„სახელმწიფო გამინულე ყველა გადასახადი არაფრის გადახდა არ მინდა“ – გიორგი გახარია

„ყველა ბიზნესის წარმომადგენელი უნდა შეეგუოს იმას, რომ სოფლის მეურნეობას ყველა უნდა მიეხმაროს, დღეს უკვე 27 000 – მა ფერმერმა გამოიყენა აგროდიზელის წარმოება,“ – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა სოფელ ნიქოზში ფერმერებთან  გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ ვის სჭირდება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარებები: „ვაიმე მომეხმარე და ვაიმე რა ვქნა და ვაიმე ეს ყველაფერი როდის დამთავრდება, სახელმწიფო გამიუქმე ყველა გადასახადი, არაფრის გადახდა არ მინდა  – კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სახელმწიფო ვალდებულია პირველ რიგში დაეხმაროს სოციალურად დაუცველს, იმ ადამიანებს, ვისაც სოციალური დახმარება სჭირდება,ჯანმრთელ, განათლებულ, ნასწავლ  ადამიანს რა თქმა უნდა უნდა…

მეტი...

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აფეთქდა“ – ისრაელიდან ტურისტების ჩამოყვანა ჩაიშალა

შეთანხმება, რომელიც საქართველოს ისრაელთან ჰქონდა დადებული, ამ ეტაპისთვის გაუქმებულია. აღნიშნულის მიზეზი კი „კორონავირუსის“ პანდემიაა. „ზუსტად ერთი კვირის წინ იქ უბრალოდ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აფეთქდა და ათასობით ადამიანი გადაყავთ კარანტინში. რამდენიმე ქვეყანაა კიდევ ასეთი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ“  – ეს განცხადება გიორგი გახარიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ ისრაელიდან ტურისტების შემოსვლა შეუძლებელია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება ქვეყანას შემდგომ შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ  შემოსულ ტურისტებს ფასი არ ექნება. . „მწვანე კოლიდორი, პირველი, რომელთანაც დავალაგეთ, იყო ისრაელი. მე…

მეტი...

“იმპორტირებული ინფიცირება შემდგომ ქვეყანას შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება” – გიორგი გახარია

ჩვენ ვერც ერთ შემთხევაში ვერანაირი ტურისტის ფასად ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ნიქოზში ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს საერთაშორისო ტურიზმის გახსნის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. „ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება შემდგომ ქვეყანას შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება. ამიტომ, აქ ფრთხილი, დაბალანსებული, გონივრული ნაბიჯები, როგორც ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად, ასევე ეკონომიკის აღსადგენად, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ასე ფრთხილად, გონივრულად, ყველამ ერთად სამშვიდობოს გავიაროთ ეს ყველაფერი“, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

“ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტი 300 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდის” – კახა კალაძე

თბილისის მერია 300 ერთეულ მიკროავტობუსს კვლავ შეისყიდის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი პროექტების დროებით შეჩერება მოუწია, თუმცა ეტაპობრივად, ყველა პროექტის განხორციელება გაგრძელდება. „საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და ბიზნესსექტორი დაზარალდა, ასევე, ზიანი მოგვადგა ჩვენ. წლის დასაწყისში ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავდით და ეს წელი ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. არსებულ ვითარებაში პროექტების დროებით შეჩერება და პრიორიტეტების გადანაწილება მოგვიწია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროექტები არ განხორციელდება – უბრალოდ დროში გადაიწევს. ყველა…

მეტი...

“ის რესურსი, რომელიც გააჩნია პატარა ქვეყანას, სუსტი ეკონომიკით, მაქსიმალურად სამართლიანად უნდა გადაუნაწილდეს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება” – გიორგი გახარია

„როდესაც გადავწყვიტეთ, რომ სოფლის მეურნეობა ყოფილიყო მეორე დარგი, რომელსაც უნდა მივხმარებოდით, ამას მარტივი ახსნა ჰქონდა. ტურიზმის გასაგებია, პირველი დარტყმა ტურიზმმა მიიღო, მეორე დარტყმა – სოფლის მეურნეობამ, რადგან სოფლის მეურნეობას რაც ჰქონდა დაგეგმილი, მოეყვანა ვაშლი, თხილი, ყურძენი, ღვინო, კიტრი პომიდორი, ეს ყველაფერი იყო ტურისტზე გათვლილი, რომელიც ვერ ჩამოვიდა. გვესმის, სოფლის მეურნეობა არის დარგი, რომლის დახმარება აუცილებელია ეკონომიკურადაც და, რა თქმა უნდა, ფერმერს ახლა სჭირდება დახმარება, რადგან თავი შევინახოთ, შევინარჩუნოთ და ერთ წელიწადში, როცა ეს ყველაფერი აღდგება, ფორმა არ დავკარგოთ და ვიყოთ ისევ მზად“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის დახმარების ბიუჯეტი…

მეტი...

„ფერმერი – ბაღში, მუშა – ქარხანაში“ – პრემიერ-მინისტრი

„ფერმერი – ბაღში, მუშა – ქარხანაში, მეცნიერი – ინსტიტუტში“…  ასე მიმართა გიორგი გახარიამ ფერმერებს და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე საკმაოდ რთული წელი იქნება.   „ეს წელი, წლის ბოლომდე საკმაოდ რთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიას ვმართავთ, მაინც დიდი რისკების ქვეშ ვართ. ეპიდემიას ვმართავთ ჩვენ ვირუსის გავრცელების სისწრაფის და გეოგრაფიის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ თუ ახლა სწორად არ დავალაგეთ და ეფექტურად და სწრაფად არ შევქმენით ინფრასტრუქტურა, რომელიც არის სწრაფი გამოვლენა, ე.ი. ტესტირების გამოვლენის სწრაფი მექანიზმი უნდა იყოს, ქვეყანაში უნდა იყოს მუდმივი სკრინინგი, მუდმივი ტესტირება უნდა ხდებოდეს მაღალი რისკის შემცველი წერტილების, იმისთვის, რომ…

მეტი...

„ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში, მოდით, მოვიაროთ ყველა კუთხე“ – გიორგი გახარია

პანდემიიდან გამომდინარე, პემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოს ყველა კუთხე მოიარონ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვალდებულებიც ვართ, ჩვენი კუთხეების შესახებ ვიცოდეთ და შვილებსაც ვაჩვენოთ. „ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია დღეს საქართველო, თუ როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილად და უსაფრთხოდ, ადამიანზე ზრუნვით ძლევს ამ გამოწვევას. ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ ბილომდე და არ უნდა გამოვეკიდოთ მაღალი რისკის შემცველ იდეებს. შიდა ტურიზმზე მაგრად უნდა ვიმუშაოთ. ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ პირველ რიგში, სქართველოში. იმდენი ადგილია რაც არ გვინახავს, იმდენი ადგილი, რაც უბრალოდ ხანდახან სრცხვილია რომ არ ვიცით. გვაქვს ამისი შესაძლებლობა ახლა და მოდით, მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა…

მეტი...

“იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების” – გიორგი გახარია ფერმერებთან

პრემიერი შიდა ქართლის ფერმერებს შეხვდა, მან სოფელ ნიქოზში ადგილობრივებს მადლობა გადაუხადა და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მე აქ სამი წლის წინ ვიყავი და პატარა ნერგები იყო სულ, ვხედავ რა შედეგიცაა  ამ სამი წლის შემდეგ, ეს არის ყევლაზე მარტივი მაგალითი რა შეუძლია შრომას და როგორ შეიძლება ემსახურო ქვეყანას. ბოლო ორი დღის განმავლობაში იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭებს – რა გვეშველება, მთავრობა რას შვები, როდის ჩამოვა ტურისტი და ასე შემდეგ. ვისაც მუშაობა უნდა ყოველთვის შეძლებს ამას და ვისაც ამის სურვილი გააჩნია, აქაურობა არის ამის ნათელი მაგალითი,“ – განაცხადა გახარიამ ნიქოზში ფერმერებთან შეხვედრის…

მეტი...

კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი საბურთალოს უკავშირდება, ორი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ორი იმპორტირებულია, ხოლო ერთი ერთი სამედიცინო პერსონალია. ეზუგბაიას თქმით, მისთვის უცნობია, თუ რომელი კლინიკის თანამშრომელია ახალ ინფიცირებულებს შორის. მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, რომ ამჟამად კოვიდ-ცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს. „გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ინფიცირებულების კვლავ 84 პროცენტია. 119 პაციენტი მკურნალობს კლავ კოვიდ-ცენტრებში. ოთხი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი გახლავთ საბურთალოს წყაროდან, დაავადებულთან კონტაქტირებული პირი, ორი არის შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევა, კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალია. ეს სამედიცინო პერსონალი არ არის ჩვენი ცენტრის. 30 იანვრიდან დღედე, ანუ მეხუთე თვეა, ჩვენი ცენტრი…

მეტი...

ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები გამარტივებული არ იქნება

პანდემიის, შეფერხებული და დისტანციური სასწავლო პროცესის, სტრესული გარემოს თუ სხვა გარემოებების მიუხედავად, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები  გამარტივებული არ იქნება. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი განმარტავს, სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა და მოსწავლეები სასწავლო პროგრამას სრულად გადიოდნენ. ვერ ვიტყვი, რომ სემესტრი ჩავარდა. დისტანციურ რეჟიმში სრული სემესტრი იყო მიწოდებული მოსწავლეებისთვის.  სწავლების თვალსაზრისით, სრული მასალა იყო მიწოდებული. “ტელესკოლაც” ძალიან წარმატებული იყო. გამარტივებას ვერ ვპირდებით. ეს იქნება მთლიანობაში მათი აზროვნების შესაფასებელი ტესტი და არა ერთი სემესტრიდან ამოღებული მასალა“ – აცხადებს მინისტრის მოადგილე. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები…

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში 10 ივნისის დილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7,24 მილიონი შეადგინა. პანდემიას 188 ქვეყანა ებრძვის. სტატისტიკა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. სულ ჯამში მსოფლიოში COVID19 7 244 108 ადამიანს დაუდასტურდა. 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 125,6 ათასით გაიზარდა. პანდემიის დროს დაიღუპა 411 260 პაციენტი და .3,37 მილიონი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მეტი...

პირბადის გარეშე, აბიტურიენტები გამოცდებიდან მოიხსნებიან  

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს იწყება. წლევანდელი საგამოცდო წელი აბიტურიენტებისთვის არაერთი მიმართულებით იქნება რთული. ერთი ის რომ მათ რამდენიმე საათის განმავლობაში, დახურულ სივრცეში პირბადით მოუწევთ ყოფნა და მეორე, დისტანციური საგაკვეთილო პროცესის შედეგად მიღებული არასრულყოფილი განათლება. მიუხედავად ამისა, წლევანდელი საგამოცდო ტესტები გამარტივებული არ იქნება. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი აცხადებს, ნიღბებთან დაკავშირებით აბიტურიენტები შეზღუდულები არ იქნებიან, და დიზაინიც და სხვა პარამეტრებიც შეუძლიათ თავად აირჩიონ. „განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, საგამოცდო სივრცისა და გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებისთვის ნიღბის ქონა აუცილებელია. ეს არის ნიღაბი, პირბადე,…

მეტი...

დღეიდან საპარლამენტო კომიტეტებში 2020 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებების განხილვა იწყება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმოწერით ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის განხილვას, დღეიდან თავდაცვის კომიტეტი დაიწყებს. 248 გვერდიან დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ის ხარჯები, რომლითაც მთავრობა 2020 წელს სხვადასხვა სექტორის დაფინანსებას გეგმავს. კორექტირებული ბიუჯეტი 15 მილიარდ 923 მილიონია. მთავრობა 2020 წლის განმავლობაში საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების სახელფასო ფონდს 57 მილიონი ლარით შეამცირებს. მცირდება ცალკეული სამინისტროების დაფინანსებაც. შედეგად კი, ჯამურად, 600 მილიონი ლარის დაზოგვაა დაგეგმილი, რომლის უდიდესი ნაწილიც, სოციალურ ხარჯებს მოხმარდება. „ქართული ოცნების“ წევრები ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტის დამტკიცებას თვის ბოლოს გეგმავენ. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს.

მეტი...

კახეთის რეგიონში ახალი მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კახეთის რეგიონში, სოფელ გომბორში ახალი  მეტეოროლოგიური  სადგური დაამონტაჟეს. სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების გაზომვას, მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას. ახალი მეტეოროლოგიური სადგურიდან მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზის ხარისხის გაუმჯობესებას, შექმნის კახეთის რეგიონში მიკროკლიმატური რეჟიმის ობიექტურად შეფასების საშუალებას, სტიქიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების დროულად მომზადებას და გავრცელებას.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. საიტზე არსებული მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 822 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 690-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3124 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 279.

მეტი...

ბათუმის თევზის ბაზარში აფეთქება მოხდა

ბათუმში, თევზის ბაზარში აფეთქება მოხდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშის ინფორმაციით საქართველოს შემთხვევისას არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველემა ადგილზე ხანძრის ლიკვიდაცია უკვე მოახდინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აფეთქების მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მეტი...