მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი აეროპორტში დაუდასტურდა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს

კორონავირუისთ ინფიცირებულ პაციენტს გერმანიაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ის თბილისიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მამაკაცი, ცოტა ხნის წინ თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი მას თბილისის ერთ-ერთ ცხელების ცენტრში დაუდასტურდა.

პაციენტი თავდაპირველად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, რადგან ტყიბულიდან არის, საკუთარი სურვილით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის, სტაციონარში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ოთხი პაციენტი არის მოთავსებული.

მსგავსი თემები