“ყველგან საჭიროა პირბადის ტარება” – ამირან გამყრელიძე

“საქართველო დღემდე მოვიდა შედარებით ნაკლები დაზიანებით, ნუ ჩავყრით ყველაფერს წყალში მოშვებით!” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირბადის ტარება თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

„აუცილებელია პირბადეების გამოყენება დახურულ დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროში, ტაქსებში სამარშრუტო ტაქსებში, ახლა გაიხსნა ტრანსპორტის საქალაქთაშორისო მოძრაობა – ყველგან საჭიროა პირბადის ტარება! როდესაც პირბადე ორს გვიკეთია ერთად და ერთი არის ინფიცირებული, გადადების საშიშროება და ალბათობა არის მინიმუმამდეა დაყვანილი. ამიტომ პირბადე არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი დაცვის საშუალება. მეორე სოციალური დისტანცირებაა, რაც მთავარია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრისგან თავის შეკავება დახურულ სივრცეებში და თუ ღია სივრცეში ხდება 10-მდე ადამიანის თავშეყრა, აუცილებელია იქაც პირბადის ხმარება. აუცილებელია სანიტაიზერების, ანუ ხელის ჰიგიენისა და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა და ყველაზე მთავარი, ნუ გავუთამამდებით და ნუ აღვნიშნავთ სხვადასხვა დღესასწაულებს ფართო მასშტაბებით, როგორიც არის ქორწილი, დაბადების დღე, ჭირის სუფრები და ა.შ. იმიტომ, რომ კორონავირუსული პანდემია გრძელდება მთელ მსოფლიოში, ყოველდღიურად არის 100 ათასზე მეტი შემთხვევა მთელს მსოფლიოში, ასევე რამდენიმე ათასი გარდაცვალება. საქართველო დღემდე მოვიდა შედარებით ნაკლები დაზიანებით, ნუ ჩავყრით ყველაფერს წყალში მოშვებით!“- განაცხადა გამყრელიძემ

მსგავსი თემები