ვარკეთილში, ხანძრის კერასთან ახლოს მდებარე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ვარკეთილში, ხანძრის კერასთან ახლოს მდებარე კორპუსს უსაფრთხოებიდან გამომდინარე დენის მიწოდება შეუწყდა, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. კორპუსში ძლიერი კვამლი შეინიშნებოდა. ვარკეთილში ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული და მისი ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება. შემთხვევის ადგილზე 25-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

მეტი...

ვარკეთილში, ცეცხლის კერებთან ახლოს ბენზინგასამართი სადგურია, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს

ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება. შემთხვევის ადგილზე 25-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ცეცხლის კერებთან ახლოს მდებარეობს ბენზინგასამართი სადგური, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე გათიშულია ელექტროენერგია.

მეტი...

სუსი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვ.ბ. დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. „მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში, მტკიცებულებათა მოპოვებისა და სისხლის სამართლის…

მეტი...

ვარკეთილში შერეული ბაზარი იწვის

ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე რამდენიმე მაღაზიას ცეცხლი უკიდია. ადგილზე 13 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. ამ ეტაპზე დაშავებულების ან ზარალის შესახებ სხვა ინფორმაცია ცნნობილი არ არის.

მეტი...

“მხოლოდ 11 შემთხვევასთან მიმართებით გვაქვს პრობლემა, პირველწყაროს ვერ მივაგენით” – ამირან გამყრელიძე

“ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ გვაქვს 9, 12, 15 ახალი შემთხვევა დღიურად. თუმცა, ეს პროგნოზირებული იყო შეზღუდვების შემსუბუქების პროცესის ფარგლებში. ყველა ეს შემთხვევა დეტალურად გამოვიკვლიეთ. მხოლოდ 11 შემთხვევასთან გვაქვს პრობლემა. პირველწყაროს ვერ მივაგენით“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხდა. „მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ერთი მხრივ, მთავრობის მიერ მიღებული ზომები და მეორე მხრივ, საზოგადოების მხრიდან ამ ზომების დაცვა, საკმაოდ კოორდინირებული იყო. ეს ერთ-ერთი მაჩვენებელი იყო იმისა, რომ დღეს ასეთი ეპიდსიტუაცია გვაქვს. არ ვიცით, მომავალში როგორ იქნება, ვინაიდან 27 აპრილიდან შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დავიწყეთ, მთავრობამ 6-ეტაპიანი პროგრამა შეიმუშავა.…

მეტი...

“მინდა ყველას მოგიწოდოთ, აქტიურად ესტუმროთ საქართველოს კურორტებს” – ნათია თურნავა

“მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოგიწოდოთ თქვენ, ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომ აქტიურად ესტუმროთ საქართველოს კურორტებს, ჩვენს შესანიშნავ სასტუმროებს და მოინახულოთ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყვარელში, დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, დილიდან უკვე არის სასიხარულო ცნობები იმის შესახებ, რომ სხვადასხვა რეგიონებში სასტუმროები, პრაქტიკულად, დატვირთულია. მინისტრის განმარტებით, ეს იძლევა დიდ იმედს, რომ საქართველოს ტურისტული ინდუსტრია უფრო ძლიერი გამოვა ამ კრიზისიდან და დაძლევს ამ გამოწვევას. „ეს კარგი შესაძლებლობაა არამხოლოდ იმისთვის, რომ სასიამოვნოდ გაატაროთ უქმეები იმ შეზღუდვების მერე, რაც გვქონდა მობილობის მხრივ, არამედ ეს ერთგვარი სამოქალაქო თანადგომის აქტია,…

მეტი...

ზუგდიდში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო

ზუგდიდში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა ე.წ. ვექტორის დასახლებასთან მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოზარდი, თანატოლებთან ერთად, თხრილში დაგუბებულ წყალში ბანაობდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

ნიკა გვარამიას თქმით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა. გვარამიას თქმით, გიორგი გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ. “კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წლის 21 დეკემბერს. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან, არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აფხაზეთში კოვიდინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ინფიცირებული არის კურსანტი, რომელიც მოსკოვიდან ჩამოვიდა. საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სულ 38 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ერთი გარდაიცვალა, ცხრა იმყოფება გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც ახალი ინფიცირებული კურსანტი გადაჰყავთ. 27 ინფიცირებული ითვლება გამოჯანმრთელებულად.

მეტი...

“საქართველოს მთავრობამ საოცარი შედეგი დადო, რაც კი არსებობდა რეგიონში” – თურქეთის ელჩი

“საქართველოს მთავრობამ საოცარი შედეგი დადო, საუკეთესო მომსახურება უზრუნველყო, რაც კი არსებობდა, მეზობელ ქვეყნებში, რეგიონში”, – ამის შესახებ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანმა, კახეთში, პრემიერ-მინისტრსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, საქართველომ ბევრი რამის კოორდინაცია მოახდინა, მათ შორის მოახერხა ყოველდღიური სასაქონლო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. „თქვენთან ერთად გავიღვიძეთ კრიზისში. ერთად გავიარეთ სირთულეები, ერთად შევხედეთ თვალებში ამ პრობლემას. მე რეგიონულ შესაძლებლობებზე ვაკეთებ გათვლას და აქცენტს, ქარავანია და ქარავანი ყოველთვის მიდის წინ, გარკვეულ დასკვნებს ვაკეთებთ, შეიძლება არ ვიყოთ მზად რაღაც გამოწვევებისთვის, რომელიც უცბად დაგვატყდება თავს,…

მეტი...

“საქართველოს უკვე თავად შეუძლია გაწვრთნას და სერტიფიცირების სწავლება ჩაუტაროს საკუთარ თავდაცვის ძალებს” – კელი დეგნანი

“საქართველომ აჩვენა, რომ არამხოლოდ ერთგულია ნატო-ს მხარდაჭერისა, არამედ უკვე თავად შეუძლია გაწვრთნას და სერტიფიცირების სწავლება ჩაუტაროს საკუთარ თავდაცვის ძალებს ამ მისიებში მონაწილეობისათვის”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ვაზიანში განაცხადა.  დღეს ამერიკელმა და ქართველმა სამხედროებმა ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის გადასროლისწინა სწავლება დაასრულეს. „ამ სერტიფიცირების სწავლების ჩატარება კიდევ ერთი ნათელი წერტილია ამ პროგრამის, რომელიც 10 წელზე მეტს ითვლის. საქართველომ აჩვენა, რომ არამხოლოდ ერთგულია ნატოს მხარდაჭერისა, არამედ უკვე თავად შეუძლია გაწვრთნას და სერტიფიცირების სწავლება ჩაუტაროს საკუთარ თავდაცვის ძალებს ამ მისიებში მონაწილეობისათვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მეტი...

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაკავებული პირი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული პირი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მათივე ცნობით, ინფორმაცია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან სანდო წყარომ მიაწოდა. ამასთან, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია  დღეს, 20:00 საათზე ბრიფინგს გამართავს.

მეტი...

წამახალისებელი გათამაშების უნებართვოდ მოწყობაზე ჯარიმები იქნება გათვალისწინებული

წამახალისებელი გათამაშების უნებართვოდ მოწყობაზე ჯარიმები იქნება გათვალისწინებული. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც მთავრობამ პარლამენტს აზარტულ თამაშებზე მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის სახით წარუდგინა. კანონპროექტის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების უნებართვოდ მოწყობა გამოიწვევს მომწყობის დაჯარიმებას – 20 000 ლარით და გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით, ხოლო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 40 000 ლარით და გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით. ამასთან, ჩნდება დათქმა, რომ თუ გათამაშებული/გასათამაშებელი საპრიზო ფონდის ოდენობა არ აღემატება 5000 ლარს, სამართალდამრღვევის მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნას გაფრთხილება.

მეტი...

“ველოდები საქართველოსგან არჩევნებს, რომელიც იქნება დემოკრატიის ფესტივალი” – ჰუბერტ ქნირში

გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ოქტომბერში საქართველოსგან ახალ საარჩევნო სისტემას ელის.  “მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ოქტომბერში უკეთესი საარჩევნო სისტემა ექნება. ველოდები საქართველოსგან არჩევნებს, რომელიც იქნება დემოკრატიის ფესტივალი,”- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

მეტი...

“ოპოზიციის დროებითი სიხარული ტყუილი აღმოჩნდა” – მამუკა მდინარაძე

„დროებითი, ერთი თუ ორდღიანი სიხარული, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა, რომ თითქოს კონგრესმენები დაირაზმნენ, თქვან, რომ ჩვენ პრორუსულები ვართ და მათი ეს ნარატივი გაიზიარეს, ტყუილი აღმოჩნდა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ლობისტები სტრატეგიულ პარტნიორამდე ზუსტი ინფორმაციის მიტანას უზრუნველყოფენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტი კი აკეთებს იმას, რომ ასეთი მანვებლური ფრაზები ჩაიწეროს და ოღონდ „ქართული ოცნება“ დააზიანოს, სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. „ეს არის განსხვავება ჩვენს შორის. თან საქმის გაფუჭება არის მარტივი – ასეთი რაღაცის გაპარება რთული არ არის. რთულია, რომ შენს სტრატეგიულ პარტნიორს ყველა შენი ნაბიჯის შესახებ მიაწოდო…

მეტი...

“აუცილებლად ისე მოვიქცევი, როგორც პრემიერმა თქვა და აღმოვაჩენ საქართველოს” – კელი დეგნანი

“ვიცი, რომ ამერიკელ ტურისტებს ძალიან უნდათ ჩამოსვლა, მეც აუცილებლად ისე მოვიქცევი, როგორც პრემიერმა თქვა და აღმოვაჩენ საქართველოს”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ლოპოტას ტბაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დიპლომატებს ხვდება. „ძალიან სასიამოვნოა დღეს აქ ყოფნა, როდესაც საქართველო ხელახლა ხსნის ტურიზმს. ვფიქრობ, დიპლომატიური საზოგადოებისთვის, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოესმინათ პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრისგან იმ კვლევის შესახებ, რომელიც საქართველომ ჩაატარა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ხელახლა გახსნა უსაფრთხოდ და ჯანსაღი გზით   ხორციელდება, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ტურისტი, რომელიც აქ ჩამოდის, ისიამოვნებს იმ ყველაფრით, რასაც საქართველო სთავაზობს“,…

მეტი...

“ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული” – დიანა ტრაპაიძემ “ტვ პირველი” დატოვა

ტე­ლე­კომ­პა­ნია “პირ­ველ­ში” ცვლი­ლე­ბე­ბი ისევ გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად, არ­ხი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ ტე­ლე­წამ­ყვან­მა დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც “ტვ პირ­ველ­ში” და­არ­სე­ბის დღი­დან მუ­შა­ობ­და. “დღე­ი­დან „დღის ამ­ბებს“ აღარ წა­ვიყ­ვან. მივ­დი­ვარ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან, მაგ­რამ სულ ვიქ­ნე­ბი TV პირ­ვე­ლის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. იქ ჩემი ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ და წარ­მა­ტე­ბე­ბი მათ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ვა­ტოს, ინ­გას, ჟი­ჟის, ვა­ხოს, ნა­ნას. მათ­თან და სხვებ­თან ერ­თად, მეც ვა­კე­თებ­დი არ­ცთუ ური­გო ტე­ლე­ვი­ზი­ას და იქ პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის ალ­ბათ სა­უ­კე­თე­სო 4 წელი გა­ვა­ტა­რე. ყვე­ლა­ფერს აქვს და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლი. ჩავ­თვა­ლე რომ ახლა დას­რუ­ლე­ბის დროა. პ.ს. არ გა­დავ­დი­ვარ არ­სად. ცო­ტას და­ვის­ვე­ნებ და მერე და­ვი­წყებ თა­ვი­დან” – წერს დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძე…

მეტი...

“ნაკბენების უმრავლესობა გვხვდება ხელზე” – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში გველებზე გამოძახებები გაიზარდა

„მა­ი­სის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან, უცებ დათ­ბო­ბას­თან ერ­თად, რა­დი­კა­ლუ­რად გა­ი­ზარ­და ჩვენ­თან ქვე­წარ­მავ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ზა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და შე­იქ­მნა აჟი­ო­ტა­ჟი, თუმ­ცა არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა”, – ამის შესახებ ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რმა, ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა. ვახტანგ ლომჯარია გვირჩევს, რომ ეზოები დავასუფთაოთ, რათა მღღღნელები არ მომორავლდნენ. “სა­ქარ­თვე­ლო­ში არის უამ­რა­ვი არე­ა­ლი, სა­დაც ქვე­წარ­მავ­ლე­ბი ბი­ნად­რო­ბენ ბუ­ნებ­რი­ვად. უნდა მო­ვუ­ა­როთ ჩვენს ეზოს და მო­ვახ­დი­ნოთ ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვა, რომ მღრნე­ლე­ბი არ მომ­რავ­ლდნენ, რა­საც მოყ­ვე­ბა შემ­დეგ ქვე­წარ­მა­ვა­ლიც. თუ წა­ვა­წყდე­ბით ქვე­წარ­მა­ვალს, მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნია, რომ მისი მი­მარ­თუ­ლე­ბით არ ვი­მოძ­რა­ოთ, გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯი უკან და გა­ვე­ცა­ლოთ. ნაკ­ბე­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გვხვდე­ბა ხელ­ზე, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ მათ და­ჭე­რას. არ ვე­ცა­დოთ მათ…

მეტი...

“ვმუშაობთ, რომ არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმიზირებული” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარია საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრაზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარება საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა და ყველაფერი გაკეთდება, რათა არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალური იყოს. „საქართველოში ფაქტობრივად, სრული „ლოკდაუნი“ არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მობილობა შევზღუდეთ, ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლა, გარდა საკომენდანტო საათისა საღამოს 21:00 საათიდან დილის 6-მდე, არ შეგვიზღუდავს. ამიტომ ჩვენ დღეს წინ მივდივართ და ამ ყველაფერს ვუყურებთ, რომ ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ჩვენთვის საქართველოში საარჩევნო წელია, სულ რამდენიმე თვეში იქნება…

მეტი...

ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა.  თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონამ, რომელიც სკოლაში დედასთან ერთად წიგნების ჩასაბარებლად იყო მისული, საავტომობილო გზაზე გადაირბინა, რა დროსაც მას „ჯიპის“ ტიპის ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

“დღევანდელი კრიზისი არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, სადაც პატარა საქართველოს შეუძლია, თავისი ფუნქცია შეასრულოს” – გიორგი გახარია

“დღევანდელი კრიზისი არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, სადაც პატარა საქართველოს შეუძლია, თავისი ფუნქცია შეასრულოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლოპოტას ტბაზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, არათუ პატარა საქართველო, დიდი, ძლიერი, სისტემური ქვეყნებიც ცალკე აღებული, ამ გლობალურ გამოწვევას ვერ გაუძლებენ, ვერ გაუმკლავდებიან და ვერ დაამარცხებენ. „მინდა, ეს ჩვენი შეხვედრა იყოს არაფორმალური, მეგობრული იდეების, აზრების გაცვლისთვის, ამიტომ შევარჩიეთ ეს ადგილი და წარმოიდგინოთ, რომ თქვენ ხართ, როგორც ტურისტები დღეს კახეთში. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. თუმცა, ყველას კარგად გვესმის, რომ გამოწვევა არის გლობალური, პანდემია არის გლობალური გამოწვევა. ის უკვე…

მეტი...

“მეორე ტალღას, რაც არ უნდა ძლიერი იყოს, უფრო მომზადებულები შევხვდებით” – ინფექციონისტრი

„აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა ერთი სიმპტომის გამოხატვის დროსაც დროულად მიმართონ დაწესებულებას. თუ ეს ასე ზედმიწევნით შესრულდება, ჩვენ ეპიდსიტუაციის კონტროლს შევძლებთ. უნდა დავუშვათ, რომ ინფექცია ისევ არსებობს და მასთან თანაცხოვრება ვისწავლოთ“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.  მისი თქმით, შემოდგომაზე მეორე ტალღა გვექნება და ამას თავიდან ვერ ავიცილებთ. „დაგროვილი გამოცდილებით, მეორე ტალღას ბევრად უფრო მზად შეხვდება როგორც საქართველო, ასევე მთელი მსოფლიო. შეიძლება მანამდე ეფექტური ანტივირუსული საშუალება შეიქმნას, რომელიც ვირუსის მკურნალობას გაგვიადვილებს და ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ მალე ვაქცინაც გვექნება. ასე, რომ მეორე ტალღა რაც არ უნდა ძლიერი იყოს მსოფლიო და საქართველოც, ბევრად უფრო მზად შეხვდება,…

მეტი...

“არჩევნების ვადის გადაწევა მხოლოდ იმ სიტუაციაში იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი განმარტავს, რომ არჩევნების ვადის გადაწევა მხოლოდ იმ სიტუაციაში შეიძლება, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი საპარლამენტო არჩევნების თარიღის შესაძლო შეცვლაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებებს გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, თუ სახელმწიფოში საგანგებო ვითარება შეიქმნება, ამას მხოლოდ „ქართული ოცნების“ პარტიული ხელმძღვანელობა კი არ დაადასტურებს, ეს იქნება საქვეყნოდ აღიარებული თემა, მათ შორის ოპონენტების მიერ. „უბრალოდ, ეს რეალობა, რასაც თვითონაც აღიარებენ, ცდილობენ, გამოიყენონ პოლიტიკური განცხადებებისთვის, თითქოს „ქართულ ოცნებას“ აწყობს არჩევნები დეკემბერში. საზოგადოება სასიკვდილო საფრთხის წინაშე არ უნდა დადგეს, ეს თავადაც კარგად იციან, არც მალავენ, ამას ამბობენ, მაგრამ ჟურნალისტების საყურადღებოდ…

მეტი...

აბასთუმანში ხანძარი ლიკვიდირებულია

აბასთუმანში, ობსერვატორიის მიმდებარედ, გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი. ადგილზე მონიტორინგის მიზნით რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფი 10 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. დაბა აბასთუმნის მიმდებარედ ბოლო დღეებში ტყის ხანძრის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დაბაში მუშაობას იწყებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სახანძრო ექსპერტები, ხანძრის ადგილის შესასწავლად და გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ექსპერტები არ გამორიცხავენ ცეცხლის ხელოვნურად გაჩენას, რადგან ბოლო სამ დღეში ორჯერ გაჩენილ ხანძარს წინა ღამით ძლიერი წვიმა უსწრებდა. აბასთუმანთან ხანძრის ახალი კერა 15 ივნისს დილის საათებში გაჩნდა. ადგილზე…

მეტი...

„კონგრესმენების ანგარიშთან დაკავშირებით სპეკულაციას წერტილი დაესვა“ – კახა კუჭავა

„კარგად გვახსოვს, კონგრესმენების ანგარიშის ერთი კონკრეტული ჩანაწერი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ცნობილი აჟიოტაჟი გამოიწვია. მთლიანად დოკუმენტი მოიცავდა  პათოსს, თუ რამდენად მყარი და სტრატეგიულია პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.  მისი თქმით, ის ერთი წინადადება აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო მთლიანი კონტექსტიდან.   „ჩვენ ვარაუდი გვქონდა, რომ ამას შეიძლება სხვა საფუძველი და სხვა გზები ჰქონოდა. დღეს მოვისმინეთ იმ 13 კონგრესმენიდან ერთ-ერთის განცხადება, რომ ის ჩართული იყო მხოლოდ დოკუმენტის მიღების  სტრატეგიულ ნაწილში და არ აქვს ინფორმაცია ამ ერთ კონკრეტულ წინადადებასთან დაკავშირებით. რაც ყველაზე მთავარია, მან კიდევ…

მეტი...

“სააკაშვილს ერთიანი სია თუ უნდა, თავის ბლოკსა და ალიანსში დაწეროს” – ეკა ბესელია

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არანაირი ერთიანი სია არ იქნება. ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელია ერთობის თაობაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „თუ სააკაშვილს უნდა, ერთიანი სია დაწეროს, თავის ბლოკსა და ალიანსში დაწეროს. ვინც ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მივიღოთ, ასეთ შესაძლებლობას გამოვრიცხავ. ეს ერთი-ერთზე ჰგავს მმართველი პარტიისა და სააკაშვილის სასურველ სიას, რომ ისევ ორი არჩევანი არსებობდეს. ერთობა გამარჯვების საუკეთესო ფორმულა ყოველთვის არ არის, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამართლებს და ამის მაგალითი იყო 8 მარტის შეთანხმება, მაგრამ საარჩევნო სია – ყველა ერთად, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას ნიშნავს, რადგან ადამიანებს…

მეტი...

“ხანდახან ლობისტური მუშაობა მნიშვნელოვნად წინ უსწრებს, აჭარბებს ან ეფარება რეალობას“ – გია ვოლსკი

„ლობისტების ინტენსიური, თანაც, საკმაოდ პროფესიონალური მუშაობა ხშირ შემთხვევაში ფარავს იმ რეალობას, რაც არსებობს, ამიტომ, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. კარგია, რომ კონგრესმენმა ეს განცხადება გააკეთა“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი კონგრესმენ დონ ბეიკონის განცხადებას. მისი თქმით, ამავდროულად ისიც საყურადღებოა, როგორ მოხვდა ის ერთი, კონტექსტიდან ამოღებული ფრაზა მოხსენებაში. „იმასაც უნდა დავუკვირდეთ, რა კვლევითი ჯგუფია ასეთი, რომელიც ასეთ პირობებში, როდესაც საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობა ასეთ სიმაღლეზეა, მით უმეტეს, ახლა სამხედრო სწავლებებზეა კიდევ ლაპარაკი, როგორ მოხდა ის ერთი სრულიად კონტექსტიდან ამოღებული ფრაზა ამ მოხსენებაში“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე…

მეტი...

ფიფა-ს ფინანსური კომპენსაციისთვის 441-მა ფეხბურთელმა მიმართა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაციას (FIFA) 441-მა ფეხბურთელმა კომპენსაციის მისაღებად მიმართა. ესენი ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ფინანსური ანაზღაურების მხრივ პრობლემები შეექმნათ ან მათი კლუბები გაკოტრდა და ვალების დაფარვას ვერ ახერხებენ, – იტყობინება ფიფა ტვიტერის საკუთარ გვერდზე. განმცხადებელთა 81 პროცენტი ევროპულ კლუბებს წარმოადგენენ.დახმარებაზე განცხადებების მიღება მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში კვლავ გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაციამ შექმნა ფონდი, რომელიც ფულადი სახსრებით იმ ფეხბურთელებს დაეხმარება, ვისი კლუბიც გაკოტრდა და მოთამაშეები უხელფასოდ დარჩნენ. საერთაშორისო ფონდი მუშაობას პირველი ივლისისდან დაიწყებს.

მეტი...

“გერმანია საქართველოსთან მიმოსვლის აღდგენის საკითხს პოზიტიურად უყურებს” – საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრ ჰაიკო მაასთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობები. „საუბრის დასაწყისში ჰაიკო მაასმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოში „კოვიდ-19“-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნა ქართული მხარის მიერ პროცესის ეფექტიანი მართვა. ასევე, ხაზი გაესვა სოლიდარობის მნიშვნელობას რეგიონში, როგორც პანდემიის შემდგომი პრევენციის, ისე უსაფრთხოების გარემოს შენარჩუნების თვალსაზრისით“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში. მათივე ცნობით, დავით ზალკალიანმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს იმ დახმარებისთვის, რომელიც მან გაუწია საქართველოს, როგორც უშუალოდ ვირუსის გავრცელების…

მეტი...

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ოთხი ადამიანი

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ოთხი ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „სიენენი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 186 461 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 8 791 ადამიანი.

მეტი...

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები ოქტომბერში ჩატარდეს” – სოფიო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ პარლამენტის არჩევნების თარიღის გადაწევა „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის. ჟურნალისტებთან საუბარში სოფო კილაძე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, პანდემიის დროს ხელისუფლებამ იმდენად კარგად იმუშავა, „ქართული ოცნების“ მიმართ საზოგადოების ნდობა იმდენად გაიზარდა, რომ ხელისუფლებას არსებული გუნდიდათა და რეიტინგით არჩევნების ჩატარება არ ეშინია. „თეორიული შანსიც კი არ არის იმის, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედიოდეს არჩევნების თარიღის გადაწევა, რაზეც ოპონენტები აპელირებენ. ჩვენი მიზანია, არჩევნები ოქტომბერში ჩატარდეს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები ოქტომბერში ჩატარდეს“, – განაცხადა კილაძემ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა,…

მეტი...

16 კომპანია 160 ათასი ლარით დაჯარიმდა

16-მა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, 10 სრულად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. შესაბამისად, თითოეული მათგანის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით და ჯამში, საჯარიმო სანქციებმა შეადგინა 160 ათასი ლარი, – ამის შესახებ შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ მთავრობის ბრიფინგზე განაცხადა. „მუხედავად რეკომენდაციებისა, თოთოეულმა თქვენგანმა სოციალურ ქსელის მეშვეობით ნახა ის ვიდეო და ფოტო კადრები, რომელიც ამა თუ იმ მეწარმე სუბიექტთან კვების ობიექტებზე ფიქსირდებოდა. ეს ის სტანდარტებისა და იმ თამაშის წესების დარღვევა, რომელიც ერთობლივად შევიმუშავეთ. პარასკევს და შაბათს განხორციელდა ინსპექტირებები ასეთი ტიპის ობიექტებზე. ჯამში განხორციელდა 26 კომპანიის შემოწმება, 16-მა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები,…

მეტი...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში განიხილა, რომელიც სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ წარადგინა. „ჩემთვის დიდი პატივია, პარლამენტის წინაშე, სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის ანგარიშის წარმოდგენა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. გასულ წელს, სამსახურს ორ მნიშვნელოვან ფუნქციასთან – პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგთან ერთად დაეკისრა, ასევე, საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელება, რამაც ჩვენი როლი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში კიდევ უფრო გაზარდა. ჩვენ ვიმუშავეთ, მართლაც, 24 საათიან რეჟიმში იმისათვის, რომ 2019 წლის პირველ ნოემბერს აგვემოქმედებინა ამ სამსახურის საგამოძიებო მიმართულება და პარალელურად,…

მეტი...

“დოკუმენტის ეს ნაწილი მე არ დამიწერია, ტექსტის შედგენაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს” – კონგრესმენი ბეიკონი ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერზე

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა კომენტარი გააკეთა დოკუმენტზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირეებად არიან მოხსენიებულნი. გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში კონგრესმენმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის ეს ნაწილი მას არ დაუწერია და საამისოდ ტექნიკური ექსპერტები აიყვანეს. ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შედგა დოკუმენტი, დონ ბეიკონმა უპასუხა: „მე ამ დოკუმენტის ეს ნაწილი არ დამიწერია. ჩვენ ტექნიკური ექსპერტები ავიყვანეთ, რომლებიც დაგვეხმარნენ დოკუმენტის შედგენაში. მე ამ დოკუმენტის სტრატეგიული ნაწილით ვიყავი დაკავებული. ჩვენ საქართველოსთან ახლო ურთიერთობები გვსურს. საქართველო ჩვენი მეგობარია. ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია. იგივე შემიძლია უკრაინაზე ვთქვა.

მეტი...

“სამედიცინო პერსონალის ინფიცირება საქართველოს ნოუჰაუ არ არის” – ამირან გამყრელიძე

ეს საქართველოს ნოუჰაუ არ არის, სამედიცინო პერსონალი ყველგან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „მთელ მსოფლიოში სამედიცინო პერსონალის საშუალო დაზიანების მაჩვენებელი მერყეობს 10-დან 20 პროცენტამდე, ზოგან მეტიც იყო. ჩვენთან დღეს დაახლოებით 13-14 პროცენტის ფარგლებში მერყეობს სამედიცინო პერსონალის დაზიანება. მხედველობაში მაქვს ექიმები, ექთნები და უმცროსი სამედიცინო პერსონალის დაზიანების მაჩვენებელი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

პოლიციამ სამეგრელოში გამოძალვისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ა.გ., „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით, სენაკში დააკავეს. როგორც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდის, თემური გვასალიას დახმარებით, მოქალაქეს ვაჟიშვილის გატაცების, ასევე, მისი და მისივე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 60 000 აშშ დოლარს სძალავდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ა.გ., „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის…

მეტი...