„ჩვენ მივიღებთ 2 000-მდე სტუმარს ღია სივრცეში“ – მცხეთის საუკუნოვანი „სალობიე“ ხვალ იხსნება (ვიდეო)

პანდემიის გადავლის შემდეგ, ხვალიდან, კაფე-ბარები, რესტორნები და ყველა ხმაურიანი და ხალხმრავალი დასასვენებელი სივრცე იხსნება. მათ შორის, ისტორიული და საუკუნოვანი მცხეთის სალობიე, რომელიც არსებობის 53 წლის მანძილზე, პირველად სწორედ პანდემიის გამო დაიხურა. როგორია სამზადისი მცხეთის სალობიეში, „მედიაცენტრმა მთავარმა“ გადაავლო თვალი. 2 თვეზე მეტი პერიოდით დახურული ყველასთვის საყვარელი ობიექტი სტუმრებს ისევ ძველებური ფასებით უმასპინძლებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციამ შეძლო თანამშრომლები შეენარჩუნებინა. როგორც მცხეთის სალობიეს ხელმძღვანელმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ტერიტორია სტუმრებს გამწვანებულ და კომფორტულ ღია სივრცეში უმასპინძლებს და მათ 2 000-მდე სტუმრის მიღება შეუძლიათ. სიახლეა ისიც, რომ სწორედ ხვალ გაიხსნება ახალი თონე. “სალობიე”…

მეტი...

“მომესმა, რომ მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა, ეს არის დანაშაული” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვისკენ. ამის საჭიროება ამირან გამყრელიძემ პირბადის არასწორად გამოყენების შესახებ ცნობების გავრცელების გამო დაინახა. „რაღაც მომესმა და არ მგონია, რომ ზოგიერთ სამარშრუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო. პირდაპირ გეტყვით, ეს არის დანაშაული და ის უნდა აღიკვეთოს შესაბამისი ორგანოების მიერ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, პირბადე იმიტომ არის ერთჯერადი ხმარების ატრიბუტი, რომ ის ერთჯერადად, ერთმა ადამიანმა უნდა მოიხმაროს. „პირდაპირ გეტყვით, ეს არის დანაშაული და ის უნდა აღიკვეთოს შესაბამისი ორგანოების მიერ. ზოგადად, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა კორონავირუსთან…

მეტი...

“გვჯერა, რომ პანდემიასთან ბრძოლის შემდეგ, სულ უფრო მეტი ქვეყანა შემოუერთდება ჩვენს უსაფრთხო დერეფანს” – ნათია თურნავა

„ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დრო ტურისტულ ინდუსტრიაზე ადაპტირებისთვის, რადგან ჩვენს ისტორიულ ტრადიციებთან ეს საქმიანობა ძალიან ახლოსაა და ვამბობთ ხოლმე – „სტუმარი ღვთისაა.“ ამ პროცესმა დააგროვა ღირებული გამოცდილება და ეს არის ქართული სასტუმრო სექტორის მოქნილობის მაგალითი, მოერგოს ახალ ნორმებს. სწორედ ამიტომ, ვაცხადებთ, რომ საქართველო შესაძლოა ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, რადგან საუბარია პროტოკოლების დაცვაზე“,- ამის შესახებ ნათია თურნავამ „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამოცემამ საქართველოს ვრცელი სტატია მიუძღვნა სათაურით „შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება,“ სადაც სტატიის ავტორი საქართველოს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ტურიზმისთვის უსაფრთხო ქვეყნად ასახელებს. როგორც ნათია თურნავა…

მეტი...

“თუ გვინდა სულის გადარჩენა, ჩვენ უნდა ვიღვაწოთ ღმერთის შემეცნებისთვის” – მეუფე შიო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს განცხადებით, დღეს ეკლესია პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამებს მოიხსენიებს, ასევე მოციქულთა სწორებს – მირიან მეფესა და დედოფალ ნანას. მეუფე შიომ სამების ქადაგებისას პირველი მსოფლიო კრების შესახებ ისაუბრა, ასევე საუკუნო ცხოვრებასა და ღმერთის შემეცნებაზე გაამახვილა ყურადღება. „ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების ხსენება და ასევე მოციქულთა სწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლის ნანას ხსენება. შეგვეწიოს მათი მადლი. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს დალოცვას და შეგვეწიოს მისი ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს. პირველი მსოფლიო კრება შედგა ნიკეაში 325 წელს არიოზის წვალების საწინააღმდეგოდ. არიოზი ძალიან სახიფათო…

მეტი...

“საქართველოში თამბაქოს მოხმარებით 11 400 ადამიანი იღუპება, საიდანაც 300 ბავშვია” – ლელა სტურუა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას განცხადებით, მსოფლიოში ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებით რვა მილიონი ადამიანი იღუპება. როგორც ლელა სტურუამ განაცხადა, საქართველოში თამბაქოს მოხმარებით დაღუპულთა რიცხვი 11 ათასს აჭარბებს. „წელს, კოვიდის პერიოდში ძალიან ბევრმა სხვადასხვა ინდუსტრიამ შეცვალა თავისი მოქმედება და ბიზნესი. მაგალითად, ღვინისა და ალკოჰოლის მწარმოებელმა კომპანიებმა დაიწყეს სადეზინფექციო ხსნარების წარმოება. ტექსტილზე და მსუბუქ მრეწველობაზე მომუშავეებმა დაიწყეს ნიღბების წარმოება. თამბაქოს ინდუსტრიამ არაფერი შეცვალა და კიდევ უფრო გააძლიერა თავისი მარკეტინგული, ლობისტური მოქმედებები. გვესმის, რომ ბევრი ქვეყანა, მით უმეტეს დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყანა, იძულებულია, გარკვეული შენაწირები მიიღოს თამბაქოს ინდუსტრიიდან, მაგრამ ეს უკან არ უნდა წევდეს იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში თამბაქოს მოხმარებით იღუპება რვა მილიონი…

მეტი...

“მოსაზრება, რომ ნიკოტინს აქვს დამცველობითი უნარი კოვიდის საწინააღმდეგოდ, არის მითი” – ამირან გამყრელიძე

“თამბაქო პირიქით, ამძიმებს კოვიდ ინფექციას, მწეველი ადამიანები უფრო მოწყვლადი ხდებიან, უფრო ადვილად უვითარდებათ სხვადასხვა გართულებები, მათ შორის სამწუხაროდ ფატალური გამოსავლით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძემ თამბაქოს მოხმარების გავლენებზე „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე, ფეისბუქლაივისას ისაუბრა. „რაც შეეხება თამბაქოს და კოვიდს. ორივე აზიანებს სასუნთქ სისტემას და სასუნთქი სისტემების გავრცელებას უწყობს ხელს. ერთის მხრივ, თამბაქოს ერთ-ერთი მოდების წერტილი არის, ისეთი დაავადება, როგორიცაა ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, რომელსაც დაახლოებით ყოველწლიურად ორიდან სამ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე მიაქვს და სწორედ გულსისხლძარღვთა სხვა დაავადებების, თამბაქოსა და კოვიდის შეუღლება, უკვე მრავალი კვლევით დადგინდა. არის კოვიდის მეტად უფრო…

მეტი...

„როცა ვამბობდი, რომ ვირუსი არ დამთავრებულა, ქილიკობდნენ და აი შედეგიც“ – პაატა იმნაძე

პაატა იმნაძის ინფორმაციით, ვირუსი არსად წასულა და და ეს ყველამ უნდა გაიაზროს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, კვლევები გრძელდება და შემთხვევების რაოდენობაც მოიმატებს, თუმცა, ვითარება კონტროლირებადია. „ბოლნისის მუნიციპალიტეტში ორივე სოფელი ჩაკეტილია და სიტუაცია სრულად კონტროლდება. შესაბამისად, არ დგას იმისი საჭიროება, რომ ბოლნისი ჩაიკეტოს და მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს, თუმცა, მოსახლეობა უნდა გაფრთხილდეს. რეგულაციების მოხსნა არ  ნიშნავს, რომ ვირუსი გაქრა, ვირუსი ჩვენთან ერთად ცხოვრობს და ის არსად წასულა. რაც შეეხება ე.წ. საბურთალოს კლასტერს, ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და მიმდინარეობს მუშაობა. საგანგაშო არაფერია. როცა ვამბობდი, რომ…

მეტი...

18 ბოლნისიდან, 4 – კარანტინიდან,  4 თბილისიდან – „კორონავირუსის“ 26 ახალი შემთხვევა

„შემოგვემატა 26 ახალი შემთხვევა.  აქედან 18 არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანი, 4 – საკარანტინე სივრციდან, ხოლო 4 – ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან“ – ეს განცხადება მედიასთან ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.    ინფექციონისტის ინფორმაციით, კვლევა არ დასრულებულა და ყველა იმ ადამიანის შესწავლა მიმდინარეობს, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა. „სოფელ მუშევანში კვლევა მუდმივად წარმოებს. კვლევის დროს დადასტურებული შემთხვევის დროს პაციენტების იზოლაცია და სტაციონარში მოთავსება ხდება, მაგრამ მათი კონტაქტების კვლევა გრძელდება. კონტაქტების კვლევისთვის საკმარისი არ არის ერთჯერადად მიღებული უარყოფითი პასუხი. აუცილებელია, ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას, მეთოთხმეტე დღისთვის, კვლავ დაიტესტონ ისინი და ასეთი პაციენტები შემოგვემატნენ,…

მეტი...

ბოლნისში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეს „კოვიდ-19“-ის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 17 მუშევანიდანა, ხოლო ერთი შემთხვევა სამედიცინო პერსონალს უკავშირდება. მუშევანში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. სულ სოფელში 574 საკვლევი მასალა იყო აღებული. საერთო ჯამში, ბოლო ორ დღეში 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მუშევანი და გეტა კვლავ ჩაკეტილია.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. ამ დროისთვის, საქართველოში  კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 605-ს შეადგენს. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3031 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262.

მეტი...

“ვიმედოვნებთ, დახმარების საჭიროება არ დადგება, თუმცა მზად უნდა ვიყოთ, რომ სომხეთი და საქართველო დავეხმაროთ ერთმანეთს” – ფაშინიანი

“ვიმედოვნებთ, დახმარების საჭიროება არ დადგება, თუმცა მზად უნდა ვიყოთ, რომ სომხეთი და საქართველო დავეხმაროთ ერთმანეთს”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიალმა ადგილობრივი მედიის მიერ დასმული  შეკითხვის პასუხად განაცხადა, დასაშვებად მიიჩნევს, თუ არა სომხეთის მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებისთვის საქართველოს მიმართოს. „ვიმედოვნებთ, რომ ამის საჭიროება არ დადგება. რადგან ჩვენ ყველაფრის ისე გაკეთებას შევძლებთ, რომ რეანიმაციული განყოფილებების აუცილებლობა არ იყოს. ამრიგად, შევძლებთ, გავაკეთოთ ისე, რომ დახმარება არ გახდეს საჭირო. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ორმხრივად მზად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით სომხეთი და საქართველო, დავეხმაროთ ერთმანეთს“, – განაცხადა ფაშინიანმა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელს საქართველოში წითელას ვირუსის გავრცელების…

მეტი...

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა ექვს მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა ექვს მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს. განახლებული მონაცემებით, ინფიცირებულთაგან 2.5 მილიონზე მეტმა ვირუსი უკვე დაძლია, 367 356-ის შემთხვევაში კი, შედეგი ლეტალური აღმოჩნდა. ვითარება კვლავინდებურად ყველაზე მძიმეა აშშ-ში, სადაც კორონავირუსს უკვე 103 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებული კი 1.7 მილიონზე მეტია. 465 ათასზე მეტი ინფიცირებულითა და ვირუსის შედეგად 27 ათასზე მეტი გარდაცვლილით მსოფლიოში მეორე ადგილზეა ბრაზილია. მესამე ადგილზეა რუსეთი, სადაც კორონავირუსის 396 ათასზე მეტი შემთხვევა და ვირუსით გარდაცვალების 4 555 ფაქტია დაფიქსირებული

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში ექვსი წლის ბავშვი გადმოიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში ექვსი წლის ბავშვი გადმოიყვანეს. მას ზურგსა და კიდურების უკანა მხარეს ძლიერი დამწვრობა აქვს მიღებული. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მცირეწლოვანმა დამწვრობა მდუღარე წყლით მიიღო. მისივე ინფორმაციით, ბავშვს უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

მეტი...

რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს კორონავირუსზე 116 ტესტი ჩატარდა და ყველას პასუხი უარყოფითია. მათ შორის იყო რუხის საავადმყოფოს ორი პაციენტის საკვლევი მასალა, რომლებიც კლინიკაში კოვიდინფექციის სამკურნალოდ არიან მოთავსებული. ორივე მათგანის მეორე შუალედური პასუხი კორონავირუსზე ისევ უარყოფითია და ხვალ ორივე დატოვეს საავადმყოფოს. ე რთი პაციენტი თეთრიწყაროს კლასტერს განეკუთვნება, მეორეს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

მეტი...

პარლამენტში პოლიტიკური დებატებისას გამომსვლელთათვის დროის განაწილების წესი შესაძლოა, შეიცვალოს

პარლამენტის პოლიტიკურ დებატებში, მათ შორის, ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში გასამართ დებატებში, შესაძლოა, გამომსვლელთათვის დროის განაწილების წესი შეიცვალოს. ცვლილებების მიხედვით, ფრაქციებს მიეცემათ იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც იქნება შესაბამის ფრაქციაში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 10 და არაუმეტეს 75 წუთისა. ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ უფრაქციო (დამოუკიდებელ) პარლამენტის წევრებს სამ-სამი წუთი მიეცემათ. პროექტში აღნიშნულია, რომ ფრაქციაზე გამოსაყოფი დრო იდენტური პრინციპით გადანაწილდება პლენარულ სხდომაზე (პირველი და მეორე მოსმენით) კანონპროექტის განხილვის პროცედურაზეც. რეგლამენტში მომზადებული ცვლილებები ინიცირებისთვის პირველ ივნისის ბიუროს სხდომას წარედგინება.

მეტი...

“ასე ხელაღებით კონდიცირების აკრძალვა არ შეიძლება, ამის აუცილებლობა არ არის” – ინფექციონისტი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დახურულ სივრცეში კონდიციონერების აკრძალვის მომხრე არ არის, რადგან მიიჩნევს, რომ სიცხეში პირბადეების მოხმარება კიდევ უფრო რთული იქნება. „ასე ხელაღებით კონდიცირების აკრძალვა არ შეიძლება, ამან შესაძლოა, პირბადეების მოხმარება გააუარესოს, რადგან სიცხეში პირბადის გაკეთება კიდევ უფრო რთულდება, ხშირად სველდება პირბადე და ხშირად უნდა გამოიცვალონ, ამიტომ, რთულად წარმოსადგენია, რომ პირბადეები ადამიანებმა ნორმალურად გამოიყენონ. ამასთან, შეიძლება ორგანიზმი გადახურდეს, რაც სერიოზული სტრესია ორგანიზმისთვის და ეს ჯანმრთელობისთვის საზიანოა – ორგანიზმს ინფექციებისადმი დაცვა შეიძლება, გაუუარესოს“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა. მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები არ ავრცელებენ ასეთ კატეგორიულ რეკომენდაციას, რომ კონდიცირება უნდა აიკრძალოს შენობებში. „აშშ-ში,…

მეტი...

“ნუ ნერვიულობს ოპოზიცია, ჩვენ ყველა დანაპირებს ვასრულებთ” – ნათია თურნავა

“ნუ ნერვიულობს ოპოზიცია, ჩვენ ყველა დანაპირებს ვასრულებთ, წყალტუბოს აღორძინება დაიწყება გეგმაზომიერად, ისე, როგორც ითქვა”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, პანდემიამ ბევრი პროცესი შეანელა, თუმცა საბოლოოდ წყალტუბოს პროექტს ეს არ დაეტყობა. „კორონავირუსმა, რა თქმა უნდა, შეანელა ბევრი პროცესი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში, არანაირად არ დაეტყობა წყალტუბოს პროექტს და ამის დასტურია თუნდაც აბასთუმნის პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუ“ ფონდის ქველმოქმედების საფუძველზე, კერძო ბიზნესის ჩართულობით ხორციელდება. ნახეთ, როგორ ხორციელდება ეს აბასთუმანში. ასეთივე აღმავლობა ძალიან სწრაფად დაიწყება წყალტუბოში. ზოგიერთი ოპოზიციონერი, რომლებსაც ახლა, ამ კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ გაახსენდათ თურმე, რა ხდება წყალტუბოში,…

მეტი...

სოფელ ჩორჩანასთან ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს

“სოფელ ჩორჩანასთან ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს, პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს. „ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას 2019 წლიდან აწარმოებენ. ტყის მასივში აღმართულია უკანონო ინსტალაციები და გარკვეულ მონაკვეთებზე გაკეთებულია უკანონო მონიშვნები. სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია წარმოადგენს ჟენევის დისკუსიებისა და ოკუპაციასთან დაკავშირებული სხვა ფორმატების მთავარ განსახილველ საკითხს. პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით. ამავდროულად, პროცესში აქტიურად არიან ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის…

მეტი...

“ავტობუსებში პატიოსნად იცავენ წესებს, თუმცა მიკროავტობუსებში არა, გასაფრთხილებელია ეს ხალხი” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის დაკვირვებით, ავტობუსებში პატიოსნად იცავდნენ წესებს, თუმცა მიკროავტობუსებში არა. ამირან გამყრელიძის თქმით, ეს ადამიანები გასაფრთხილებელი არიან. ​„გაიხსნა და ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი. ანუ გაიზარდა სერიოზულად მობილობა. გუშინ მე ვაკვირდებოდი, ქალაქში როცა გადავადგილდებოდი, რამდენად იცავდნენ წესებს და გამიხარდა, ბევრ ავტობუსში რომ ვუყურებდი, თუმცა არა მიკროავტობუსებში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი. ავტობუსებში პატიოსნად იცავდნენ წესებს. დღეს, ვიდრე სამსახურში მომიწევდა მოსვლა, დილით მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანის მიღების, რიგში დგომის და დამცავი საშუალებებით აღჭურვილობის ატრიბუტები. თქვენი საშუალებით, მივმართავ საქართველოს…

მეტი...

მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შემუშავდა „ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი“. სამინისტროს ცნობით, სპორტულმა ფედერაციებმა და ორგანიზაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ შემუშავებული რეკომედაციების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დეზინფექციის, სავალდებულო კარანტინის, ჰიგიენური ნორმების დაცვას და სხვა. შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გამონაკლისები სპორტის სახეობების სპეციფიკის გათვალისწინებით დაიშვება, რომელიც უკავშირდება კონტაქტური და არაკონტაქტური წვრთნის/ვარჯიშის ფორმას. სპორტის კონტაქტური სახეობების შემთხვევაში სპორტსმენებისთვის განისაზღვრა…

მეტი...

“საქართველოში „პლაქვენილით“ ნამკურნალებ არც ერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა” – ამირან გამყრელიძე

“საქართველოში „პლაქვენილით“ ნამკურნალებ არც ერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.  გამყრელიძემ საზოგადოებას შეახსენა, რომ არც ერთ წამალს არ აქვს პირდაპირ კორონავირუსულ ინფექციაზე პირდაპირი ზემოქმედების უნარი და სიმპტომების მიხედვით ხდება მკურნალობის დანიშვნა. ​„პლაქვენილის“ შეჩერება მოხდა გაიდლაინებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე, რადგან დაიდო რამდენიმე კვლევა, მათ შორის ერთ-ერთი, ბოლო რომელიც გამოქვეყნდა „ლანცეტში“. მაგრამ, ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოში „პლაქვენილით“ ნამკურნალებ არც ერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა და „პლაქვენილი“ დღესაც კიდევ გამოიყენება მრავალი ქვეყნის სხვადასხვა გაიდლაინებში. გარდა ამისა, ხაზს ვუსვამ, „პლაქვენილი“ არის კარგად შესწავლილი…

მეტი...

„საბურთალოს ახალი კლასტერი“ ნუცუბიძეზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაა

ნუცუბიძის მეორე პლატოზე მდებარე დევნილთა ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი სწორედ ის შენობაა, სადაც ე.წ. საბურთალოს ახალი კლასტერი გაჩნდა. ინფიცირების წყარო ერთ-ერთი ოჯახის წევრია, რომელიც ექთნად მუშაობს. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, რომ პანიკაში ნუ ჩავარდებიან. „ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც, რომ შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ. არ ვიყოთ ძალიან ახლოს,…

მეტი...

„საბურთალოს კლასტერის“ ინფიცირების წყარო ექიმია, 50-მდე კონტაქტი უკვე გამოიკვლიეს

„ეს გახლავთ „საბურთალოს კლასტერი“ და მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებული ყველა კონტაქტის კვლევა,“ – ეს განცხადება დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ინფიცირების წყარო მისი კოლეგაა.   „უკვე გამოკვლეულია 50-მდე კონტაქტი. ამ კონტაქტებიდან, გარდა გუშინწინ დადგენილი ორისა, ანუ პირველწყაროსი,  მათ კონტაქტებს დაუდგინდა „კოვიდინფექცია“ და კონტაქტების კვლევა ამ წუთშიც გრძელდება. ეს ახალჩამოყალიბებული კლასტერი, ესენი არიან ერთი ოჯახი და ოჯახის ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა და შემდგომ იქიდან გავრცელებული ოჯახში და ოჯახის ახლო კონტაქტებში ინფექცია“ – განაცხადა…

მეტი...

თვითდასაქმებული და შემოსავლის გარეშე დარჩენილი დასაქმებულები კომპენსაციებს ეტაპობრივად მიიღებენ

თვითდასაქმებული და შემოსავლის გარეშე დარჩენილ დასაქმებულების კომპენსაციები ეტაპობრივად გაიცემა. ამის შესახებ სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ველთაურმა განაცხადა. „29 მაისის მდგომარეობით, სისტემაში ჯამში დარეგისტრირებულია 92 ათასზე მეტი თვითდასაქმებული, აქედან 51 100 ადამიანს უკვე გადაერიცხა კომპენსაცია, ჯამში 15 375 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება შემოსავლის გარეშე დარჩენილ დასაქმებულებს, მათი რიცხვი ამ მომენტისთვის შეადგენს 72 100 ადამიანს, მათზეც მოხდა კიმპენსაციების ჩარიცხვა, 14 435 000 ლარის ოდენობით. მაისში მათ აპრილის კომპენსაცია ჩაერიცხათ“, – აცხადებს ველთაური. მისი თქმით, გადარიცხვები ერთბაშად ვერ მოხდება. „გადარიცხვები მიმდინარეობს ეტაპობრივად, ერთბაშად ვერ მოხდება გადარიცხვა. 28-29…

მეტი...

“თვითშეზღუდვები დავიწესოთ და ცხოვრების წესი მაინცდამაინც არ გავიხალისოთ” – მარინა ეზუგბაია

“თვითშეზღუდვები დავიწესოთ და ცხოვრების წესი მაინცდამაინც არ გავიხალისოთ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.​ ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში არის კორონავირუსის ზომიერი კონტროლირებადი მატება, მაგრამ ეს უნდა შენარჩუნდეს და არ მოხდეს უმართავი სიტუაცია. ​„მოსახლეობამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს. არ მინდა, რომ მათ ყოველთვის შევახსენო და არასასიამოვნო იყოს, მაგრამ, როგორც მოქალაქისა და ინფექციონისტის თხოვნა იქნება, რომ მეტ-ნაკლებად თავი შევიკავოთ ზედმეტი გასვლებისგან. გვაქვს ზომიერი კონტროლირებადი მატება, მაგრამ ეს რომ შევინარჩუნოთ და ჩვენთან არ მოხდეს უმართავი სიტუაცია. ალბათ, არ მოხდება, რადგან თავი აქამდე ასე მოვიტანეთ. მოქალაქეები დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ ამ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 24 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 757 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 600 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 2 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 250.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 757 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 600 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 2 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 250.

მეტი...

“ბოლნისში ყველაზე მეტად კოვიდინფექციის შედეგად სოფელი მუშევანი დაზიანდა” – ამირან გამყრელიძე

“ქვემო ქართლის სამი მუნიციპალიტეტი – ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო საქართველოში ყველაზე მეტად დაზიანდა. ამ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს 260-მდე კოვიდდადებითი შემთხვევა”, – ამის შესახებ, დღეს სოფელ მუშევანში ვიზიტისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, აქედან ყველაზე დაზიანებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტი. „თვითონ ბოლნისში კი განსაკუთრებით, სოფელი მუშევანი. რადგან ასეთი დაზიანებულია, გვინდოდა მთელი სოფლის გამოკვლევა მასობრივად, მაგრამ დამყოლობა იყო ცოტა რთული. ბევრი ვიმუშავეთ და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

“განათლების სამინისტროს დაევალა, რომ სექტემბრისთვის ყველა სკოლაში ნორმალური სველი წერტილი იყოს” – გიორგი გახარია

“სველი წერტილები სკოლებში სერიოზული პრობლემაა და მაშინ, როდესაც სკოლაში სწავლა შეწყდა, 4 მარტიდან, განათლების სამინისტროს დაევალა და ისინი მიყვებიან, რომ სექტემბრისთვის ყველა სკოლაში ნორმალური სველი წერტილი იყოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ “პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. პრემიერი ოპოზიციას მშენებარე და კაპიტალურად გარემონტებული სკოლების სტატისტიკის მიწოდებას დაპირდა. „აქვე მინდა, გაგახსენოთ, რომ სველი წერტილები ჩვენ აშენებული არ დაგვხვედრია და არ დაგვინგრევია. რაც შეეხება სკოლების რემონტს, წერილობით სტატისტიკასაც მოგაწვდით, უბრალოდ, არ მინდა, ახლა აქ დრო დავხარჯო, რამდენი ახალი სკოლა შენდება და რამდენს უტარდება კაპიტალური რემონტი“, – განაცხადა გიორგი…

მეტი...

“სომხეთმა ერთ მილიონ მოსახლეზე “კოვიდ-19″-ის შემთხვევების რაოდენობით საფრანგეთსა და ირანს გადაუსწრო” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით ქვეყანამ ერთ მილიონ მოსახლეზე, საფრანგეთსა და ირანს გაუსწრო. ნიკო ფაშინიანის თქმით, ასეთი ტემპებით სომხეთმა, შესაძლოა, იტალიასაც გადაუსწროს.  „კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების მაჩვენებლით 1 მილიონ მოსახლეზე ჩვენ გადავუსწარით საფრანგეთსა და ირანს და არსებითად, გავუთანაბრდით რუსეთს“ – განაცხადა ფაშინიანმა ბრიფინგზე. პრემიერის თქმით, ასეთი ვითარება გამოიწვია ეპიდემიის საწინააღმდეგო წესების დაუცველობამ და ამ წესებისადმი მოსახლეობის არასერიოზულმა დამოკიდებულებამ.

მეტი...

“ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესანიშნავი, იდეალური, საუკეთესო არჩევნები ამ ქვეყანაში” – გიორგი გახარია

“ყველა სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, არის გადადგმული ნაბიჯი, რათა ჩვენს ეკონომიკას, თითოეულ მოქალაქეს, ოჯახს ჰქონდეს შესაძლებლობა, რაც შეიძლება სწრაფად და მინიმალური დანაკლისებით გამოვიდეს კრიზისიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა. მისივე თქმით, კრიზისი არის ერთმნიშვნელოვნად შესაძლებლობა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს და კეთდება იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ქვეყანა გაუმკლავდეს გამოწვევებს, ხოლო მეორე მხრივ, ჩატარდეს შესანიშნავი, იდეალური, საუკეთესო არჩევნები. „კრიზისი არის ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად შესაძლებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ კრიზისის შემდეგ ქვეყანაში არ დარჩეს დაუსრულებელი მშენებლობები, გავაკეთებთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ კრიზისის…

მეტი...

„თქვენ ბევრ სხვას გაუმწარეთ ახალგაზრდობა და არა მარტო ახალგაზრდობა” – კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“  

„რა თქმა უნდა, თქვენ ბევრ სხვას გაუმწარეთ ახალგაზრდობა და არა მარტო ახალგაზრდობა, 3%-იანი „ევრო-ნაცები“ – ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“. კობახიძის თქმით, სწორედ ამ ფრთის „დამსახურებაა“, რომ ვეყნის ტერიტორიების 20% მტერს ჩააბარეს.   „თქვენც არანაკლები სიმწარე მიიღეთ, რადგანაც, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ამთავრებ 30 პროცენტიანი სიღარიბით, მლნ 150 ათასი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს, როდესაც ამთავრებ იმ სახელით, რომ აწამებდი პატიმრებს ციხეებში და ეს იყო თქვენი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება, როდესაც თავი გამოიჩინეთ მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ბიზნესის რეკეტით იყავით ცხრა წლის განმავლობაში დაკავებული და როდესაც თავი გამოიჩინეთ იმით, რომ…

მეტი...

300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

სახელმწიფომ ტექნიკის შეძენაში ფერმერების დასახმარებლად 6 მილიონი ლარი გამოყო.  პროგრამის მიმართ უპრეცენდენტოდ მაღალი ინტერესი  დაფიქსირდა. რეგისტრაციის  გამოცხადებიდან  2 საათში   339 განაცხადი დარეგისტრირდა, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა,  300-ზე მეტი, სასოფლო-სამეურნეო   ტექნიკის თანადაფინანსებით შეძენას ეხება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფერმერები პროექტში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განაცხადს ელექტრონულად ახდენენ. სპეციალური პროგრამა ავტომატურად ითიშება, როგორც კი პროგრამისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი ამოწურულია. ამავე პროგრამით გათვალისწინებული სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის  საჭირო შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების თანადაფინანსებას, ასევე  ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟის თანადაფინანსებსების მოთხოვნით განაცხადების მიღება გრძელდება ბიუჯეტის (4 მლნ ლარი) ამოწურვამდე. ინფორმაციას გარემოს…

მეტი...

“თქვენ ნამდვილად გაიმწარეთ ახალგაზრდობა, შეიტანეთ შენატანი საპენსიო ფონდში, იქნება სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი” – კობახიძე ოპოზიციას

“საპენსიო ფონდი არის არა ჩვენს მიერ მოგონილი, არამედ ეს არის ის, რაც მოქმედებს ყველა ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყანაში. ეს არის მოდელი, რომელიც ემსახურება საქართველოში საპენსიო სისტემის ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებას”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წარდგა. “დღეს რაც გვაქვს, ეს არ არის პენსია კლასიკური გაგებით, ეს არის ერთგვარი ასაკობრივი საარსებო შემწეობა და ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ერთხელ და სამუდამოდ პრინციპული გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დაგეგმოს ნამდვილი საპენსიო სისტემა და ჩაანაცვლოს არსებული არასწორი ასაკობრივი საარსებო შემწეობა. რატომ არის ეს რეფორმა სამიზნე, გასაგებია, რადგან ეს არის…

მეტი...

„იმედი მაქვს, შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და კომპეტენტური“ – გიორგი გახარიას დასკვნითი სიტყვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა. „დღეს ადამიანები გვთავაზობენ გრძელვადიანი ინსტრუმენტების და სახელმწიფო რესურსების ამოღებასა და დახარჯვას. აღარ მინდა ამ საპენსიო ფონდზე და რეფორმაზე საუბარი, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საპენსიო ფონდი არის მოხუცებულობაში ჩვენი მოქალაქეების სოციალური გარანტია, რომელიც თურმე დღეს უნდა დავხარჯოთ. გარდა ამისა, ადამიანები, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა იძლევა დაპირებებს, რომლის ფასიც არის 16 მილიარდიან ბიუჯეტში 6.2 მილიარდი ლარი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს აყენებს ფაქტის წინაშე 14 პროცენტიანი დეფიციტის, რაც ნიშნავს იმას, რომ არც ერთი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია არანაირ საფინანსო მხარდაჭერას არ გაუწევს და…

მეტი...

“პრემიერ-მინისტრმა დღეს, ოპოზიციას საყმაწვილო შამათი ჩაუსვა” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაური პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით იმყოფება. „განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო დღეს კიდევ ერთხელ პრემიერ-მინისტრს. ჩვენ გუშინწინ ვთქვით, რომ ეს იყო მასტერკლასი. დღეს იყო კიდევ უფრო მეტი. შეიძლება, ეს იყო, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერ-მინისტრმა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...