“საქართველოში „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის სისტემა „საათივით გამართულად“ მუშაობდა” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია იმაზე, თუ რამდენად მომზადებული შეხვდა საქართველოში კლინიკური სექტორი „კოვიდ-19“-ის ეპიდემიას. „პიროვნებების მცირერიცხოვანი ჯგუფი, მათ შორის ზოგიერთი უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმი, ყოველგვარი სერიოზული არგუმენტების გარეშე აკრიტიკებენ და იწუნებენ  ქვეყნის საპასუხო ღონისძიებებს COVID-19-ის საწინააღმდეგოდ.რამდენადაც მე მკურნალი ექიმი გახლავართ, ჩემს პოსტში შევეხები მხოლოდ ამ პოლემიკის კლინიკურ ასპექტებს. ჩვენი ოპონენტები უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ქვეყნის კლინიკური სექტორი სრულიად მოუმზადებელი და გაუმართავი შეხვდა?! COVID-19-ის ეპიდემიასდა კიდევ უფრო მოუმზადებელი შეხვდება ამ ეპიდემიის მეორე ტალღას. რომ ქვეყანას არ ჰქონდა მოქმედების გეგმა ეპიდემიის სხვადასხვა სცენარით…

მეტი...

ჯანმომ ჰიდროქსიქლოროქინის გამოცდა შეწყვიტა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰიდროქსიქლოროქინის, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოცდა შეწყვიტა. ამის შესახებ ჯანმოს ექსპერტმა, მარია რესტრეპომ განაცხადა. „აღნიშნული ანალიზისა და რიგი პუბლიკაციის შესწავლის საფუძველზე აღმასრულებელმა ჯგუფმა გადაწყვეტილება მიიღო, ჰიდროქსიქლოროქინის „სოლიდარობის კვლევის“ ფარგლებში გამოცდა შეწყდეს“, – განაცხადა ჯანმოს ექსპერტმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ჯანმოს პოლიტიკას ან ჯანმოს რეკომენდაციას. „ეს გადაწყვეტილება მიღებულია პრეპარატის გამოცდასთან დაკავშირებით და არ ეხება ჰიდროქსიქლოროქინის, როგორც პროფილაქტიკური საშუალების გამოყენებას“, – დასძინა მან.

მეტი...

ჯანმო საზოგადოებას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ დექსამეტაზონის მიმართ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ დექსამეტაზონის მიმართ, რადგან პრეპარატის კორონავირუსისთვის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ წინასწარ ეტაპზეა. ამის შესახებ ჯანმოს საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა. „ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ როგორია რეალური მონაცემები. სრული მონაცემები უნდა მივიღოთ. ოქსფორდის უნივერსიტეტში RECOVERY კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მხოლოდ ერთი კვლევა იყო. ეს პრეპარატი ერთ-ერთი გარღვევაა, რომელიც გვჭირდებოდა“, – განაცხადა მაიკ რაიანმა. მისივე თქმით, ჯანმოს ოფიციალური პირები დექსამეტაზონის სხვა კვლევებსაც სწავლობენ. „უნდა გავიგოთ, თუ რა დოზები უნდა იქნას გამოყენებული, როგორ უნდა მოხდეს პაციენტების კლინიკური შეფასება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ,…

მეტი...

გიორგი გაბუნია სუს-ში დაიბარეს

ხვალ 10:00 საათზე გიორგი გაბუნია სუსში დაიბარეს. ჯერ უცნობია, მივა თუ არა ის სუსში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლაზე უარს ამბობს ნიკა გვარამია, რომელიც მაგისტრატ მოსამართლესთან უახლოეს დღეებში დაიკითხება. საქმე ეხება ინფორმაციას, რომლის მიხედვითად გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობა იგეგმებოდა ამის შესახებ განცხადება ერთ-ერთმა პირველმა ნიკა გვარამიამ გააკეთა. „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის თქმით, მან ინფორმაცია გამოძიებას არ შეატყობინა და გაბუნიას უსაფრთხოების ზომები თავად გაამკაცრა. 15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

მეტი...

ჩოხა–ახალუხის ტარებისა და მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ჩოხა–ახალუხის ტარების ტრადიცია და საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი დღეიდან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებენ. „მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს – „ქართველების იდენტობის სიმბოლოს – ჩოხა–ახალუხის ტარების ტრადიცია“ და „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი“ – აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“.

მეტი...

კვირას პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

კვირას, 21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიაზე ფიქრისთვის, საჭიროა, მოკლე ვადაში იყოს მიღებული აღნიშნული ცვლილებები. „ჩვენი საზრუნავი და ამოცანა არის, რაც შეიძლება მოკლე ვადაში უზრუნველვყოთ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, რომ დავიწყოთ მომზადება წინასაარჩევნო კამპანიისთვის და იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს ერთ-ერთი სამაგალითო არჩევნები, დემოკრატიულობის მაღალი სტანდარტით გამორჩეული. ამიტომ, რაც უფრო მალე დავასრულებთ ამ ცვლილებებს, მით უფრო მალე გადავლენ პარტიები ჯანსაღ კონკურენციაზე, კომუნიკაციაზე საზოგადოებასთან. ჩვენს საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენ ხედვებს და საარჩევნო კამპანიას ეს არის უკვე ნორმალიზება პროცესის. ეს…

მეტი...

15 ივლისამდე ქორწინების რეგისტრაცია მხოლოდ სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშეა დასაშვები

15 ივლისამდე ქორწინების რეგისტრაცია კვლავ მხოლოდ სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშეა დასაშვები. ცვლილებები იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში დღეს შევიდა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ქორწინების რეგისტრაცია არ ხორციელდება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ. თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლში 29 მაისიდან, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლში კი, 31 მაისიდან სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვები იყო დასაქორწინებელ პირებთან ერთად ყოფილიყვნენ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი.

მეტი...

ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული 70 წლამდე ასაკის მამაკაცია. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ინფიცირებული პირი ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან 12 ივნისს შემოვიდა. ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტებიდან შვიდი პირი გადაყვანილია კარანტინში და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერს კარგზე კარგის თქმის უნარი არ გააჩნია, ამის გამბედაობა არ ჰყოფნის” – ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებამდე კიდევ ბევრი დრო არის დარჩენილი და საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ ყველა პოლიტიკური ძალის შეხედულებას, მოქმედებას, წარსულს და მომავლის ხედვას გადახედოს. „ამ მხრივ ეს ქვეყანა მაქსიმალურად გამჭვირვალე და თავისუფალია. მე, როგორც ამ პროცესის რიგითი წევრი, ვიტყოდი, რომ ეს რვა წელი პირველ რიგში გამოირჩევა მშვიდობით, უსაფრთხო გარემოთი, სტაბილურობით და ძალიან თანმიმდევრული დემოკრატიული განვითარებით. ისევე, როგორც სახეზეა ეკონომიკური წინსვლა და ამ მიმართულებით დიდი პოტენციალის შექმნა. ძალიან ძლიერია ჩვენი პერსპექტივები ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამიტომ, როცა ამას ჩემთვის ვაფასებ, თავისთავად ცხადია,…

მეტი...

ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სატვირთოს ორი მძღოლი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი ახალი პაციენტი მოათავსეს. ისინი სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან. საეჭვო პაციენტებს ლაბორატორიული კვლევა დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ. ამ დროისთვის, კლინიკაში ექვსი ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მეტი...

“მიმაჩნია, რომ დღევანდელი ვითარება არის პირველი ტალღის ნარჩენები” – თენგიზ ცერცვაძე

“საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვი კორონავირუსის ახალი შემთხვევების”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის პირველი ტალღის ნარჩენები და ბოლო, მეორე ტალღა ჯერ არ დაწყებულა . „საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვი ახალი შემთხვევების, რომ ავიღოთ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა. ხშირად მსჯელობენ ეს არის პირველი ტალღა, თუ ეს არის მეორე ტალღის დასაწყისი, თუ რაღაცა. ამ მსჯელობასაც არა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. პირობითია, ვინ, რომელ ტალღას დაარქმევს. მიმაჩნია, რომ ეს არის პირველი ტალღის ნარჩენები, ბოლო, მეორე ტალღა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა შესაძლებელია, პირველი ტალღა ისე…

მეტი...

მტკვარში ჩავარდნილი 6 წლის ბიჭის გადარჩენას მისი 13 წლის და და დედა ცდილობდნენ – უბედური შემთხვევა თბილისში

თბილისში, მტკვრის სანაპიროზე 6 წლის ბიჭი დასთან და დედასთან ერთად მდინარის ნაპირზე იმყოფებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და დინებამ გაიტაცა. დედამ და მისმა 13 წლის დამ ბავშვის გადარჩენა სცადეს და წყალში თავადაც შევიდნენ, თუმცა მდინარის სიღრმე ქვემო ფონიჭალის ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 9 მეტრია და დინება იმდენად ჩქარია, რომ ისინი მაშველებმა გამოიყვანეს, ბიჭის ცხედარი კი მტკვარმა მეორე ნაპირზე გამორიყა. ადგილობრივები და თვითმხილველები ბიჭის გადარჩენას მეორე ნაპირზეც ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. გარდაცვლილი ბიჭის 13 წლის და შოკური მდგომარეობით რეფერალურ კლინიკაშია მოთავსებული. მკურნალი ექიმის დავით ლალიაშვილის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ტრავმული დაზიანებები არ აქვს.…

მეტი...

სუს-ი რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. სუს-ში აღნიშნავენ, რომ მასმედიით რიგ შემთხვევებში კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც არც ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, აზიანებს საქმეზე გამოძიების ინტერესებს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2020 წლის 15 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთდა განცხადება რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, რა დროსაც, ჩვენს მიერ გახმოვანდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც, ჩვენი თვალთახედვით, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო საზოგადოების სწორი ინფორმირებისთვის და არ დატოვებდა სივრცეს მანიპულირებისთვის. ხსენებულ განცხადებაში, ჩვენ ცალსახად მივუთითეთ, რომ საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება…

მეტი...

თბილისში 52 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

სამართალდამცველებმა 1965 წელს დაბადებული ც.ა. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, პაატა ჯანელიძის ქუჩაზე, ოჯახის ახლობელს, – 1968 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, გ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ც.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით…

მეტი...

დიმიტრი პესკოვი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადებაში რუსეთის მონაწილეობას უარყოფს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, დიმიტრი პესკოვი “მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით რუსეთის მონაწილეობას უარყოფს. პესკოვის განცხადებას სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს. “ამ საკითხზე კომენატრს  არ გავაკეთებ. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, ამ ინციდენტში  თავიდანვე იყო ბრალდებები  რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობის შესახებ და თავიდანვე ვთქვით, რომ ნებისმიერი ასეთი ბრალდება არის აბსურდული და ტყუილი,”-ამბობს პესკოვი.  შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

მეტი...

20 ივნისს დაგეგმილი კონტრაქციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მმართველ გუნდში კატეგორიულად უარყოფენ

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, 20 ივნისს “ქართული ოცნება” არანაირ კონტრაქციას არ გეგმავს. საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 20 ივნისს მმართველი გუნდი კონტრაქციის მომზადებას გეგმავდა.  “მე, როგორც პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენი პარტიის მხრიდან არანაირი კონტრაქცია არ იგეგმება. ეს ტყუილი და არასწორი ინფორმაციაა. რაც შეეხება რუსთაველზე ოპონენტების მიერ აქციის ჩატარებას, მერიას არ აქვს იმის კომპეტენცია, რომ ვინმეს მისცეს ამის უფლება ან აუკრძალოს. ქვეყანაში სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვა უმაღლეს დონეზეა ასული და ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები კანონის ფარგლებში,” – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.  კონტრაქციის შესახებ…

მეტი...

“დექსამეტაზონის გამოყენება მიზანშეუწონელია, როცა ციტოკინური შტორმი არ არის გამოხატული” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ეხმაურება არსებულ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთ კვლევაში კორონავირუსთან ბრძოლაში დექსამეტაზონმა კარგი ეფექტი აჩვენა. ცერცვაძის თქმით, ამაში არც გასაკვირი და არც ახალი არაფერია. „დექსამეტაზონი და სხვა კორტიკოსტეროიდები, პრედნიზოლონი და სხვა, საქართველოში და ყველა ქვეყანაში ფართედ გამოიყენება, ამაში არაფერი ახალი არ არის. უბრალოდ, იმ კონკრეტულმა კვლევამ უჩვენა, რომ მძიმე პაციენტების გარკვეულ პროცენტში იძლეოდა დამაიმედებელ შედეგებს, შეიძლება, ხვალ სხვა კვლევა გამოქვეყნდეს, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ ეს მთლად ასე არ არის, მაგრამ თვითონ კორტიკოსტეროიდები არის ფართედ მოხმარებადი მედიკამენტები და მათ შორის კოვიდის დროსაც გამოიყენებოდა ფართოდ, ოღონდ ამ კორტიკოსტეროიდებს აქვს…

მეტი...

მსოფლიოს მოსახლეობის თითქის ნახევარი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს – ახალი კვლევა

დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუკის ანალიზმა აჩვენა, რომ პლანეტის მოსახლეობის თითქმის 50% სუნთქავს ჰაერს, რომელშიც აეროზოლებისა და მტვრის მაღალი კონცენტრაციაა. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Climate and Atmospheric Science-ში გამოქვეყნდა. კვლევის ავტორების მტკიცებით, ამ ადამიანების უმეტესობა აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ცხოვრობს.  ჯანმოს მონაცემებით, ყოველწლიურად ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამო 7 მილიონი ადამიანი კვდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სიკვდილიანობის რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. „ერთი მხრივ, ჰაერის დაბინძურების შემცირების მიმართულებით განხორციელებულმა ხანგრძლივმა ზომებმა მსოფლიოს არაერთ რეგიონში სასურველი შედეგი გამოიღო. თუმცა მეორე მხრივ, დედამიწაზე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადგილია, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე კვლავ იზრდება ან საგანგაშო, ნორმაზე…

მეტი...

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0383 შეადგინა. ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე რიგით მეშვიდე სავალუტო ინტერვენციაა. ცენტრალურმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან ჯამში უკვე 209 650 000 დოლარი გაყიდა.

მეტი...

“ჯერ არ ვაფასებ კადიროვის მუქარას, ველოდები გამოძიების დასრულებას” – სალომე ზურაბიშვილი

“ჯერ არ ვაფასებ კადიროვის მუქარას, ველოდები გამოძიების დასრულებას”, – განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. პრეზიდენტი გამოეხმაურა ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ უმჯობესია, გიორგი გაბუნია დადგეს მუხლებზე და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარის გამო. „კადიროვის განცხადებებზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარებს. მე გავაკეთე განცხადება, რომ პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმის, რაც გაკეთდა, რადგან ადამიანისა და ჟურნალისტის უსაფრთხოება იყო დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ყველასთვის და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იქნება სათანადოდ გამოძიებული“,…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დღეს 12-პროცენტიანი და სამპროცენტიანი რეიტინგით სარგებლობენ, რაც მათი დესტრუქციული ნაბიჯების შედეგია” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებები დაბალი მხარდაჭერის სახით უკან უბრუნდება. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დღეს 12-პროცენტიანი და სამპროცენტიანი რეიტინგით სარგებლობენ. „რაც შეეხება ოპოზიციასთან დაკავშირებულ შეფასებებს, ბუნებრივია, აქ ვართ აბსოლუტურად ერთიანი, გვაქვს ერთნაირი დამოკიდებულება. ყველა ხედავს, რომ ოპოზიცია, სამწუხაროდ, ძალიან დესტრუქციულია და ეს დესტრუქცია მათ უკან უბრუნდებათ ძალიან დაბალი მხარდაჭერის სახით, რაც მათ აქვთ და საზოგადოებაში მათი მხარდაჭერა მცირდება. ხედავთ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიები, ეს არის „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დღეს სარგებლობენ 12-პროცენტიანი და სამპროცენტიანი რეიტინგით, რაც არის მათ შორის მათი დესტრუქციული ნაბიჯების შედეგები“,-…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა პეტრას ციხე და ბათუმის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით, დღეს აჭარის რეგიონს ეწვია და პეტრას ციხე და ბათუმის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა. „პეტრას ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალები ამჟამად პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალშია დაცული. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ მრავალჯერ ნახსენები ქაჯეთის ციხე სწორედ პეტრას ციხე-სიმაგრეა. ზღვის პირას, კლდოვან ბორცვზე მდებარე პეტრას აკროპოლისი მიუვალ ციხედ ითვლებოდა. აქედანაა მისი ბერძნული სახელწოდება „პეტრა“, რაც ქვას, კლდეს ნიშნავს. დღემდე შემორჩენილია ციხის, სასახლისა და ჯარისკაცთა საცხოვრებლის ნანგრევები, მათ შორის, VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრას საეპისკოპოსო კათედრალის ნაშთია. კომპლექსის ტერიტორიაზე…

მეტი...

საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მიზნით, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა

2018 წლის 20 ნოემბერს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნების სავარაუდო გაყალბების მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით თითქოს იბეჭდებოდა ყალბი პირადობის მოწმობები., – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურაში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.  გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები – ე.გ, ი.პ. და მ.ბ. გამოკითხულმა პირებმა განმარტეს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელმა, მათი განცხადებით ე.წ. „წყარომ“, მათ…

მეტი...

“უკრაინელები ელოდებიან შესაძლებლობას, რომ იმოგზაურონ საქართველოში” – იგორ დოლგოვი

უკრაინელები ელოდებიან შესაძლებლობას, რომ იმოგზაურონ საქართველოში, – განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა, რომელიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს შეხვდა. „ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე. საქართველოსა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ვიზიტებზე და შეხვედრებზე. ყველგან კრიტიკული საკითხია კორონავირუსთან ბრძოლა, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. ჩვენ ვაკვირდებით, რომ საქართველო ეტაპობრივად ხსნის უფრო და უფრო მეტ სივრცეს შიდა ტურიზმისთვის. უკრაინელები ელოდებიან შესაძლებლობას, რომ იმოგზაურონ საქართველოში, გაატარონ არდადეგები, მაშინვე, როგორც კი რეგულარული ავიაკომუნიკაცია კვლავ აღდგება“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა.

მეტი...

“ძალიან ვაფასებ შესაძლებლობას, რომ ვარ საქართველოს პარლამენტში და ვხვდები ყველა პარტიის წარმომადგენელს” – უკრაინის ელჩი

ძალიან ვაფასებ შესაძლებლობას, რომ ვარ აქ, პარლამენტში და ვხვდები ყველა პარტიის წარმომადგენელს, – განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა, რომელიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს შეხვდა. „მჯერა, რომ უკრაინა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობის გამოხატვა აქ ყოველთვის ხდება. მადლობა ამისთვის. უმრავლესობის ლიდერთან საუბრის მთავარი თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში და მომავალი არჩევნები. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ახლა, არამედ იყო წინა დღეებშიც და იქნება უახლოეს მომავალში. როგორც ნებისმიერი საელჩო, ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს შიდა პოლიტიკურ ღონისძიებებს საქართველოში. პოლიტიკურ ცხოვრებას პირადი კონტაქტების გარეშე ვერ გაეცნობი. სწორედ ამიტომ, ძალიან ვაფასებ…

მეტი...

“რუსეთის მხრიდან აგრესიული რიტორიკა, ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული” – მამუკა მდინარაძე

აგრესიული რიტორიკა, რომელიც ძალიან ხშირად გვესმის რუსეთის და მათი წარმომადგენლების მხრიდან, ბუნებრივია ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული, ეს მათი ინტერესია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს ინტერესი საერთოა როგორც ქვეყნის გარე მტრიდან, ჩვენი ოკუპანტი სახელმწიფოსათვის, ასევე შიდა მტრებისთვისაც საერთო ხდება – ჩვენდა სამწუხაროდ. იქ ვიღაცა ოპოზიციაშია, რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენს თუ არ წარმოადგენს – ეს მეორე ხარისხოვანია, რადგან ამ შემთხვევაში ეს ოპოზიცია იქნება თუ მისი რაღაც ნაწილი იქნება ქართული ინტერესების სადარაჯოზე და ყველა კარგად უნდა მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება, რომ ასეთი აგრესიული რიტორიკა რომლის თანმდევი შედეგები ადრე ძალიან ხშირად გვინახავს ჩვენ,…

მეტი...

“საქართველოში თავისუფალი შეკრების უფლებას არ ექმნება საფრთხე და არც შეექმნება” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში თავისუფალი შეკრების უფლებას არ ექმნება საფრთხე და არც შეექმნება. ორაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა მოძრაობა „სირცხვილიას“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლეიც აცხადებენ, რომ 20 ივნისს გეგმავენ აქციას, რომელიც რეკომენდაციების დაცვით, დისტანცირებით ჩატარდება. მათივე ინფორმაციით, მოძრაობა „სირცხვილია“ მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს, თბილისის მერიას, შსს-ს, რომ უზრუნველყონ სამანქანო მოძრაობის შეზღუდვა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს, 17:00 საათიდან. „იცით, რომ ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც გულისხმობს მათ შორის იმას, რომ ნებართვა არაფერზე არ გაიცემა. შედის გაფრთხილება და გაფრთხილებას ცნობად იღებს შესაბამისი სტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ნებისმიერი შეკრების მონაწილეებს…

მეტი...

თბილისში, მდინარე მტკვარში ათ წლამდე ბავშვი დაიხრჩო

თბილისში, ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში ათ წლამდე მოზარდი დაიხრჩო. სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორი მოზარდის მდინარე მტკვარში დაკარგვის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ერთი მოზარდი ამ დროისთვის რეფერალურ კლინიკაშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. რაც შეეხება მეორე მოზარდს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ბავშვი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეტი...

გარყვნილი ქმედებისთვის და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ორ ეპიზოდზე და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული ა.ლ. დამნაშავედ ცნო, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის სექტემბერში, ქ.ქუთაისში, ქურდობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ა.ლ-მ მეზობლის 4 წლის გოგონას მიმართ ორჯერ განახორციელა გარყვნილი ქმედება. ასევე ა.ლ. ატარებდა ხელჯოხ-დაშნას, რაც ცივ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება.  სამართალდამცველებმა ა.ლ. 2019 წლის 24 სექტემბერს ქ.ქუთაისში დააკავეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  არასრულწლოვანი დაზარალებულის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო…

მეტი...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტეტის ონლაინ სხდომა გაიმართა

დღეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტეტის ონლაინ სხდომა გაიმართა, სადაც სტრასბურგის  სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ  ანგარიში განიხილეს.  კომიტეტმა  მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“  ინიციატივას  და რუსეთს  საქართველოს მოქალაქეების მიმართ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.  ევროსაბჭოს წევრებმა რუსეთის ფედერაციას რეპორტის მიხედვით, კიდევ ერთხელ შეახსენეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 2019 წლის 31 იანვარს, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქართველოს 1500 მოქალაქე დაზარალებულად ცნო და რუსეთს  10 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაცია  დღემდე აჭიანურებს  კომპენსაციების გადაცემას და თავს არიდებს დაკისრებული  ვალდებულებების…

მეტი...

ირაკლი კოვზანაძე კატარინა ბიორლინ ჰანსეს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD)-ის რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსეს  შეხვდა, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „EBRD-ის ინიციატივით, გამართულ შეხვედრაზე  საფინანსო სფეროში, მათ შორის საბანკო სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს. ირაკლი კოვზანაძემ მადლობა გადაუხადა EBRD-ის რეგიონულ დირექტორს პანდემიის პერიოდში ქვეყნის საბიუჯეტო და საფინანსო სექტორში გაწეული დახმარებების გამო და იმედი გამოთქვა, რომ  საქართველოსა და  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

“კადიროვის გამონათქვამები აბრაგულ, ვაჟკაცურ, განგსტერულ, დიდაქტიკურია” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ კადიროვის გამონათქვამები „აბრაგულ, ვაჟკაცურ, განგსტერულ, დიდაქტიკურია“. ვოლსკი გამოეხმაურა ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ „უმჯობესია, გიორგი გაბუნია დადგეს მუხლებზე და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარის გამო“. „სახელმწიფომ თავისი მოქალაქე უნდა დაიცვას და საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთი მაგალითი უნდა ჩაწეროს დანაშაულებების იმ გრძელ სიაში თავისი პოზიციის, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა, თუნდაც, კადიროვის გამონათქვამები – აბრაგულ, ვაჟკაცურ, განგსტერულ, დიდაქტიკურია. ეს თემა არ არის მარტივი და უბრალო. ჩვენ ვერ შევცვლით ვერც კადიროვის და ვერც გაბუნიას რიტორიკას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. ამასთან, შეკითხვაზე,…

მეტი...

“წერტილი უნდა დავუსვათ საპარლამენტო არჩევნების თარიღის თემაზე სპეკულაციას, არჩევნები ოქტომბერში ტარდება” – გია ვოლსკი

წერტილი უნდა დავუსვათ საპარლამენტო არჩევნების თარიღის თემაზე სპეკულაციას, არჩევნები ოქტომბერში ტარდება, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ. მან კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „არჩევნების საკონსტიტუციო ვადებში ჩატარებას არაფერი ემუქრება, ასეთი რისკი არ არსებობს, თუ არსებობს, მინიმალურია“. „ჩვენ ჩავატარებთ ოქტომბერში არჩევნებს და თუ ირაკლი კობახიძეს, გია ვოლსკის ან ნებისმიერ ჩვენგანს ჟურნალისტი კითხავს ან ნებისმიერი მოქალაქე – რას იზამს, ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუკი ვირუსის გავრცელების რეალური საფრთხე დადგება და საშიშროება შეექმნა მოსახლეობას, იმოქმედებს კონსტიტუციის მიხედვით, ეს არის პასუხი. აქედან გამომდინარე, წერტილი უნდა დავუსვათ…

მეტი...

როგორ აფასებს ჯანმო “დექსამეტაზონთან” დაკავშირებულ აღმოჩენას

ბრი­ტა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მიგ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, “დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი“ COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად ეფექ­ტუ­რი პრე­პა­რა­ტია, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. მას­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ჯან­მო მი­ე­სალ­მე­ბა “დექ­სა­მე­ტა­ზონ­თან” და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის შე­დეგს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აღ­ნიშ­ნულ წა­მალს კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლია.

მეტი...