საბავშვო ბაგა-ბაღების სარეზერვო სიაში ბავშვების მოსახვედრად განაცხადების მიღება 22 ივნისიდან დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, საბავშვო ბაგა-ბაღების სარეზერვო სიაში ბავშვების მოსახვედრად განაცხადების მიღება 22 ივნისიდან დაიწყება. „ძვირფასო მშობლებო, თუ ვერ მოახერხეთ ბავშვის რეგისტრაცია სასურველ ბაღში, 22 ივნისიდან მიმართეთ კონკრეტულ სააღმზრდელო დაწესებულებას და დატოვეთ განაცხადი ბავშვის სარეზერვო სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით. თუ ოჯახს აქვს კონკრეტული სოციალური სტატუსი, უნდა წარადგინოთ შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი.​ ადგილობრივი მცხოვრებლების შემთხვევაში, ოჯახმა სარეზერვო განცხადებას თან უნდა დაურთოს არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი. გაითვალისწინეთ, რომ სარეზერვო სიაში, ისევე როგორც პირველი ეტაპის რეგისტრაციისას, განსაზღვრულია კონკრეტული პრიორიტეტული კატეგორიები. სააღმზრდელო დაწესებულებაში მისვლისას, სავალდებულოა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის არსებული რეკომენდაციების დაცვა. გისურვებთ წარმატებებს“, – აცხადებენ…

მეტი...

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდს სამი დღით გახსნის

ოკუპირებული აფხაზეთის ე წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდს სამი დღით გახსნის. 22 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით გადაადგილება დროებით ნებადართული იქნება იმ პირებისთვის, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ და ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. საკონტროლო-გამშვები პუნქტი იმუშავებს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე. ყველა ის ადამიანი, ვინც გადავა ოკუპირებულ აფხაზეთში, ვალდებული იქნება, გაიაროს სამედიცინო შემოწმება.

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირზე ხვალიდან საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება

ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. თბილისის მერიის ინფორმაციით, ხვალიდან გამზირზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება. N9, N21, N34, N51, N59, N61, N83, N85, N87, N88 და N140 ავტობუსებისმოძრაობა აღდგებათბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სქემის შესაბამისად -ჭავჭავაძის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნების სრულ დატანამდე, რის შემდეგაც, სატრანსპორტო მოძრაობა საგზაო მონიშვნების შესაბამისადგანხორციელდება. ხვალიდან ჭავჭავაძის გამზირზეN4, N15, N32, N35, N44, N73, N120, N126, N128, N137, N170 და N202 მიკროავტობუსებისაგზაო მონიშვნების სრულ დატანამდე, დადგენილი სქემით იმოძრავებენ. შუქნიშნებისა და საგზაო მონიშვნების დახაზვამდე, ავტომობილებს შეეძლებათ, გადაადგილდნენ შემდეგი მიმართულებებით: ვარაზისხევიდან ვაკის…

მეტი...

“COVID -19-ის თავდაპირველმა წარმატებამ საქართველოს შესაძლოა გრძელვადიანი სარგებელი მოუტანოს” – შეინ როზენტალი

“COVID -19-ის თავდაპირველმა წარმატებამ საქართველოს, შესაძლოა, გრძელვადიანი სარგებელი მოუტანოს”, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი შეინ როზენტალი წერს.​  ADB-ის წარმომადგენელი აზიის განვითარების ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში ხაზს უსვამს, რომ პანდემიის წინააღმდეგ ქვეყნის რეაგირება იყო აღსანიშნავად კარგი და საქართველოს მთელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. “ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვნად დადებითი შედეგები არა მხოლოდ COVID-19-ის პანდემიის შეკავებასთან დაკავშირებით, არამედ კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმასთან მიმართებაში. საერთო ჯამში ეს არის ერთიანი ძალისხმევა, რომელმაც მოგვცა ძალიან პოზიტიური და იმედის მომცემი შედეგები და ჩვენ შევძლებთ, რომ რაც…

მეტი...

“გერმანია უფლებას იტოვებს რუსეთს სანქციები დაუწესოს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო” – ანგელა მერკელი

“გერმანია უფლებას იტოვებს რუსეთს სანქციები დაუწესოს ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. 18 ივნისს გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ვინმე ვადიმ კ-ს., იგივე ვადიმ ს-ს., რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ბრალი ედება მკვლელობასა და იარაღის ტარების შესახებ კანონის დარღვევაში.

მეტი...

“ველოდები, რომ ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას” – პრეზიდენტის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, პრეზიდენტი ელოდება, რომ ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას. „ბოლო დროს აქტუალური გახდა პრეზიდენტის მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ქალბატონი ანა დოლიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი. სამართლებრივი პოზიცია ასეთია: ერთი მხრივ, მოქმედი ორგანული კანონით ,,საერთო სასამართლოების შესახებ” გათვალისწინებულია პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. მეორე მხრივ, კონსტიტუცია პრეზიდენტს, განსხვავებით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურისა და სხვა მაგავსი შემთხვევებისა, ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხოლოდ…

მეტი...

“ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ის მომაკვდინებელია და უამრავი ადამიანი რისკის ქვეშ არის“ – ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის ზრდის ახალ და სახიფათო ფაზაში შევიდა. მისი თქმით, 18 ივნისს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 150 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. „მსოფლიო ახალ და სახიფათო ფაზაში შევიდა. უამრავ ადამიანს მობეზრდა სახლში ყოფნა და ეს გასაგებიც არის. ქვეყნებს შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკების გახსნა სურთ. თუმცა, ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ის მომაკვდინებელია და უამრავი ადამიანი რისკის ქვეშ არის“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

მეტი...

2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას პარტია 5 ათასი ხელმოწერით შეძლებს, 22-მდე პარტია კი ამ ვალდებულებისგან თავისუფლდება

პანდემიის გათვალისწიმებით, პოლიტიკური პარტია 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას 5 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვების შემდეგ შეძლებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია და ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 ათასი ხმა მაინც მიიღო, 5 ათასი ხელმოწერის შეგროვების ვალდებულებისგანაც გათავისუფლდება. საუბარია დაახლოებით 22 პარტიაზე.  „რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის ძირითად დებულებებში დადგენილია ნორმა, რომლის თანახმადაც, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ავტომატურად ენიჭება პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არის პარლამენტში წარმოდგენილი მისი წარდგენით არჩეული დეპუტატით. ასევე, სხვა პოლიტიკურ პარტიებს ევალებათ უკვე 25 ათასი…

მეტი...

“20 ივნისის დღე იყო ჩვენი შეცდომა, 20 ივნისის ღამე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“20 ივნისის დღე იყო ჩვენი შეცდომა, 20 ივნისის ღამე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ეს არის ზოგადი შეფასება, დანარჩენი საზოგადოებამ თავადაც იცის“, – აღნიშნა დეპუტატმა. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციას, კობახიძის თქმით, ყველას აქვს უფლება, შეიკრიბოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მეტი...

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 896 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 741 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 896 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.  ვებგვერდის ინფორმაციითვე, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 741-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრები, ასევე დეპუტატი ეკა ბესელია ესწრებოდნენ. განხილვისას აღინიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს “ქართული ოცნების” 92 დეპუტატი გარანტირებულად უჭერს მხარს. პროექტის მხარდაჭერა დაადასტურეს ასევე “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრებმა. მათი განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებას პლენარულ სხდომაზე ფრაქციის 7-ივე წევრი დაუჭერს მხარს. სხდომას არ დასწრებიან “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წევრები. საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვა და კენჭისყრა 21 ივნისს მოხდება.

მეტი...

“ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭო უნდა დატოვოს” – საია-ს თავმჯდომარე

„საქართვლეოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დატოვოს. “როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, 2020 წლის 18 ივნისს – ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ლევან კობერიძემ და ანა დოლიძემ ახალი პოლიტიკურ პლატფორმა შექმნეს. ამასთან, მიმდინარე წლის 26 მაისს, ალეკო ელისაშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიას ქმნის, ხოლო ლევან კობერიძე საქართველოს პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, სამომავლოდ ანა დოლიძე არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, პლატფორმის დაფუძნების შემდეგ, ის უკვე თანამშრომლობს პირებთან, ვისაც გაცხადებული საარჩევნო მიზნები გააჩნია. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ანამ იუსტიციის უმაღლესი…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე კომპენსაციის მიმღები 144 674 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 144 674 პირი. მათგან 84 564 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 25 369 200 ლარი. მათივე ინფორმაციით, დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 90 775 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 18 155 000 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება. „კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება. კომპენსაციების მიმღებთა რეგისტრაცია შესაძლებელია, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე https://www.moh.gov.ge/, სადაც კომპენსაციის მიმღები პირები სარეგისტრაციო…

მეტი...

“საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას განსაკუთრებული სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს” – ირაკლი კობახიძე

“ხაზს ვუსვამ ამ დოკუმენტის პარლამენტის მიერ მიღების განსაკუთრებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ მნიშვნელობას, მათ შორის, პირველ რიგში, იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარების პროცესი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განცხადა. დეპუტატის განცხადებით, ერთი საკითხი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების ვადა. „წარმოდგენილი კანონპროექტი ეხება შესაბამისი ვადის გადმოწევას. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის დანერგვას. ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ, სისტემა, რომელიც დაინერგება, იქნება შედეგობრივად იდენტური იმ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემისა, რომელიც ამოქმედდება 2024 წლიდან. კერძოდ, ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით…

მეტი...

დიღმის მასივში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში, დიღმის მასივში ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.  შინაგან საქმეთა სამინისტრო,  დიღმის მასივში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. 

მეტი...

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, 8 მარტის შეთანხმებით აღებული ვალდებულება სრულად შეასრულონ” – მამუკა მდინარაძე

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, რომელიც რაღაც პირობებს აყენებს, 8 მარტის შეთანხმებით აღებული ვალდებულება სრულად შეასრულონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩების დღევანდელი განცხადება მისასალმებელია. „8 მარტის შეთანხმების შესრულების ვალდებულება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია, ამის ვალდებულება ყველა მხარეს აქვს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, რომელიც რაღაც პირობებს აყენებს, რომელი პირობაც რეალურად არ ყოფილა 8 მარტის შეთანხმებაში ჩაწერილი,  ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ ეს ყველაფერი და არა რაღაცები მოვიგონოთ მათსავით, იქ ვნახავთ, რომ შეთანხმების პირობა იყო ის, რაზეც ჩვენ ვთანხმდებით, რის შესრულებასაც ზედმიწევნით და 100%-ით…

მეტი...

“საკონსტიტუციო ცვლილებებს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ 100-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს გარანტირებული” – მარიამ ჯაში

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი ფრაქციიდან შვიდი ხმა, ანუ 100 პროცენტიანი მხარდაჭერა გარანტირებული აქვს. „სიამოვნებით გიდასტურებთ, რომ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მხრიდან შვიდი ხმა ანუ 100-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს გარანტირებული საკონსტიტუციო ცვლილებებს. ხმები იქნება საკმარისი დამოუკიდებელი დეპუტატების და ორი ფრაქციის მონაწილეობით, რომ განხორციელდეს ეს ცვლილებები და შესაბამისად, 21 ივნისის სხდომა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცახადა დეპუტატმა. მისივე თქმით, უერთდება საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩების ერთობლივ განცხადებას. „ვუერთდები დიპლომატიური კორპუსის განცხადებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი გუნდის წევრის მხარდაჭერის საპირწონედ ორი საპარლამენტო ფრაქცია არ აპირებს მონაწილეობის მიღებას,…

მეტი...

აშშ-ში ვანდალებმა ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი ჩამოაგდეს (ვიდეო)

აშშ-ის ქალაქ პორტლენდში პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისა და რასიზმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქვეყნის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ CBS News-ი ავრცელებს. რამდენიმე ათეული დემონსტრანტმა ძეგლს ჯერ „კოლონიზატორი“ და „გენოციდის ორგანიზატორი“ დააწერეს, აშშ-ის დროშა შემოახვიეს, ცეცხლი წაუკიდეს, შემდეგ კი ჩამოაგდეს. ბოლო რამდენიმე დღეა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აზიანებენ ან აგდებენ იმ ადამიანთა ძეგლებს, რომელთაც ანტირასისტული დემონსტრაციების მონაწილეები რასისტებად მიიჩნევენ. 11 ივნისს აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს თავი მოაჭრეს. 10 ივნისს ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში…

მეტი...

როგორი იქნება ხიდი, რომლითაც მზიური ზოოპარკს დაუკავშირდება (ფოტოები)

თბილისში, “მზი­უ­რი­დან“ ზო­ო­პარ­კამ­დე სა­ფეხ­მავ­ლო ხიდი გა­კეთ­დე­ბა. რო­გორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, გარ­და ამი­სა, იგეგ­მე­ბა „მზი­უ­რის“ პარ­კის ქვე­და ნა­წილ­ში მდე­ბა­რე ყო­ფი­ლი სა­ბა­გი­რო შე­ნო­ბის რე­კონ­სტრუქ­ცია და იქ მე­დი­ა­თე­კის მსგავ­სი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ცნო­ბის­თვის, მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბის მე­ო­რე ნა­პი­რი­სა და „მზი­უ­რის“ შო­რის სა­ფეხ­მავ­ლო ხი­დის გა­კე­თე­ბა­ზე, ტენ­დე­რი გა­სულ წელს გა­მო­ცხად­და. კონ­კურ­სში შპს „ნს სტუ­დი­ომ“ გა­ი­მარ­ჯვა.

მეტი...

კანადელი მეცნიერების მტკიცებით, თვალის სიწითლე შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებაზე მიანიშნებდეს

კანადელი მეცნიერების მტკიცებით, თვალის სიწითლე შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებაზე მიანიშნებდეს.  ექიმების ინფორმაციით, უცნობი სიმპტომი 29 წლის ჰოსპიტალიზებულ პაციენტს აღმოაჩნდა. ქალის მარჯვენა თვალი აწითლებული იყო, აღენიშნებოდა მოთეთრო გამონადენი. 29 თებერვალს კანადაში დაბრუნებამდე ქალმა ერთი თვე ფილიპინებზე და ერთი დღე სან-ფრანცისკოში გაატარა. 1-ელ მარტს მას დაეწყო სურდო, ხველა და კონიუნქტივიტი. ცხელება პაციენტს არ ჰქონია, თუმცა მან აღიარა, რომ სიცხის დამწევ მედიკამენტებს სვამდა. რამდენიმე დღის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა და პაციენტი ოფთალმოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს. თვალიდან აღებულ ნაცხში ექიმებმა SARS-CoV-2 აღმოაჩინეს.

მეტი...

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერებთან მქონდა უმნიშვნელოვანესი საუბარი, ვიდეო კონფერენციის ფორმატში” – გიორგი გახარია

აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერებთან მქონდა უმნიშვნელოვანესი საუბარი ვიდეოკონფერენციის ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ევროკავშირს და პარტნიორ ქვეყნებს პანდემიის პერიოდში აღმოჩენილი დახმარებისთვის. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერებთან მქონდა უმნიშვნელოვანესი საუბარი, ვიდეო კონფერენციის ფორმატში. სანდო პარტნიორის რანგში განვამტკიცეთ საქართველოს ევროპული მისწრაფებები და მომავალზე ორიენტირებული პროგრამის მნიშვნელობას გავუსვით ხაზი. მადლობელი ვართ, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნებისადმი პანდემიის პერიოდში აღმოჩენილი დახმარებისთვის. ევროკავშირის როლი მნიშვნელოვანია კონფლიქტის გადაჭრაში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

ირაკლი კოვზანაძე საქართველოში USAID -ის ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოში USAID -ის  ოფისის ხელმძღვანელს ადამ შმიდტს შეხვდა. USAID -ის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე,   ანტიკრიზისული ბიუჯეტი,   ასევე საფინანსო სფეროში, მათ შორის საბანკო  სექტორში   არსებული ვითარება  და გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს და პანდემიის შედეგად დაზარალებულ სექტორებს.  შეხვედრაზე ისაუბრეს თუ როგორ უნდა გაძლიერდეს, კიდევ უფრო,   საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შესაძლებლობები საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისას.  ირაკლი კოვზანაძემ მადლობა გადაუხადა  საქართველოში  USAID -ის     ოფისის ხელმძღვანელს, პანდემიის პერიოდში  ქვეყნის საბიუჯეტო და საფინანსო სექტორში გაწეული დახმარებების გამო და იმედი გამოთქვა, რომ  საქართველოსა და USAID-ის  თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

მეტი...

ფინანსთა სამინისტრო მზადაა დახმარება გაუწიოს ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა ვარკეთილის შერეული ბაზრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდა და ხანძრის შედეგად გამოწვეული ზიანის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მისი თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, დახმარება გაუწიოს 15 ივნისს ვარკეთილის შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, ხანძრის ზემოქმედებისას განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერასთან დაკავშირებით. დაზარალებული მეწარმეების იდენტიფიკაციის მიზნით, ბაზრობის ადმინისტრაციასა და  შემოსავლების სამსახურს შორის განხორციელდება შესაბამისი პროცედურები, ხოლო დაზარალებულმა მეწარმე სუბიექტებმა შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართონ შესაბამისი მოთხოვნით. „აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ დოკუმენტურად დასტურდება ხანძრის ადგილზე პირის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების…

მეტი...

პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც საუბარია 8 მარტის შეთანხმებაზე, რომელიც მათივე თქმით, ისტორიული მნიშვნელობის წარმატება იყო.  “8 მარტის შეთანხმება იყო, პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობის მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება. პარლამენტი ემზადება რა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისთვის, რომლის შედეგად უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში,  კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს  8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რჩება აზრთა სხვაობა შეთანხმების  ერთობლივი განცხადების ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეთანხმებულ პირობას, რაც გულისხმობდა იმ ქმედებებზე რეაგირებას, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს  საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციად,…

მეტი...

“ბოკოვის თანამზრახველები შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ინფორმაცია ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ სუს-ის მაღალი თანამდებობის პირისგან მიიღო. როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, მიღებული ინფორმაციის თაობაზე სუს-ს ვერაფერს ეტყოდა, რადგან ინფორმაცია არ იყო დაზუსტებული და ბოლომდე სარწმუნო. „ინფორმაცია მივიღე ცხადია, არაოფიციალურად მაღალი თანამდებობის პირისგან. ინფორმაციებს სხვადასხვა ტიპის დანაშაულების შესახებ სუს-ის წყაროებიდან ვიღებთ ძალიან ბევრს. მიმდინარეობს მათი გადამოწმებაც და სუს-სვე არ ვატყობინებთ რამდენად მართალია თუ არა, დაგვიდასტურე-თქო. სპეცოპერაციის ჩატარებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვფლობდი ინფორმაციას, მაგრამ ზუსტ თარიღს ვერ ვიტყვი“, – განახცადა ნიკა გვარამიამ. კითხვაზე ჰყავს თუ არა სუს-ის მიერ დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს ვასამბეკ ბოკოვს თანამზრახველი, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი. „ჩემი…

მეტი...

“ჩემთვის ეს არ არის ვალიდური წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი” – ნიკა გვარამია სააკაშვილი – ადეიშვილის ჩანაწერზე

როგორც პროფესიონალმა, შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის ჩანაწერი ავთენტური არ არის, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, წყარო, სადაც ეს ჩანაწერი გამოქვეყნდა, მისთვის არ არის ვალიდური. „მოვისმინე ფარული ჩანაწერი, მე არ ვიცი რა ჩავაფლავე. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, ჩემთვის ეს არ არის ვალიდური წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი. ეს ფარული ჩანაწერი სიტყვა-სიტყვით აკინძულია. თუმცა, რაღაცები იკითხება ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერ ერთი კანონიერი არ არის, მაგრამ ავთენტური დანამდვილებით არ არის, ეს, როგორც პროფესიონალმა ისე შემიძლია გითხრათ. თუმცა, ვისაც რა არ უნდა ეთქვა, ამას კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, არ არსებობს უფრო აღმატებული ინტერესი ჩემთვის, ნიკა გვარამიასთვის,…

მეტი...

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატებმა საკონსტიტუციო და საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ. “მაჟორიტარებისაგან სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ, იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ჩვენი მოთხოვნების უდიდესი ნაწილი უკვე დაკმაყოფილებულია. საკონსტიტუციო ცვლილებით მაჟორიტარული შემადგენელი იქნება შენარჩუნებული და ასევე, შესაძლო ვადამდელი არჩევნები ჩატარდება არა პროპორციული სისტემით, არამედ იმ სისტემით, რომელსაც ახა ავირჩევთ. იმედი მაქვს, რომ საკმარისი ხმები იქნება,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. დღევანდელ შეხვედრას  პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილი არ ესწრება. 

მეტი...

„საქართველო და ქართველი ხალხი კარგად იცნობს საკუთარ პოლიტიკოსებს და არჩევნებზე როგორც წესი, შეცდომებს არ უშვებს“ – დიმიტრი ხუნდაძე

„საქართველო და ქართველი ხალხი კარგად იცნობს საკუთარ პოლიტიკოსებს და ყურადღებით აკვირდება მათ საქმიანობასაც და მათ პოლიტიკურ მეგობრებსაც. არჩევნებზე კი, როგორც წესი, შეცდომებს არ უშვებს“,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კონგრესმენ მარკუეინ მალინის პოზიციას, რომელიც მან „ტვიტერზე“ დაწერა. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საგარეო კურსთან დაკავშირებით ქართლ საზოგადოებას გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებული აქვს და ეს გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება. „ჩვენმა საზოგადოებამ, საგარეო კურსთან დაკავშირებით, დიდი ხანია გადაწყვეტილება მიიღო და ეს საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი უცხოელი პარტნიორები ძალ-ღონეს არ იშურებენ და ამ…

მეტი...

„ბოკერია და მისი გუნდი ივანიშვილს ვერასოდეს მოუგებს ამ ქვეყანაში“ – დავით ჭიჭინაძე

„ოპოზიციის ნაწილი ისევ მთავარი ოპოზიციის ტიტულისთვის იბრძვის, „ოცნება“ კი, ძალისხმევას არ აკლებს, რომ  რომ „ევროპული საქართველო“  გახადოს მთავარი ოპოზიცია,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე თვლის, რომ ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ ფინანსურ საკითხებში ერთმანეთს „უგებენ,“ – მანვე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ოპონენტებთან მიმართებაში მომგებიან პოზიციაშია. „ტენდერებში და ფინანსურ თემებში გადასარევად უგებენ ერთმანეთს და არანაირი პრობლემა არ აქვთ, რაც შეეხება კონკრეტულად მაჟორიტარებს,  73 ღირსეული მაჟორიტარის მოძებნა „ქართული ოცნებისთვის“  უფრო ძნელია, უფრო რთული მათი გამარჯვების უზრუნველყოფა, ვიდრე გამსხვილებულ სამაჟორიტარო ოლქებში 30 კანდიდატის დაყენება  და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება,…

მეტი...

“დააყენე ერთი ადგილი, ან ძველი ბიჭი იყავი ან პარლამენტარი” – რომან კაკულია ლევან გოგიჩაიშვილს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის განხილვას, კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიასა და დამოუკიდებელ დეპუტატს ლევან გოგიჩაიშვილს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვამ გააღიზიანა. გოგიჩაიშვილის თქმით, მის მიერ 18 დეკემბერს დარეგისტრირებული კანონპროექტი აზარტული თამაშების შესახებ ჯერ არ განხილულა. “აქ არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოში ცხოვრობენ, სადაც კანონი კანონობს და ადამიანის უფლებები არის დაცული. 18 დეკემბერს არის დარეგისტრირებული ჩემი კანონპროექტი აზარტული თამაშების შესახებ, გადადეთ მისი განხილვა შემდგომ არჩევნებისთვის. მთავრობა არეგისტრირებს კანონპროექტს და თქვენ ამას იხილავთ დაჩქარებული წესით. რა მიდგომა ან რა…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის გამო, 20 ივნისს, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნტიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ. მათივე ინფორმაციით, მელიქიშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავ ავტომობილებს შეეძლებათ, ლესია უკრაინკას, ჟვანიასა და ჩიტაძის ქუჩებზე გადაინაცვლონ, ხოლო უკუმიმართულებისას, ფურცელაძის, თაბუკაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრაონ. რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება და გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტით: N6, N14, N33, N42, N52, N58, N61, N87, N88 და N150 ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, მელიქიშვილის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე…

მეტი...

„გახარია არის ჩვეულებრივი ხეპრე და „ამბრეზურასავით“ არის გადაფარებული ივანიშვილზე“ – გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა, 20 ივნისთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გახარიამ 20 ივნისს სამართალდამცავთა ქმედებაზე ისაუბრა: „გახარია არის ჩვეულებრივი ხეპრე და „ამბრეზურასავით“ გადაფარებული ივანიშვილზე. „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა.“ – განაცხადა უგულავამ.

მეტი...

დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება

საქართველოში ეკონომიკისა და შიდა ტურიზმის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა, მაგალითად რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი  – საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები. ღია ცის ქვეშ სემინარები თუ ტრენინგები, ისევე, როგორც  ნებადართული სათავგადასავლო სახეობები უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ამასთან, შიდა ტურიზმის გახსნასთან ერთად, რისკების ეფექტური მართვის მიზნით, აქტიურად გრძელდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი, როგორც სასტუმროებში, ასევე რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებში.  მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს…

მეტი...

“სააკაშვილ-ადეიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი თუ ავთენტურია, აუცილებლად გაჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები” – სოფიო კილაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ სააკაშვილ-ადეიშვილის სატელეფონო საუბრის ავთენტურობა ვიდრე არ დადგინდება, რაიმეს თქმა გაუჭირდება. როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, მსგავსი ჩანაწერები არაერთხელ გავრცელებულა, თუ მისი ნამდვილობა დადასტურდება, მაშინ აუცილებლად გაჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები. „პირველ რიგში ამ ჩანაწერის ავთენტურობა უნდა დადგინდეს. სამწუხაროდ არაერთხელ გვინახავს გავრცელებული ჩანაწერები და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, ნამდვილად ამ ბატონებს ეკუთვნით თუ არა ეს ხმა და ამ საუბარს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი. თუ ეს ჩანაწერი არის ავთენტური და ნამდვილად ჰქონდა ამ საუბარს ადგილი, მაშინ რა თქმა უნდა, გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე,…

მეტი...

ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ვაკეში ელენე ხოშტარი იქნება, გლდანში ნიკა მელია, ისანში გიორგი ვაშაძე, სამგორში ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, შალვა ნათელაშვილი კი ნაძალადევის რაიონში იყრის კენჭს. რაც შეეხება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქსა და საბურთალოს, ოპოზიციაში საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.

მეტი...