“კორონავირუსის ასიმპტომური გადაცემის მასშტაბის დასადგენად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო კორონავირუსის ასიმპტომური გადაცემის მასშტაბის დასადგენად.

„თებერვლის დასაწყისიდან ვამბობდით, რომ ინფიცირებული პირები, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ, კორონავირუსის დაავადების გამავრცელებლები შეიძლება იყვნენ და რომ დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო კორონავირუსის ასიმპტომური გადაცემის მასშტაბის დასადგენად. ეს კვლევები ახლა მიმდინარეობს“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში მთავარი გზა სიმპტომების მქონე პირების გამოვლენაზე, იზოლირებასა და ტესტირებაზე გადის.

მსგავსი თემები