არასრულწლოვანი დედა, რომელმაც ახალდაბადებული ეზოში დატოვა დაკითხულია

არასრულწლოვანი დედა, რომელმაც თავიდან მოშორების მიზნით ახალდაბადებული ჩვილი ეზოში დატოვა, სამართალდამცველებმა დაკითხეს და მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. თავდაპირველი ინფორმაცით, დედამ “არასასურველი” ჩვილი მე-6 სართულის ფანჯრიდან გადააგდო.   როგორც “მედიაცენტრმა მთავარმა” გაარკვია, ეზოში დაგდებული ჩვილის ცხედარი გლდანულაში მეეზოვე ქალმა იპოვა და პოლიციას გამოუძახა, რის შემდეგაც, სპეციალური წესების დაცვითა და შესაბამისი შეფუთვით, ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიტანეს. მეზობლების ინფორმაციით, 17 წლის გოგონა ორსულობას მალავდა. მან სახლის პირობებში იმშობიარა. ახალშობილი კი თავიდან მოსაშორებლად ფანჯრიდან ქუჩაში გადააგდო.  ადგილზე კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. არასრულწლოვანი დედა სამართალდამცველებმა განყოფილებაში გადაიყვანეს, დაკითხეს და გამოძიეა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები აღარ ჰყავთ

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები აღარ ჰყავთ. ინფორმაციას ამის შესახებ ვირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ადგილობრივი შტაბი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დღეს გუდაუთის საავადმყოფოდან დარჩენილი სამივე პაციენტი გაეწერა და ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები სტაციონარში არ ჰყავთ. საერთო ჯამში კორონავირუსი ოკუპირებულ აფხაზეთში 28 ადამიანს დაუდასტურდა, 1 მათგანი გარდაიცვალა.

მეტი...

“მოსალოდნელია, რომ საპროტესტო აქციების შედეგად ახალ კლასტერებსა და ეპიდემიის ახალ აფეთქებებს ვიხილავთ” – ამერიკელი ქირურგი

აშშ-ის მთავარი ქირურგის, ჯერომ ადამსის განცხადებით, იმის საფუძველი არსებობს, რომ აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის შეიძლება კორონავირუსი გავრცელდეს. „შეშფოთებული ვარ იმ შედეგებით, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის შეიძლება დადგეს. პროტესტები ისე მიმდინარეობს, რომ საფრთხეს უქმნის მის მონაწილეებს. იქედან გამომდინარე, თუ როგორ ვრცელდება ვირუსი, საკმაოდ მოსალოდნელია, რომ ახალ კლასტერებს და ახალ აფეთქებებს ვიხილავთ“, – განაცხადა აშშ-ის მთავარმა ქირურგმა.

მეტი...

“ევროკავშირის ელჩებისგან დავინახეთ ძალიან დიდი სურვილი, რაც შეიძლება მალე აღდგეს პირდაპირი ფრენები” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან ვიდეო კონფერენცია გამართა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ინიციატივით მოეწყო. ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის 20 სახელმწიფოს ელჩები, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე. ნათია თურნავას თქმით, საქართველოში აკრედიტებული ელჩები დაინტერესდნენ საქართველოს მიერ ტურიზმის სექტორის გახსნის თაობაზე. „ჩვენ გავუზიარეთ მოსაზრებები, რა მოლოდინები გვაქვს, რამდენად მიმზიდველია საქართველო და მზად ვართ იმისთვის, რომ პირველი ივლისიდან ევროკავშირიდან ჩამოსულ სტუმრებს უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით ვუმასპინძლოთ. ევროკავშირის ელჩებისგან ასევე მოვისმინეთ ინფორმაცია მათი ქვეყნების მზადყოფნის შესახებ და მათი მხრიდან დავინახეთ ძალიან დიდი სურვილი, რაც შეიძლება…

მეტი...

დედამ ჩვილი ფანჯრიდან გადააგდო, ბავშვის ცხედარი ნაგვის ბუნკერში იპოვეს

დღეს თბილისში, ერთ-ერთ კორპუსთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა დედამ ახალშობილი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადააგდო. არსებული ინფორმაციით, 17 წლის გოგონასთვის ეს არასასურველი ორსულობა იყო და მან სახლში იმშობიარა. სამართალდამცველებმა ბავშვის ცხედარი პოლიეთილენის ცელოფანში გახვეული ნაგვის ბუნკერში იპოვეს, რომელიც დასუფთავების სამსახურმა წაიღო. “მედიაცენტრი მთავარი” ცდილობს, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროში გაარკვიოს.

მეტი...

სეტყვა თბილისში

რამდენიმე წუთის წინ, თბილისში ძლიერი სეტყვა მოვიდა. ეს ფოტოები გადაღებულია თბილისში, კერძოდ, ორთაჭალის უბანში. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები „მედიაცენტრ მთავარს“ უყვებიან, სეტყვამ მიწის საფარი თითქმის 10 სანტიმეტრზე დაფარა და ხილი და სხვა მოსავალი მთლიანად გაანადგურა. თბილისის სხვა უბნებში სეტყვისგან მიყენებული ზარალი ამ ეტაპისთვის უცნობია.

მეტი...

“ესაა აღიარება იმ წარმატებული საქმიანობის, რომელიც საქართველოს მთავრობამ კოვიდ 19-თან ბრძოლაში გასწია” – ქვრივიშვილი Forbes-ის სტატიაზე

“ძალიან მოკლე პერიოდში საქართველომ საერთაშორისო დონეზე უმაღლესი აღიარება და შეფასება ჰპოვა”, – ასე შეაფასა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა „ფორბსის” მიერ საქართველოს „ტურიზმის ამომავალ ვარსკვლავად“ დასახელება. „ძალიან მოკლე პერიოდში საქართველომ საერთაშორისო დონეზე უმაღლესი აღიარება და შეფასება ჰპოვა. ეს გამოიხატება ისეთი გამოცემების აღიარებით, როგორიც არის „ფორბსი”, „ვაშინგტონ პოსტი“, „კონდენასტი“ და სხვა გამოცემები. „ფორბსმა” საქართველო დაასახელა 7 ქვეყანას შორის, როგორც ტურისტულად ამომავალი ვარსკვლავი და ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ტურისტულ რუკაზე გახდება ყველაზე მიმზიდველი საერთაშორისო მოგზაურებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის უდიდესი აღიარება, ეს არის აღიარება იმ წარმატებული საქმიანობის, რომელიც საქართველოს…

მეტი...

„ტურიზმის ამომავალ ვარსკვლავებს” შორის Forbes საქართველოსაც ასახელებს

„ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავები: ამ 7 ქვეყანას აქვს პოტენციალი, იქცნენ მთავარ ტურისტულ მიმართულებებად კორონავირუსის შემდგომ მსოფლიოში“ – ამ სათაურით სტატიას გავლენიანი გამოცემა Forbes-ი ავრცელებს. სტატიის ავტორმა ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავების ჩამონათვალში ეთიოპიასთან, ირანთან, მიანმართან, ფილიპინებთან, სლოვენიასა და ტუნისთან ერთად საქართველოც შეიყვანა. „უპრეცედენტო კრიზისის პირობებში გლობალური ტურიზმი მნიშვნელოვან პრობლემებს წააწყდა, მაგრამ ბევრი ქვეყანა უკვე ემზადება უცხოელი ტურისტების ბუმისთვის, რომელიც მოსალოდნელია მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება სრულფასოვანი მოგზაურობა. ზოგი ქვეყნისთვის კი ეს იქნება პირველი შესაძლებლობა, დაიმკვიდრონ ადგილი, როგორც ტურიზმის თვალსაჩინო რეგიონულმა მიმართულებებმა. მართალია, ქვემოთ მოყვანილ ქვეყნებს ჯერ კიდევ მისაღები აქვთ მსოფლიო კლასის ტურისტული მიმართულების სტატუსი,…

მეტი...

“გუშინ პრეზიდენტს ხელში ბიბლია ეჭირა. ნეტავ, ერთხელ მაინც გაეხსნა ის, რამეს მაინც ისწავლიდა” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეკლესიასთან გამოჩენის გამო გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია. „გუშინ წმინდა იოანეს ტაძართან პრეზიდენტს ხელში ბიბლია ეჭირა. ნეტა, ერთხელ მაინც გაეხსნა იგი. ბიბლია რომ გაეხსნა, რამეს ისწავლიდა. ერთმანეთი ისე უნდა გვიყვარდეს, როგორც ჩვენი თავი გვიყვარს. ეს რთული სამუშაოა, თუმცა ეს ამერიკის სამუშაოა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. 1-ელ ივნისს თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპი ქუჩაში გავიდა და დაცვისა და ჟურნალისტების თანხლებით წმინდა იოანეს ტაძრისკენ ფეხით გაემართა. ეს ეკლესია წინა ღამეს არეულობისას დემონსტრანტებმა დააზიანეს. ტრამპს ხელში ბიბლია…

მეტი...

ეკატერინე ტიკარაძე ხვალ პარლამენტში არ მივა – მინისტრი თარიღის გადადებას ივნისის ბოლომდე ითხოვს

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ფრაქცია “დამოუკიდებელ დეპუტატებს”, რომელმაც მინისტრი კომიტეტის სხდომაზე დაიბარა, უარის წერილი გაუგზავნა. წერილში მინისტრი აცხადებს, რომ კომიტეტის სხდომაზე ვერ მივა და მისი ვიზიტის გადადებას ივნისის ბოლო კვირამდე ითხოვს. “სამინისტრო, ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას კომიტეტს გააცნოს პროგნოზირების სხვა ინსტრუმენტები, გარდა იმისა, რაც უკვე იქნა გაზიარებული ანგარიშის ფარგლებში. აქვე მოგახსენებთ, რომ სამინისტრო სრულად იზიარებს საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში ფასწარმოქმნის მექანიზმების დახვეწის აუცილებლობას და მზად არის განაახლოს ტარიფიკაციის პროცესზე მუშაობა პრიორიტეტული სერვისებისთვის. ამ პირობებში, გეგმიურ ჩარევებზე შემცირებული მოთხოვნის და გლობალურად სამედიცინო მარაგების მოწოდების პროცესის სირთულეების გათვალისწინებით, 2019 წლის 5 ნოემბრის…

მეტი...

თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მიზნობრივი ვიზა დასჭირდებათ

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად აუცილებელია მიზნობრივი ვიზის აღება. „თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებმა და მათმა თანხმლებმა პირებმა, თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -USHAŞ მიერ გაცემული ნებართვის მიღების შემდეგ, საჭიროა, რომ აიღონ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზა, რისთვისაც უნდა მიმართონ თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურს ან ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოს“, – აღნიშნულია თურქეთში საქართველოს საელჩოს „ფეისბუქგვერდზე“.

მეტი...

“მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა აკრძალულია” – თბილისის მერის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილე მოსახლეობას ახსენებს, რომ მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა აკრძალულია. მისი თქმით, ბოლო დღეებში ამ რეგულაციის დარღვევის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. „ძალიან მკაცრია ჩვენი მითითება სამარშრუტო კომპანიის მენეჯმენტის მიმართ. ერთმნიშვნელოვნად პირველივე დღეს მერმა განაცხადა, რომ სამარშრუტო ტაქსებში ფეხზე დგომა აკრძალულია. ჩვენთვისაც არის ცნობილი ინფორმაცია, რომ არის შემთხვევები, როდესაც ფეხზე დგომის ფაქტები დაფიქსირდა და არა ერთი. შესაბამისად, დღის განმავლობაში არაერთხელ მიეცა მითითებები კომპანიას, რომ ამგვარი შემთხვევები მაქსიმალურად იყო აღკვეთილი“, – განაცხადა ბითაძემ.

მეტი...

“პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს” – გიგა ბოკერია

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ძლიერი გუნდის ლიდერი და ჰქონდეს ხედვა, როგორ გამოიყვანს ქვეყანას ძალიან მძიმე მდგომარეობიდან. „პრემიერ-მინისტრს უნდა ჰქონდეს ხედვა ეკონომიკაში, როგორ დაწევს გადასახადებს, როგორ გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრებასა და წნეხს, განსაკუთრებით ამ გამოწვევის დროს, როგორ გადატეხავს სასამართლოში იმ მემკვიდრეობას, რომელიც ჩვენ ვერ მოვიშორეთ, როგორ წაიყვანს ქვეყანას თავისუფალი სამყაროსკენ. მოკლედ, ახლა რომ დაგიხასიათოთ, როგორი უნდა იყოს, „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს, გესმით ხომ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. ბოკერია აღნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოს“ და მათი პარტნიორების –…

მეტი...

ფაშინიანი მოსახლეობის უპასუხისმგებლობით აღშფოთებულია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მოედანზე ათობით ადამიანია შეკრებილი.  „ეს არის ხალხის მხრიდან უპასუხისმგებლობის გამოვლინება. უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის უფროსს განკარგულება მივეცი, მსგავსი ღონისძიებების ორგანიზატორებით დაინტერესდნენ“, – აცხადებს ფაშინიანი. სომხეთის პრემიერმა 2 დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის და მისი ოჯახის წევრები კოვიდ-19-ით არიან ინფიცირებულები.

მეტი...

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნება

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 8 ივნისიდან გაიხსნება. ამის შესახებ სავალუტო ჯიხურების ასოციაციის წარმომადგენელმა ვახტანგ გრიგალაშვილმა განაცხადა. „თუმცა ეს ობიექტები იგივე წესებით იმუშავებს, როგორც საფინანსო ორგანიზაციები, რადგან ფულის გადაცვლის ოპერაციებს ასრულებენ“, – განმარტა ვახტანგ გრიგალაშვილმა. სავალუტო ჯიხურების ასოციაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 800 ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობა შეჩერდა.

მეტი...

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატებს სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში, პროპორციულ სიას კი, სექტემბერში დაასახელებს

საპარლამენტო უმრავლესობის წვერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატების სიას სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში წარადგენს, პროპორციულ სიას კი, სექტემბერში. „როგორც მაჟორიტარებზე, ასევე პროპორციულ სიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დაწყებულია, მუშაობა. ამ ყველაფრის შედეგები ცნობილი გახდება, მაჟორიტარების ნაწილში ალბათ, ივნისის პირველ ნახევარში, პროპორციული სიის პრეზენტაციას კი, სავარაუდოდ, სექტემბერში მოვახდენთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

“ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს, საკუთარი პრემიერ-მინისტრი გაიყვანოს” – ირაკლი კობახიძე

“ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს, საკუთარი პრემიერ-მინისტრი გაიყვანოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის დასახელება ღიმილისმომგვრელი იქნება. „რეალურად, ნებისმიერი კანდიდატის დასახელება მათი მხრიდან იქნება ღიმილისმომგვრელი, რადგან ყველა ხედავს, როგორია კვლევის შედეგები და ყველა ხედავს, რომ ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს, გაიყვანოს საკუთარი პრემიერ-მინისტრი. უხერხულობა, ბუნებრივია, გავლენას ახდენს მათ გადაწყვეტილებაზე, რომ არ დაასახელონ საერთოდ ასეთი კანდიდატი. ბუნებრივია, მათ არ უნდათ, გახდნენ დაცინვის ობიექტი ამომრჩევლის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ უკეთესი იქნება, თუ ოპოზიცია საერთო…

მეტი...

“ტრამპი ფსიქიკურად შეშლილი იდიოტია” – გრეგ პოპოვიჩი

“დონალდ ტრამპი ფსიქიკურად შეშლილი იდიოტია”, – ასე გამოეხმაურა „სან ანტონიო სპურსის“ მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი აშშ-ში აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. მისივე თქმით ტრამპი მშიშარაა და თეთრ სახლში იმალება. “ტრამპი არეულია თავის აზრებში და უფრო მეტიც, ის ანგრევს ქვეყანას. ის მშიშარაა. ვფიქრობ, ასეთ დროს უმჯობესია ის სრულ იგნორში ვამყოფოთ. ის სიტუაციას ვერ გამოასწორებს, რადგან უბრალოდ ფსიქიკურად შეშლილი იდიოტია”, – განაცხადა პოპოვიჩმა.

მეტი...

გიორგი რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა „ქართულმა ოცნებამ“

გიორგი რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვიცე-სპიკერის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებებს, რომელზეც მსჯელობა უკვე დიდი ხნის განმავლობაში მიდის, შეჯამება სჭირდება და საზოგადოება მზად არის ამისთვის. „რამდენი ხანია, მიდის მსჯელობა საარჩევნო სისტემის თაობაზე. რამდენჯერ იყო პოლიტიკოსების „ჯახი“, განხილვები. ამას ყველაფერს შეჯამება სჭირდება და მე არ მეჩვენება, რომ დაგვიანებულია. საზოგადოება მზად არის ამისთვის. არავის არ უთქვამს, რომ უგულავა და ოქრუაშვილი არიან უდანაშაულოები. თვითონ არ უთქვამთ, ოქრუაშვილს განსაკუთრებით, პირდაპირ აღიარებით ჩვენება მისცა ღია ეთერში. რეალურად არც სასამართლოს გაუმართლებია, მით უმეტეს ჩვენ.…

მეტი...

მსოფლიო შესაძლოა ახალ პანდემიამდე მივიდეს – აფრიკაში ებოლას ვირუსი ვრცელდება

კორონავირუსის პანდემიის პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ კი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსი სულ უფრო მასშტაბურად ვრცელდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაგვიანებულმა მოქმედებებმა შესაძლოა მსოფლიო ახალ პანდემიამდე მიიყვანოს. შეგახსენებთ, რომ ებოლა ვირუსს აფრიკის მოსახლეობა 40 წლის განმავლობაში ებრძვის.

მეტი...

“ჯერ ელემენტარულად საზოგადოებას აუხსნან, ეს ჯგუფები რა ინტერესით არიან გაერთიანებული” – ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, როპმ „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის მობილიზებულია, მას გუნდურ გამარჯვებაში საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს. „დეტალებთან დაკავშირებით თავს შევიკავებ, თუმცა გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ლოგიკურია, რომ ჩვენ ვართ მობილიზებული, რათა უზრუნველვყოთ დამაჯერებელი გამარჯვება ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით“,- აღნიშნა ოხანაშვილმა. ოხანაშვილი თვლის, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მომავალ საქმიანობას პერსპექტივა არ აქვს. „ჯერ ჩამოყალიბდნენ, რა ღირებულებები აერთიანებთ მათ, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას როგორ უყურებენ და მხოლოდ ამის შემდგომ შეეკითხეთ ის გეგმები, რომლებსაც ისინი სახავენ. ჯერ ელემენტარულად საზოგადოებას აუხსნან, ეს ჯგუფები რა ინტერესით არიან გაერთიანებული და ქვეყნის…

მეტი...

დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგასთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხ კოლეგასთან, ტომაშ პეტრჟიჩეკთან. მინისტრებმა ისაუბრეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებზე. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას, პანდემიის პირობებში, ჩეხეთის მხარის სოლიდარობისთვის და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. სატელეფონო საუბრისას, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის ეტაპობრივად, ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ფარგლებში ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივებზე. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ პირველი ივლისიდან, საქართველო გეგმავს უმასპინძლოს უცხოელ ტურისტებს, შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვითა და ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით, რაც ვიზიტორებს საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალებას მისცემს. ჩეხეთის საგარეო…

მეტი...

„ტრიბუნას“ ლიდერი კენჭისყრას ისნის რაიონში აპირებს

„პირადად მე,  ისნის რაიონში ვაპირებ ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი და ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ სხვები იქნებიან აბსოლუტურად უშანსო, „ოცნებასთანაც“ რომ გაერთიანდნენ.“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და ოპოზიციის გამოცხადებულ კოორდინაციას საერთო კანდიდატების გარშემო, საკმაოდ საეჭვოდ მიიჩნევს. „როდესაც მთელი ქვეყნის მაშტაბით რჩება 30 მაჟორიტარი, რაც ე.წ. მოლაპარაკების წარმატებად იქნა გამოცხადებული, ამ ნაწილში ოპოზიციის კოორდინირება აბსოლუტურად გაჭირდება. რადგან, მაჟორიტარებს ცოტა ხმები არ მოაქვთ, ამომრჩევლების დაახლოებით 10-15 % მაჟორიტარებიდან გამომდინარე აკეთებს არჩევანს. ხოლო, რაც შეეხება მეორე ტურს, ეს უკვე ტექნიკური ნაწილია, ანუ, ვინ ვის უმრავლესობას ამჯობინებს სამომავლოდ. მთლიანობაში კი,…

მეტი...

ბათუმში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული რ. ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკებისას, დის ყოფილ მეუღლეს – 1994 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

მეტი...

“მადლობა ღმერთს, რაც ამერიკაში ხდება, ჩვენთან არ ხდება” – დიმიტრი პასკოვი

მადლობა ღმერთს, რაც ამერიკაში ხდება, ჩვენთან არ ხდება. ვიმეორებ, მადლობა ღმერთს, – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, ხედავს თუ არა პარალელს მიმდინარე მოვლენებში ამერიკელი და რუსი პოლიციელების ქმედებებს შორის. ამასთან, კრემლის პრესსამსახურის უფროსი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე არ უსაუბრიათ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, განიხილეს თუ არა ორი ქვეყნის პირველმა პირებმა აქციების თემა, პესკოვის პასუხი ასეთი იყო: „არა, ეს არ ეხება ამერიკა-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებს“.

მეტი...

„მეუფე პეტრე პოლიტიკაში“ – ეს სისულელეა“ – მღვდელმონაზონი ანდრია

მღვდელომონაზონი ანდრია, მეუფე პეტრეს პოლიტიკაში შესაძლო მისვლას აბსურდულ ინფორმაციას უწოდებს, სასულიერო პირი მეუფე პეტრეს განცხადებას განმარტავს. „მეუფე პეტრეს არ უთქვამს, რომ ის პოლიტიკაში მოდის, მან დააკონკრეტა, რომ მამულიშვილურ საქმიანობას,რასაც ის დღესაც აკეთებს თუ ამას უწოდებთ პოლიტიკას, მაშინ იყოს ეს პოლიტიკა, ის, რომ თითქოს მან აღნიშნა სადმე, თითქოს, რომელიმე პარტიის სახელით  კენჭს იყრის, – ეს არის სისულელე. ეს არის იმ ნაგავთან და სიბინძურესთან ბრძოლა, რაც დაგროვდა ეკლესიაში. არსად არ თქმულა, არც მეუფისგან და არც ჩემგან პოლიტიკაში წასვლაზე, თუ ჩვენ განვიკვეთებით და ისინი ამ უკანონობას ხელს მოაწერენ და დადასტურდება ის ფაქტები, რასაც…

მეტი...

თორაძეების მკვლელობის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დახმარებისთვის ამერიკულ მხარეს მიმართა

თორაძეების მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამართლებრივი დახმარებისთვის ამერიკულ მხარეს მიმართა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თორაძეების ოჯახის წევრმა, თამარ თორაძემ საქართველოს პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართა. თამარ თორაძე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და იმყოფება აშშ-ში, შესაბამისად გენერალურმა პროკურატურამ სამართლებრივი დახმარებისთვის აშშ-ის შესაბამის ორგანოებს მიმართა. კონკრეტულად კი, საუბარია ამერიკაში მცხოვრები თამარ თორაძის დაკითხვაზე. თამარ თორაძე ოჯახის წევრების მკვლელობაში გიორგი რურუას ადანაშაულებს. საუბარია 1992 წლის მარტში მომხდარ მკვლელობაზე, რომლის დროსაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ამასთან, თამარ თორაძემ 14 მაისს სენატორ ჯიმ რიშს ღია წერილით მიმართა. საქმის გამოძიების მოთხოვნით თამარ…

მეტი...

პირველი ქართული ლუდის ბრენდი „აია“ დაბრუნდა

ლუდი “აია” დაბრუნდა. ლუდი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაუჩინარდა, ისევ გაყიდვაშია, – სიახლის შესახებ ინფორმაციას კომპანია “აიას” ბრენდის მფლობელი სს “ქართული ლუდის კომპანია” ავრცელებს. როგორც კომპანიაში ამბობენ “აია” ერთგულ მომხმარებელთან ერთად მზადაა უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე საკუთარი სიტყვა თქვას და პოზიციები აღიდგინოს.  „ლუდის დაბრუნების“ აღნიშვნა კი მის “სამშობლოში”, ქუთაისში, “ოქროს ჩარდახის” ეზოში მოეწყო. ქუთათურებისთვის ეს წარსულთან შეხვედრა და მონატრებული გემოს დაბრუნება იყო.  დღეს  “აიას” ბრენდის მფლობელი სს “ქართული ლუდის კომპანიაა”, რომელსაც ამ არაალკოჰოლური სასმელების წარმოების სეგმენტში საკმაოდ დიდი და წარმატებული გამოცდილებაც აქვს. “ქართული ლუდის კომპანიის” ქოლგის ქვეშ, დღეს ბევრი ცნობილი ლუდის ბრენდია და ამიერიდან მათ ჩამონათვალს “აიაც”…

მეტი...

ნიკოლ ფაშინიანი ვიდეომასალას ავრცელებს და უშიშროების სამსახურს დაინტერესებისკენ მოუწოდებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სამოყვარულო კამერით გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მოედანზე ათობით ადამიანია შეკრებილი. ვიდეო შენგავითის რაიონშია გადაღებული. „ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინება, საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსს განკარგულება მივეცი, მსგავსი ღონისძიებების ორგანიზატორებით დაინტერესდნენ“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

მეტი...

დავით ზალკანიანმა იტალიას რესპუბლიკის დღე მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter გვერდისდავით ზალკანიანმა იტალიას რესპუბლიკის დღე მიულოცა “გულითადი მილოცვა იტალიას რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით!  იტალიის ხალხს ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას!  საქართველო მოუთმენლად ელის ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის გაძლიერებას!” – აღნიშნულია მილოცვაში.​

მეტი...

სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს

დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს, – ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბიზნესოპერატორებს აცნობენ ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს, ეცნობიან კვების ობიექტებში არსებულ ვითარებას. „რეკომენდაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შემუშავებული. ღია ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა ფუნქიციონირება 1 ივნისს განაახლეს, ხოლო დახურული ტიპის ობიექტები მუშაობას, ახალი კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით, 8 ივნისიდან შეძლებენ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

„როცა მეუფე შიოს ვკითხე ბრალდებები დოკუმენტაციით რომ დავადასტურო მზად არის, მიპასუხა, შს მინისტრი არ ვარო“ – მღვდელმონაზონი ანდრია

მღვდელმონაზონი ანდრია აცხადებს, რომ სინოდს მათ წინააღმდეგ არანაირი დოკუმენტაცია არ გააჩნია, სასულიერო პირი ამბობს, რომ წლების მანძილზე ეკლესიაში უამრავი მოუგვარებელი პრობლემა დაგროვდა,რაც მისივე განმარტებით დღეს უკვე მასშტაბურია. „როგორ შეიძლება იყოს მტკიცებულებები, როცა ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და ისინი არ მოდიან, მარტივად იფარგლებიან და ამბობენ, რომ ესაა ცილისწამება, თუმცა კონკრეტული ადამიანები გამოჩნდნენ, ვინც არიან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლები. როცა მეუფე შიოს ვკითხე ბრალდებები დოკუმენტაციით რომ დავადასტურო მზად არის, მიპასუხა, შს მინისტრი არ ვარო. 2017 წლიდან „ციანიდის საქმე“ როცა წინა პლანზე წამოიწია ვამბობდით, რომ ამას სჭირდებოდა დრო და გადასინჯვა. სინოდის წევრებთან აჟღერებდა მეუფე პეტრე,…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მინისტრმა პირველი რანგის საზღვაო კაპიტანს, შტეფან ანიჰოფერს ნატო-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისა და ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უწყებრივი მედლით „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ დააჯილდოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე, მისი განხორციელების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების დახმარებასა და განსაკუთრებით გერმანიის, როგორც ლიდერი ქვეყნის მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე ისაუბრა. პირველი რანგის საზღვაო კაპიტანი შტეფან ანიჰოფერი SNGP-ის ძირითად ჯგუფს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.

მეტი...

მეუფე და მიტროპოლიტი განკვეთის მოლოდინში – მეუფე ანდრია “მედიაცენტრ მთავარში”

„მეუფე იაკობი ახმოვანებს სუს – ის მესიჯებს და არც მალავს, რომ აქვს კომპრომატები სახელმწიფო მოხელეებზე,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ მღვდელმონაზონმა ანდრიამ განაცხადა. მღვდელმონაზონი ამბობს, რომ „იაკობის ლოთობა“ ეკლესიაში ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება: „იაკობი არც მალავს, რომ საპატრიარქო მას ვერაფერს უზამს, როცა ასეთ ტონალობაში მღვდელმთავარი საუბრობს, ეს ეკლესია დაირღვევა, იაკობი არის ერთ – ერთი მახინჯი ფორმა ეკლესიის იერარქთა შორის. ის, რომ სვამს არ ითვლება პრობლემად, მაგრამ, რასაც ნასვამი იაკობი აცხადებს ეს არის ყველაზე დიდი სიმახინჯე, საზოგადოება დაიღალა მეუფე იაკობის სიგიჟის მოსმენით,“ – განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში.“ მანვე სინოდის მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზეც…

მეტი...

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის

საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილი, რადგან არაორდინალურ ვითარებაში ვართ, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე არ ვიცით, რეალურად რა სისტემით ჩატარდება არჩევნები და ეს ართულებს პოლიტიკურ დღის წესრიგს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, მაჟორიტარების კანდიდატებზე ჯერ საბოლოო პოზიციები ჩამოყალიბებული არ არის. „მიდის მსჯელობა ბევრ საკითხზე. არ ვიცით, რომელი სისტემით ჩატარდება არჩევნები, საბოლოოდ კონსტიტუცია შეიცვლება თუ არა, ამიტომ მაჟორიტარების კანდიდატებზე ჯერ საბოლოო პოზიციები არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა გადაწყვეტილია, რომ მეორე ტურების შემთხვევაში ოპოზიცია მხარს დაუჭერს ერთმანეთის კანდიდატურებს. ვიდრე არ არის ყველაფერი სხვა გარკვეული, რათა ჩვენ ვიცოდეთ, რა პოლიტიკური ლანდშაფტი იქნება…

მეტი...