“რუსული ჯარი საქართველოდან უნდა გავიდეს – ადრე თუ გვიან, ეს მოხდება” – ეუთოში აშშ-ის ელჩი

“რუსულმა ჯარმა საქართველო და უკრაინა უნდა დატოვოს”, – ამის შესახებ განცხადება ეუთოში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა გააკეთა.

„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ მანამ, სანამ რუსული ჯარი არ შეიჭრა საქართველოში. ყველაფერი ძალიან მარტივია: რუსული ჯარი უნდა გავიდეს. საქართველოს მიზანია, ერთიანი ქვეყანა ჰქონდეს, სადაც ყველას ერთნაირად და სამართლიანად ეპყრობიან და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა ეუთოში აშშ-ის ელჩმა გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, რუსი ჯარისკაცები საქართველოში იმიტომ არიან განლაგებულნი, რომ ქვეყანას თავისი მომავლის არჩევის საშუალება არ მიეცეს.

„ადრე თუ გვიან რუსები წავლენ. საქართველოს სურს სუვერენული სახელმწიფო იყოს და თავისი მომავალი განსაზღვროს“, – დასძინა მან.

მსგავსი თემები