“იქმნება ილუზია, რომ ინფექცია უკვე დავამარცხეთ, არა ბატონებო, პანდემია გრძელდება” – ამირან გამყრელიძე

“იქმნება ილუზია, რომ ინფექცია უკვე დავამარცხეთ და გავიმარჯვეთ, არა ბატონებო, პანდემია გრძელდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა.

„საზოგადოებაში იქმნება ილუზია, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსის ინფექცია, გავიმარჯვეთ და შეგვიძლია, რომ ისევ დავუბრუნდეთ იმავე ცხოვრების რიტმს, რაც გასული წლის ამ დროს იყო. არა ბატონებო, კორონავირუსული ინფექცია, პანდემია გრძელდება მთელ მსოფლიოში. ვირუსი ცირკულირებს ჩვენს ქვეყანაში და ამ ტიპის მიდგომა და ილუზიის შექმნა შეიძლება, აღმოჩნდეს ძალიან მაღალი რისკის შემცველი. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები