვიხილოთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ექიმმა ჰანს კლუგემ განაცხადა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები უნდა მოემზადონ კორონავირუსის მეორე მომაკვდინებელი ტალღისთვის, რადგან „კოვდ-19“-ის პანდემია დასრულებული არ არის.  „სინგაპურმა და იაპონიამ დასაწყისშივე გააცნობიერეს, რომ ახლა არა ზეიმის, არამედ მზადების დროა. სწორედ ამას აკეთებენ სკანდინავიური ქვეყნები – ისინი არ გამორიცხავენ მეორე ტალღას, თუმცა იმედოვნებენ, რომ მის ლოკალიზებას და სწრაფად გადალახვას შეძლებენ“, – განაცხადა კლუგემ. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ინტერვიუში განაცხადა, „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა შესაძლოა,…

მეტი...

“სკოლის საპირფარეშოებში ინფექციის რისკი ძალიან მაღალია – რას ავალდებულებს ჯანმო სკოლებს?! – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

“სკოლებში მერხებს შორის დისტანცია ერთი მეტრი უნდა იყოს; სკოლის ტრანსპორტში მოსწავლეების მეჩხერად უნდა გადანაწილდნენ“ – ეს არის ამონარიდი იმ სავალდებულო რეკომენდაციებიდან, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებს უწესებს. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა და განმარტა, რომ სკოლებს გაუჭირდებათ ამ რეკომენდაციების დაცვა. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დოკუმენტი სკოლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ეს არის წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ. ძირითად რეკომენდაციად რჩება სოციალური დისტანცირება. მერხებს შორის ერთმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული; სასკოლო ტრანსპორტში ბავშვები მეჩხერად უნდა იყვენ განლაგებული; სკოლები აღჭურვილი უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებებით; პირბადის ტარებაზე მკაფიო რეკომენდაცია არ არის, რადგან,…

მეტი...

თბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის წევრი გახდა

თბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის – Délice Network-ის წევრი გახდა. Délice Network წარმოადგენს ქსელს, რომელიც წევრ ქალაქებში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. Délice Network აერთიანებს ისეთ ქალაქებს, რომელთათვისაც გასტრონომია და გასტროტურიზმი ეკონომიკის განვითარებისა და ტურისტული მიმზიდველობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ქსელის მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების განხორციელებით, ქალაქებს დაეხმაროს – გასტრონომიული ბრენდი ჩამოაყალიბონ. ასევე, ხელი შეუწყოს ურბანული ეკონომიკის განვითარებასა და ქალაქების ტურისტულ პოპულარიზაციას. ქსელის წევრ ქალაქებს შეუძლიათ, საკუთარი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ცოდნის გაღრმავება და სხვადასხვა პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, ერთობლივი პროექტების განხორციელება და სხვა. ქსელის წევრობის ფარგლებში,…

მეტი...

“მთავრობამ 700 მილიონ ლარზე მეტი დახმარება შესთავაზა ტურიზმის ინდუსტრიას” – მარიამ ქვრივიშვილი

მთავრობამ 700 მილიონ ლარზე მეტი დახმარება შესთავაზა ტურიზმის ინდუსტრიას პირდაპირი დახმარების ინსტრუმენტებით, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის სექტორისთვის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება დიდწილად განთავსების ობიექტებზე მოდის. „განგიმარტავთ და შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა იყო გამორჩეული მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც პანდემიის დაწყების დღიდან ყოველ თვე: მარტში, აპრილში და ასევე მაისში ახდენდა ტურიზმის ინდუსტრიის სტიმულირებას და აუმჯობესებდა დახმარების პაკეტს. სასტუმროების ინდუსტრია იყო ის ერთ-ერთი პირველი, რომელთანაც ამოქმედდა სხვადახვა ინსტრუმენტი და აქაც განვმარტავ, რომ რაც უშუალოდ სასტუმროების თხოვნა იყო,…

მეტი...

საქართველო შესაძლოა სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქართული მხარე, შესაძლოა, მეზობელ სახელმწიფოს დაეხმაროს პანდემიასთან ბრძოლაში. „მოლაპარაკებები ამაზე მიმდინარეობს. იცით, რომ შეთავაზება გაკეთებული იყო, ეს ყველაფერი იქნება მოლაპარაკების საგანი“,- განაცხადა იმნაძემ. ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 325 შემთხვევა დადასტურდა, 4 099 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 211 გარდაიცვალა. რაც შეეხება საქართველოს: აქ კორონავირუსი 810 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 683 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მეტი...

ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ. ამის შესახებ თავად სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნიკოლ ფშინიანი, მისი მეუღლე და შვილები კორონავირუსით დაინფიცირდნენ. „ახლახან მივიღეთ განმეორებითი ტესტირების შედეგები. პასუხები უარყოფითია. გუშინაც უარყოფითი პასუხები იყო. ახლა მთავარია, რომ ჯანმრთელად ვართ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 325 შემთხვევა დადასტურდა, 4 099 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 211 გარდაიცვალა.

მეტი...

“პირბადეებზე რეგულაცია, არ გულისხმობს სკოლის მოსწავლის დაჯარიმებას, ეს ყველამ უნდა გაითავისოს” – ანრი ოხანაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პირბადის წესის დარღვევის გამო 16 წლამდე ასაკის პირები არ დაჯარიმდებიან. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა რეზო არველაძემ დასვა საკითხი, შეეხებათ თუ არა ბავშვებს პირბადის წესის დარღვევის გამო, ჯარიმები. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კი განმარტა, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იწყება 16 წლის ასაკიდან და შესაბამისად 16 წლამდე პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. „რაც შეეხება განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი ჯერ არ არის ნებადართული და დისტანციურ რეჟიმზე არის ეს ყველაფერი გადასული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად სწორად და გათვლილად მოვახდენთ რეგულაციების ადაპტირებას შემდგომშიც, თუკი ეს დაგვჭირდება. ეს არ არის რეგულაცია, რომელიც მიზნად ისახავს,…

მეტი...

“არაა აუცილებელი, მოქალაქეებმა ქუჩაში ან ღია სივრცეში იარონ პირბადით – მსგავსი ვალდებულება არ შემოგვაქვს” – არჩილ თალაკვაძე

ახალი რეგულაციით, ჩვენ არ შემოგვაქვს ვალდებულება, რომ მოქალაქეს დილიდან საღამომდე ეკეთოს პირბადე. სამწუხაროდ, ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი ცდილობდა ამ თემით სპეკულაციას. საქმე ეხება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ისეთ დახურულ სივრცეებს, სადაც კონტაქტების მაღალი რაოდენობა გენერირდება დღის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე, რომელიც პირბადეს შეიძენს, შეუძლია, ის გამოიყენოს ზუსტად ასეთ ადგილებში და დაზოგოს მისი გამოყენება. არაა აუცილებელი, ქუჩაში ან ღია სივრცეში იაროს პირბადით. მსგავსი ვალდებულება არ შემოდის“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა. მმართველმა გუნდმა…

მეტი...

“ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი პარლამენტში ხვალ შემოვა” – ირაკლი კოვზანაძე

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტს ხვალ წარედგინება და მასში გათვალისწინებული იქნება ყველა პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია ახალ კორონავირუსთან, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფასთან, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა პროგრამა ასახული იქნება ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში, ასევე შეცვლილია ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი. „ბიუჯეტი პარლამენტში ხვალ შემოვა, პრემიერის ოფისში პრეზენტაციის შემდეგ. ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ყველა პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსთან და საქართველოს მოქალაქეების ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფასთან. ეს პროგრამები ასახული იქნება ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში. ასევე შეცვლილია ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომელსაც აქამდე ვასახელებდით. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილი გვქონდა 4.5 პროცენტიან ზრდაზე, ახლა…

მეტი...

„მინისტრის საათის“ ფორმატში, მიმდინარე კვირას პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ

პარლამენტში, მიმდინარე კვირაში საქართველოს თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ. ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადეს. ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება. მიმდინარე კვირაში პარლამენტს დღის წესრიგში ჯამში 262 განსახილველი საკითხი აქვს.

მეტი...

“გამოძიების ეტაპზე ცოტნე გამსახურდიას მოწმის და დაზარალებულის სტატუსით გამოკითხვა ვერ მოხერხდა” – პროკურატურა

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. როგორც საქმის პროკურორმა მარიკა გოგოხიამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ დრომდე მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა. მარიკა გოგოხიას განცხადებით, გამსახურდიას ჩვენებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. “თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას დამამძიემებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სისხლის სამართლის არსებითი განხილვა დაიწყო. დღეს, ორივე მხარემ შესავალი სიტყვები წარმოვთქვით. მომდევნო სხდომიდან ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება და მოწმეების დაკითხვას დავიწყებთ. ბრალდების მხარეს არაერთი მტკიცებულება აქვს, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში 11 ტომად შევიდა, შესაბამისად,…

მეტი...

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე გადაადგილება 50 ლარის ნაცვლად შესაძლოა 20-30 ლარამდე განისაზღვროს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევსთა კოდექსში შესატანი ცვლილებები რამდენიმე წუთში ბიურო სხდომაზე დაინიცირდება. მმართველმა გუნდა მიიღო გადაწყვეტილება და პირბადის გარეშე გადაადგილდება 50 ლარის ნაცვლად 20-დან 30 ლარამდე განისაზღვრება. დღესვე გაიმართება საკომიტეტო მოსმენა და ზუსტი თანხა დადგინდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი ცვლილებები შედის. საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და დაამტკიცებს. აქამდე არსებული ინფორმაციით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი 50 ლარით უნდა დაჯარიმდებულიყო.

მეტი...

“საქართველოში ჩამოსული ტურისტისთვის იქნება ისეთი ფილტრი, რომ დავრჩეთ კონკურენტუნარიან” – მარიამ ქვრივიშვილი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სასტუმროების რეგისტრაცია გრძელდება. „მოვუწოდებთ სასტუმროებს, გააქტიურდნენ და წარმოაჩინონ თავი, როგორც მოქმედი განთავსების ობიექტი“,- აღნიშნა ქვრივიშვილმა. ამასთან, ქვრივიშვილი განმარტავს, რომ სასტუმრო ჯერ უნდა შემოწმდეს, დააკმაყოფილოს ყველა ის სტანდარტი, რომელიც განსაზღვრულია„კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ რეგულირებული დოკუმენტის ფარგლებში, მიიღოს ნებართვა და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება განთავსების ობიექტს საშუალება, შიდა, თუ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლოს. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დანამატი ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის სფეროში, რადგან გვაძლევს სრული კონტროლის მექანიზმს, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პირველ რიგში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე და, რა თქმა უნდა, ვებრძოლოთ შესაძლო „კოვიდ-19“-ის იმპორტირების გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში“,-…

მეტი...

„ხელისუფლება სოფლის განვითარების მიზნით სწრაფ შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯებს დგამს“ – შალვა კიკნაველიძე

შალვა კიკნაველიძემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში, კოოპერატივი “აგრომომავალის” მიერ გაშენებული ჟოლოს მეურნეობა დაათვალიერა.  უმრავლესობის წევრმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან ერთად, პირველი მოსავლის აღებაში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივ ფერმერებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ შეღავათებსა და დამატებით შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია. “ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეძლეს სახელმწიფოს დახმარებით ადგილობრივმა ფერმერებმა 2 წელში საკუთარი მეურნეობის მნიშვნელოვნად გაფართოება. წელს კოოპერატივი პირველ მოსავალს იღებს და ქართულ ბაზარზე ჯანსაღი, ნატურალური პროდუქტი გამოჩნდება. მომავალი წლიდან კი, ჩვენი პარტნიორი და მეგობარი USAID- ის დახმარებით, კოოპერატივს იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი…

მეტი...

“ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. გიორგი გახარიას განცხადებით, არასწორია საუბარი, თითქოს საქართველომ კორონავირუსი დაამარცხა. მისივე თქმით, გლობალური პანდემიის პირობებში ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაამარცხებს როგორც ვირუსს, ისე ეკონომიკურ კრიზისს. „ჩვენთან ძალიან ხშირად ისმის მცდარი ფორმულირება, რომ საქართველომ ვირუსი დაამარცხა. ვერც ერთი ქვეყანა ცალკე ამ ვირუსს ვერ დაამარცხებს. ეს გლობალური პანდემიაა და შეუძლებელია, რომ ცალკე აღებულმა რომელიმე ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს, ისევე, როგორც ეკონომიკურ კრიზისს ვერ დაამარცხებს ცალკე აღებული რომელიმე ქვეყანა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვმართოთ პროცესი, მოვახდინოთ ადაპტაცია და კონტროლი. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია,…

მეტი...

“სასტუმროებს აქვთ კიდევ ერთკვირიანი ვადა, რათა ინსპექტირება მოითხოვონ და შრომის ინსპექცია სრულიად უსასყიდლოდ შეამოწმებს მათ მზაობას” – ბექა ფერაძე

სასტუმროებს აქვთ კიდევ ერთკვირიანი ვადა, რათა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე მოითხოვონ ინსპექტირება და შრომის ინსპექცია სრულიად უსასყიდლოდ პრევენციულად, მივა, შეამოწმებს მზაობას, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, სასტუმრო იხსნება გარკვეული დათქმით – იმ შემთხვევაში აქვთ მათ მუშაობის უფლება, თუ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შეამოწმებს და შემოწმების შედეგად მიიღებენ დადებით დასკვნას. „ვინაიდან, შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან იხსნება, სასტუმროებს აქვთ კიდევ ერთკვირიანი ვადა, რათა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე, მოითხოვონ ინსპექტირება. შრომის ინსპექცია სრულიად უსასყიდლოდ პრევენციულად, მივა, შეამოწმებს…

მეტი...

“კორონავირუსი ასე მალვე ვერ გაქრება, სწავლის ხარისხი დაბალია, ბავშვებს კი სახლში ვერ გამოკეტავთ“- მაია ბუწაშვილი

„არასოდეს არ უნდა მოვდუნდეთ, სულ უნდა ვიყოთ მზადყოფნაში და ზოგიერთ ჩვევაზე ვთქვათ უარი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა, მანვე აღნიშნა, რომ მუდმივად მზადყოფნაში უნდა იყოს საწოლები და სასუნთქი აპარატები. „ეს პანდემია პირველადაა კაცობრიობის ისტორიაში. ამიტომ, მასზე მოდელირებები და პროგნოზები ჯერ არ ამართლებს. პრინციპი უნდა იყოს ერთი, სწორება უნდა გვქონდეს უარეს სცენარზე და სულ უნდა ვიყოთ მზადყოფნაში, ის მარტივი ღონისძიებები, რაც შეიძლება ჩვენვე გავაკეთოთ, უნდა გვქონდეს გაცნობიერებული. მართალია, კარანტინში არ ვართ, მაგრამ ეს არ უნდა ჩავთავლოთ, რომ ყველაფრისგან გავთავისუფლდით. მზადყოფნაში უნდა გვქონდეს საწოლები, სასუნთქი აპარატები, რადგან არ…

მეტი...

“ნიღაბი უნდა ატაროს ყველამ, რადგან ამას პრაქტიკულად ნულამდე დაჰყავს ვირუსის გადადების რისკი” – პაატა იმნაძე

ყველაფერი გვინდა იყოს ისე, რომ შეზღუდვები საზოგადოებისთვის არ იყოს შემაწუხებელი, მაგრამ გავიხედოთ რა ხდება მსოფლიოში და ნუ დავიმშვიდებთ თავს იმით, რომ ჩვენ ქვეყანაში მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი არსად არ გამქრალა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით, პირბადის ტარება ძალიან ამცირებს ვირუსის გადადების რისკს და ამიტომაც დახურულ სივრცეში, ნიღაბი ყველამ უნდა ატაროს. ​„მაქსიმალურად უნდა დავიცვათ წესები და ეს პირველ რიგში ნიღბის ტარებაა. მრავალი კვლევა გამოქვეყნდა და მოგეხსენებათ, თუ ნიღაბი უკეთია ავადმყოფს, ეს ძალიან ამცირებს გადადების რისკს,…

მეტი...

“საცურაო აუზები გაიხსნება, მაგრამ შესამუშავებელი იქნება გარკვეული რეგულაციები” – პაატა იმნაძე

გაიხსნება საცურაო აუზები, მაგრამ იქაც იქნება შესამუშავებელი გარკვეული წესები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ყველაფერი ერთდროულად ვერ გაიხსნება და საჭიროა გარკვეული რიგითობის დაცვა. „ყველაფერი ერთად ვერ გაიხსნება, ამაზე შევთანხმდეთ. უნდა იყოს დაცული რიგითობა, ისედაც ქვეყანაში საკმაოდ დაჩქარებული ტემპით მოხდა აქტივობების გახსნა სხვადასხვა ბიზნეს სექტორების. გაიხსნება აუზებიც, მაგრამ იქაც იქნება შესამუშავებელი გარკვეული განსხვავებული წესები, რადგან სასტუმროში არის დამსვენებლების ფიქსირებული რაოდენობა, რაც შეეხება ღია აუზებს, აქ ადამიანები შედიან ქუჩიდანაც, ამიტომ ეს იქნება დასარეგულირებელი. ყველაფერი გაიხსნება ოღონდ თავის დროზე“, – განაცხადა იმნაძემ.

მეტი...

გრიპი და კორონავირუსის თანხვედრა მძიმე ვითარებას შექმნის“ – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„ნაკლებ მოსალოდნელი იყო, რომ ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად კორონავირუსი უკან დაიხევდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. ბუწაშვილი კორონავირუსის და სეზონური გრიპის თანხვედრაზეც საუბრობს და მოსახლეობას შემოდგომის მოახლოებასთან ერთად ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. „ტემპერატურის ზემოქმედება როლს ვერ ასრულებს ვირუსის უკუსვლაზე, ეს ჩანს კიდევაც უკვე იმ მაღალი ტემპერატურის მქონე ქვეყნებში, სადაც არ მომხდარა ეპიდემიის უკუსვლა, რაც შეეხება გრიპის და კორონავირუსის თანხვედრას, საგულისხმოა, რომ გრიპი ისედაც მძიმე ტვირთია თუ მოხდა თანხვედრა ამ ორი ინფექციის ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის, ამიტომ აქვე თადარიგი უნდა დავიჭიროთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მინიმუმ გრიპის პროფილაქტიკა…

მეტი...