“აი, ასეთი წყალი მოდის ონკანებში სურამში” – უკმაყოფილო დამსვენებელი (ფოტო, ვიდეო)

“აი, ასეთი წყალი მოდის ონკანებში სურამში, კონკრეტულად კი ჩუმათელეთში! ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, ეს წყალი დავლიოთ? ამ წყლით სარეცხი გავრეცხოთ, თუ ჭურჭელი?”, – ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი, მარი კორკოტაძე წერს და შესაბამის ფოტო და ვიდეო მასალას აქვეყნებს.

“რას აპირებთ, როდის უნდა მოაგვაროთ წყლის პრობლემა ჩუმათელეთში?! თუ აქ მაცხოვრებლები ადამიანები არ არიან და არც იწუხებთ ამისთვის თავს?!

ხაშურის მერს კი თუ არ ახსოვს, შევახსენებ, რომ ჩუმათელეთი საკურორტო ზონაა და აქ მცხოვრები ადამიანების ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ბინების გაქირავებით მიღებული თანხაა, რომლითაც მთელი წელი ირჩენენ თავს.

ახლა კი გეკითხებით და მიპასუხეთ, დასასვენებლად რომ წახვიდეთ და ასეთი წყალი დაგხვდეთ, გაჩერდებით იქ? რა თქმა უნდა, არა! ხოდა, რატომ არ ზრუნავთ, რომ ჩუმათელეთი უფრო მეტად განვითარდეს, როგორც საკურორტო ზონა?! ხალხს იმისთვის არ აურჩევიხართ, რომ კაბინეტში იჯდეთ კომფორტულად?!”, – წერს მარი კორკოტაძე.

Posted by Mari Korkotadze on ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2020

მსგავსი თემები