“მე-2 ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებში COVID-19-ის მძიმე ფორმის განვითარების ალბათობა გაცილებით მაღალია” – გერმანელი და ნორვეგიელი მეცნიერები

გერმანელმა და ნორვეგიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის სიმძიმესა და პაციენტის სისხლის ჯგუფს შორის კავშირის დადგენა გადაწყვიტეს. მათი კვლევის შუალედურ შედეგებზე Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებმა COVID-19-ით ინფიცირებული 1 610 პაციენტი გამოიკვლიეს იტალიიდან და ესპანეთიდან, რომლებსაც დაავადების მძიმე ფორმა ჰქონდათ. სპეციალისტებმა მათი დნმ-ის მოლეკულები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მე-2 ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებში COVID-19-ის მძიმე ფორმის განვითარების ალბათობა გაცილებით მაღალია. კერძოდ, 1-ლი ჯგუფის სისიხლის მქონე პაციენტებთან შედარებით ეს მაჩვენებელი ორჯერ მაღალია.

თუ კვლევის შუალედური შედეგი დადასტურდა, ამას SARS-CoV-2-ით გამოწვეული პნევმონიის მკურნალობის მეთოდის გამომუშავებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. კავშირი ადამიანის სისხლის ჯგუფსა და დაავადების მიმდინარეობის შორის სხვა ავადმყოფობების შემთხვევაშიც არსებობს. მაგალითად, პირველი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებს მალარიის მძიმე ფორმები იშვიათად აღენიშნებათ, მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები კი ჭირს უფრო მარტივად იტანენ.

მსგავსი თემები