“კლინიკები კორონავირუსის მეორე ტალღისთვის უნდა მოემზადონ, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ეს ტალღა” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და წამალი არ არსებობს, სამწუხაროდ, მეორე ტალღის მოლოდინია და მთელი გლობალური საზოგადოება ამისთვის ემზადება.

„სავარაუდოდ იქნება შემოდგომის პერიოდი, როცა ისედაც ბუნებრივად იზრდება ვირუსული ინფექციების გავრცელება, როცა იხურება ფანჯარა და ადამიანები შედარებით დახურულ სივრცეებში გადადიან. ეს არის სექტემბრის ბოლო, ოქტომბერი და ნოემბერი“,- განაცხადა გაბუნიამ.

„ჩვენ გვექნება აქტიური კომუნიკაცია კლინიკებთან, რომ მოემზადონ მეორე ტალღისთვის და იქნება თუ არა ეს ტალღა, ჩვენ უნდა გვქონდეს მაქსიმალური მზაობა, როგორც აქამდე გვქონდა. დღეს, რა თქმა უნდა, რთულია პროგნოზირება, რამდენად მასშტაბური იქნება და როგორ შეგვეხება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ“,- დასძინა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები