“ნორმალური, ჯანსაღი და განვითარებული საზოგადოება უნდა უპირისპირდებოდეს „ფეიკ ნიუსს“ – არჩილ თალაკვაძე

“ნორმალური, ჯანსაღი და განვითარებული საზოგადოება უნდა უპირისპირდებოდეს „ფეიკ ნიუსს“, ამიტომ კახა კალაძის ინიციატივას მხარდაჭერას ვუცხადებ. „ფეიკ ნიუსი“ იქ არის ჭარბად, სადაც სახელმწიფო ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „ფეიკ ნიუსი“ არის დღევანდელი თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევა და განსაკუთრებით განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფოების, იქ სადაც არის თავისუფლების მაღალი ხარისხი და ინფორმაცია რეალურ გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე და გადაწყვეტილებაზე. დღეს თანამედროვე მსოფლიოში ყალბი ინფორმაცია არის გამოწვევა. ის აზიანებს საინფორმაციო ველს, ის ცვლის სიმართლეს – შესაბამისად საზოგადოებრივ პროცესს, აზიანებს კულტურას, ეკონომიკას და ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს და საფრთხეს უქმნის მოქალაქის…

მეტი...

“არ არსებობს იმის გარანტია, რომ მეცნიერები კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინის შექმნას შეძლებენ” – ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, არ არსებობს იმის გარანტია, რომ მეცნიერები კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინის შექმნას შეძლებენ. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ევროპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაქცინა შეიქმნება, იგი სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი ვერ იქნება. „ძალიან რთული იქნება იმის თქმა, რომ ვაქცინა გვექნება. ჩვენ არასდროს გვქონია ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ. ასე რომ, იმედია აღმოაჩენენ ამ ვაქცინას“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

მეტი...

“ახლა უნდა განამტკიცოთ რწმენა, რომ ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს და გიორგი ცოცხალია” – პატრიარქის სამძიმრის წერილი შაქარაშვილის მშობლებს

საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ გარდაცვლილი, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მშობლებსა და ახლობლებს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. „ლევან და თამარ შაქარაშვილების ოჯახს და ახლობლებს მწუხარებით შევიტყვეთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის ამ ქვეყნიდან წასვლის გამო და გვსურს თანადგომა გამოგიცხადოთ თქვენთვის განსაკუთრებულად მძიმე პერიოდში. ​თუმცა, სწორედ ახლა უნდა განამტკიცოთ რწმენა იმისა, რომ ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს და გიორგი ცოცხალია. მისმა უკვდავმა, ნათელმა სულმა მარადიული ჭეშმარიტი სიცოცხლის კარიბჭე შეაღო და ამ წიაღის მკვიდრი​ გახდა. ამიტომ გულისტკივილი მასთან მხოლოდ დროებით განშორების გამო უნდა გვქონდეს და შევძლოთ ლოცვითი ურთიერთობით მივუახლოვდეთ. ჩვენის მხრივ აღვავლენთ ლოცვებს გიორგისთვის,…

მეტი...

11 ქვეყანა, სადაც კორონავირუსის შემთხვევები მატულობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის 11 ქვეყანა დაასახელა, სადაც კორონავირუსის შემთხვევები მატულობს. ეს სახელმწიფოებია ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, შვედეთი და უკრაინა. მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი იზრდება. როგორც ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, „თუ ეს უყურადღებოდ დარჩება, მაშინ ევროპაში ჯანდაცვის სისტემა კვლავ უფსკრულის ზღვარზე აღმოჩნდება“.

მეტი...

„იბერიას“ ყოფილი ჟურნალისტები და ოპერატორები დეპუტატ ნატო ჩხეიძისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი ჟურნალისტები და ოპერატორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და დეპუტატ ნატო ჩხეიძეს პასუხობენ. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ნატო ჩხეიძის ცრუ და შეურაცხმყოფელი განცხადება ემსახურება მიზანმიმართულად სიცრუის გავრცელებას, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილების უგულებელყოფას, მედიის წარმომადგენლების ღირსების შელახვას. „ჩვენთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია მისი მხრიდან არაერთგზის გაკეთებული განცხადება და მედიის წარმომადგენლების დაკავშირება კონკრეტულ უწყებებთან, ასევე აღნიშნული უწყებების ინტერესების გატარებასთან. მოვითხოვთ, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებით მივმართოთ სასამართლოს. გვსურს განვმარტოთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვის შემდეგ კომპანიამ თანამშრომლების სახელფასო დავალიანების მხოლოდ ნაწილი აანაზღაურა. გარდა…

მეტი...

“მე არ მინდა 5 დღეში დაჭერილი ადამიანი, მე მინდა კონკრეტული დამნაშავე” – გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა

“მე არ მინდა 5 დღეში დაჭერილი ადამიანი, რომელიც 5 თვეში ციხიდან გამოვა მტკიცებულებების არარსებობის გამო”, – ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. მისი თქმით, მას უნდა, კონკრეტული დამნაშავე, რომელიც ისე დაისჯება, როგორც საჭიროა. “გონივრული ფარგლები, ყველა სისხლის სამართლის საქმისთვის ინდივიდუალურია. როდესაც გამოძიება ამ გონივრულ ფარგლებს მიღმა გადის, დამნაშავეების გამოვლენის თვალსაზრისით, შემდეგ უკვე ჩნდება პროტესტი და ეს პროტესტი არის სამართლიანი. მე და ოჯახი თვლის, რომ ჯერჯერობით, ჩვენ მივდივართ გონიერების ფარგლებში”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. 

მეტი...

“მზად ვარ, საგამოძიებო უწყებები თუ დამიბარებენ, მივაწოდო ინფორმაცია” – სამოქალაქო აქტივისტი გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმზე

“ცოტა ხნის წინ ჩემს ნომერზე განხორციელდა სატელეფონო ზარი და მე არც მორალური და არც მოქალაქეობრივი ვალდებულება არ მაძლევს იმის უფლებას, არ გავხადო ეს საჯარო”, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” წევრი, მიშა კაჭკაჭიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. “2 საათის წინ დაწერილი პოსტის შემდეგ, რომელიც ფეხბურთელი ბიჭის, გიორგი შაქარაშვილის, ჯერ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას ეხებოდა, დაახლოებით 40-45 წუთში როგორც აღვნიშნე, შემოვიდა სატელეფონო ზარი, რა დროსაც მიხსნიდნენ, რომ მედია ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და მედიის მხრიდან მე შეცდომაში ვარ შეყვანილი და მთხოვდა, რომ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე არ მომეთხოვა საქმის გამოძიება. გვარსა და სახელს არ…

მეტი...

პოლიციის განყოფილებაში “მერსედესის” მძღოლი იკითხება, ერთ-ერთი ინფორმაციით, სწორედ “მერსედესში” ჰქონდათ რკინის ხელჯოხი

მცხეთის პოლიციის განყოფილებაში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ ერთი მოწმე, თენგო ბარბაქაძე იკითხება, რომლის მამაც აცხადებს, რომ მისი შვილი ევროპის ჩემპიონის, გიგა ტატიაშვილის მეგობარია. თავად ტატიაშვილი კი ჩხუბში ფიგურირებს. როგორც მოწმის მამა აცხადებს, სპორტსმენი ტატიაშვილი იუბილარის კლასელია და ის აგარაკზე თავიდანვე იმყოფებოდა. ირკვევა, რომ მასვე ეკუთვნის “მერსედესის” მარკის ავტომობილი, რომელიც ახლა მცხეთის პოლიციის ეზოში დგას და დალუქულია.  მოწმის მამა, ხვიჩა ბარბაქაძე ამბობს, ტატიაშვილს არანაირი შემხებლობა არ აქვს იმ სპორტსმენებთან, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გამოემართნენ იმისთვის, რომ ურთიერთშელაპარაკებული ადამიანებისთვის დახმარება  აღმოეჩინათ.  მცხეთის პოლიციის განყოფილებაში უკვე 3 დღეა იკითხებიან მოწმეები. 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების…

მეტი...

“საქართველო ანტირუსულ რიტორიკას აფართოებს” – მარია ზახაროვა

“საქართველო ყოველგვარი მიზეზის გარეშე აფართოებს ანტირუსულ, ანტიაფხაზურ და ანტიოსურ რიტორიკას, მათ შორის ბორდერიზაციასთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, საქართველოს ხელისუფლება სოხუმთან და ცხინვალთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოებაზე უარს ამბობს. „რუსეთის მხრიდან გამოითქვა შეშფოთება ოფიაციალური თბილისის დესტრუქციული ხაზის გამო. საქართველო აფართოებს ანტირუსულ, ანტიაფხაზურ და ანტიოსურ რიტორიკას, მათ შორის ბორდერიზაციასთან დაკავშირებით ყოველგვარი მიზეზის გარეშე. გრძელდება „კოვიდ-19“-ის გავრცელების საწინააღმდეგო მოქმედების თემით პოლიტიკური სპეკულაცია და ამ ფონზე არ შეიძლება წუხილს არ იწვევდეს საქართველოს ხელისუფლების უარი სოხუმთან და ცხინვალთან კონსტრუქციული დიალოგის…

მეტი...

“ყველას უფლებაა, იყოს უზრდელი” – ნინო ლომჯარია

“თუ ვინმეს არ მოსწონს სახალხო დამცველი, ან აკრიტიკებს მის საქმიანობას, ან არის ძალიან რადიკალურად განწყობილი, მათ შორის, იყენებს არაეთიკურ, უწმაწურ გამონათქვამებს, ესეც ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და ყველას უფლებაა, იყოს უზრდელი და გამოხატოს საკუთარი აზრი, მათ შორის, უზრდელური ფორმით”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიური ანგარიშით წარდგა. მისი თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტისა და სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიმდინარეობს ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია. “ამასთან დაკავშირებით მე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია. ეს თითოეული მათგანის გადასაწყვეტია, მაგრამ არაერთი ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგები, სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები უჩვენებს, რომ განსაკუთრებით…

მეტი...

სუს-მა “მთავარი არხის“ სიუჟეტში გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „მთავარი არხის“ სიუჟეტში გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო. როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნა, 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც მოსახლეობის დეზინფორმირების მიზნით სიცრუეზეა აგებული. „სიუჟეტში საუბარია თითქოსდა, მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, მედპერსონალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას (3000-დან 10000 ლარამდე) სთავაზობენ“, – აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ, საბოტაჟის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ ის პირები, რომელთა ინტერვიუებიც, ტელეკომპანია მთავარმა არხმა „შაბათის მთავარში“ გააშუქა. „მოქალაქეებმა, რომლებიც სიუჟეტში არიან ნაჩვენები, გამოკითხვის დროს…

მეტი...

„ახალი საქართველო” მეტროსადგურ „ისანთან“ კარვის დადგმის გამო დააჯარიმეს

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პარტია „ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ხელმოწერებს აგროვებდა, რა დროსაც ადგილზე მერიის ზედამხედველობის წარმომადგენლები მივიდნენ და კონსტრუქციის დაშლა მოითხოვეს. ვაშაძის განცხადებით, მისი გუნდი მსგავს აქტივობას სხვა დროს ახორციელებდა, თუმცა რადგან ამჯერად საქმე საბანკო რეგულაციებს ეხებოდა, ამან დედაქალაქის მერის გაღიზიანება გამოიწვია. კერძოდ, საუბარია სესხებზე პროცენტის განახევრებასა და გადავადებულ სესხზე პროცენტის ჩამოწერაზე. მერიის ინფორმაციით, კარვის დასადგმელად მერიიდან სპეციალური ნებართვა იყო საჭირო. შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურმა პარტია კანონმდებლობის მიხედვით დააჯარიმა.

მეტი...

“არავის მივცემ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას განსხვავებული მოსაზრება გაუჩინონ დედაქალაქის საქმიანობაზე, ჩემს თანამშრომლებზე” – კახა კალაძე

“ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს უწყებას, დავიცავ ჩემს თანამშრომელს, რომ არავის არ მივცე იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას გაუჩინონ განსხვავებული მოსაზრება დედაქალაქის საქმიანობაზე, ჩემს თანამშრომლებზე და მე დავიცავ საკუთარ თავს იმ მხილებით, იმ კონკრეტული ფაქტებით და რეალობით რომელსაც მოსახლეობას წარვუდგენთ”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავარია ადამიანები შეცდომაში არ შევიდნენ. „მე ვარ დედაქალაქის მერი, დაახლოებით მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს თბილისში, ყველა ჩემი მხარდამჭერი არ არის, მაგრამ არსებობს ადამიანები, რომლებიც მართლა გულშემატკივრობს დედაქალაქს და ქალაქში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით გული მართლა შესტკივა და არასწორი ინფორმაციით არ გვინდა ეს ადამიანები შეცდომაში…

მეტი...

“ჩემი წარსული გამოცდილება მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადო სასამართლო საქმიანობა” – მერაბ ტურავა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მერაბ ტურავას არჩევას პლენუმის ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი. ფარული კენჭისყრა 2 საათიანი მოსმენების შემდეგ გაიმართა, რომელზეც კანდიდატების მოხსენებებს ისმენდნენ. მერაბ ტურავამ ხაზი გაუსვა საკუთარ გამოცდილებას სასამართლო სისტემაში და ასევე თქვა, რომ მისი თავმჯდომარეობის მომდევნო წლები საზოგადოებისთვის იქნება ღია და გამჭვირვალე. “ჩემი წარსული გამოცდილება მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადო, კიდევ უფრო გავაფართოვო სასამართლო საქმიანობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე,” – განაცხადა მერაბ ტურავამ.

მეტი...

განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლის შერეული მოდელით განახლების შესაძლებლობასაც განიხილავს

“ჩვენი მთავარი მიზანია, მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს, თუმცა ვმუშაობთ რამდენიმე ვერსიაზე, იქნება შერეული მოდელი, თუ სრულად განახლდება საგაკვეთილო პროცესი”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ განაცხადა. როგორც ეკა დგებუაძემ აღნიშნა, განათლების სამინისტრო ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის, რომ 15 სექტემბერს დაიწყოს ახალი სასწავლო წელი, რათა მოსწავლეებმა მიიღონ სრულფასოვანი განათლება. „სწორედ ახლა ვართ პროცესში, როდესაც ვგეგმავთ თუ რა ფორმით შევთავაზებთ მოსწავლეებს განათლებას. მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის, მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს და საკლასო ოთახში განახლდეს სასწავლო პროცესში“, – განაცხადა დგებუაძემ. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ…

მეტი...

ოკუპანტებმა ენგურის ხიდი ისევ ჩაკეტეს

ენგურის ხიდი, რომელიც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, 22 ივნისიდან იყო გახსნილი, დღეს ისევ ჩაიკეტა. ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში ე.წ. საზღვარი 794-მა მოქალაქემ გადაკვეთა. ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნების უფლება მხოლოდ ე.წ. აფხაზური პირადობისა და დროებითი საცხოვრებლის მქონე პირებს ჰქონდათ.

მეტი...

“რატომ არ იცავთ მმართველი გუნდის წევრების უფლებებს, ვერ ხედავთ რა დღეში არიან?” – ბოკერია ლომჯარიას

„რატომ არ იცავთ ამ ხალხის უფლებებს, მმართველ გუნდს ვგულისხმობ, ვერ ხედავთ რა დღეში არიან?! სულ აკრიტიკებენ, ლანძღავენ და არ არსებობს კანონი, რომ ამ ხალხს ეს კრიტიკა აუკრძალოს“, – ასე მიმართა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ სახალხო დამცველს, რომლის ანგარიშსაც მოუსმინეს და ახლა სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. „თქვენ როგორც სახალხო დამცველი დაეხმარეთ, აღარ შეუძლიათ მეტი. ბიძინა ივანიშვილს რატომ არ იცავთ, ამხელა ღვაწლი აქვს და უპატრონოდ არის მიგდებული, ვისაც რა უნდა, მასზე იმას ლაპარაკობს. თქვენ სახალხო დამცველი ხართ, აწუხებთ ეს კითხვა და იქნებ, გასცეთ პასუხი. ახლა სერიოზულად – ბატონმა რატი იაონათამიშვილმა…

მეტი...

საზღვარგარეთ თვითდასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა ინიციატივა და დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც გაიზარდა ბენეფიციართა წრე სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში თვითდასაქმებულებით. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. თურქეთში თვითდასაქმებულებმა დახმარების თხოვნით აჭარის მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს. ინიციატივის თანახმად საზღვარგარეთ და მათ შორის, თურქეთში თვითდასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. არსებული მონაცემების მიხედვით, აჭარაში ასეთი კატეგორიის 30 000 მოქალაქეა. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი იმ დოკუმენტების სია, რომლის წარმოდგენაც თვითდასაქმებულებს მოუწევთ.

მეტი...

“საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ზომების ადრეულ ეტაპზე მიღება” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის თქმით, საქართველო სერიოზულად მიუდგა ტესტირების შესაძლებლობებს მანამდეც კი, ვიდრე ვირუსი ქვეყნაში გავრცელდებოდა. „საქართველო არის ერთ-ერთი იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები ადრეულ ეტაპზე დააწესეს. საქართველო სერიოზულად მიუდგა ტესტირების შესაძლებლობებს მანამდეც კი, ვიდრე ვირუსი ქვეყნაში გავრცელდებოდა. ეს იანვარში მოხდა. ხოლო უკვე 2 მარტიდან შემოიღეს ფიზიკური დისტანცირება. ეს აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ ზომების ადრეულ ეტაპზე მიღება, რომლებიც მუშაობს. ანუ კონტაქტების გამოვლენა, მათი იზოლაცია, ტესტირება, ინფიცირებულების მკურნალობა, კონტაქტების გამოვლენა და მათი კარანტინში გადაყვანა. თუმცა, საქართველო კიდევ უფრო წინ წაიწია, ის უკვე მუშაობს ეკონომიკის აღდგენის გეგმაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვას პრიორიტეტად აცხადებს…

მეტი...

“ჩხრეკა უკანონოდ განხორციელდა” – ადვოკატი ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების სახლი წუხელ, 3-ის ნახევარზე გაიჩხრიკა. ამოიღეს ლეპტოპები, რომლებიც დაილუქა და გადაიტანეს საგამოძიებო ორგანოში”, – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარს” ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული ორი პირის ადვოკატმა, მუხრან ღურწკაიამ განუცხადა. ადვოკატი განმარტავს, რომ ჩხრეკა უკანონოდ ჩატარდა, ვინაიდან მისი თქმით, ღამის საათებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. “რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო, როცა 4-5 დღის უკან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები პოლიციის სამმართველოში დაიკითხნენ? ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებზე პირდაპირი, თუ ირიბი ზეწოლა ხორციელდება გარკვეული ინფორმაციის მიწოდების მიზნით. რა ინფორმაციაც გაგვაჩნდა, საგამოძიებო ორგანოებს მივაწოდეთ. ყველა მხარეს…

მეტი...

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს. პლენუმი, რომელიც 9 მოსამართლისგან შედგება, 15:00 საათზე შეიკრიბა. მათ არჩევანი ორ კანდიდატს – მერაბ ტურავასა და ირინა იმერლიშვილს შორის უნდა გაეკეთებინათ. ტურავა ხუთმა მოსამართლემ წარადგინა, ირინა იმერლიშვილი კი ოთხმა. თავმჯდომარე ხდება ის, ვისაც მინიმუმ 5 მოსამართლე უჭერს მხარს. კენჭისყრაში თავად კანდიდატებიც მონაწილეობდნენ.

მეტი...

“ჩამოყალიბდეს ზოგადად, რა უნდა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა” – კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე

კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილს ჩამოყალიბებას ურჩევს. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს რომელი ქვეყნის მოქალაქეა და რა საქმიანობა სურს. „ჯერ ერთი, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინაში იკავებს რაღაც თანამდებობას. უცხო ქვეყნის მოქალაქეს სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა არ შეუძლია და მიუღებელია, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. ჩამოყალიბდეს ზოგადად, რა უნდა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რა საქმიანობა სურს და არ სურს. მას ხელს არავინ უშლის, შეუძლია დაბრუნდეს და აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც წლების განმავლობაში ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე ჩაიდინა“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი...

ქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში ექსპორტზე გავიდა

„შოკური მეთოდით დამუშავებული 20 ტონა  მარწყვისა და მოცვის ექსპორტი კომპანიამ ამჯერად აშშ-ში განახორციელ,“ – შპს „გლენბერი“  სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საწარმოა, რომელიც  ქართული პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორცილებს.   . შპს „გლენბერში“ წარმოების პროცესის გასაცნობად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შიდა ქართლის მხარის რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად იმყოფებოდა. „შპს „გლენბერი“ ერთ-ერთია იმ საწარმოთა შორის, რომლის მაგალითზეც შეგვიძლია ვთქვათ, განვითარების როგორი პერსპექტივა აქვს საქართველოში სოფლის მეურნეობას და როგორ აისახება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები   ფერმერებზე. აღნიშნული  საწარმო…

მეტი...

„გამორიცხულია, ცეცხსასროლი ან ბასრი საგნით მიყენებული დაზიანება, თუმცა, ხელკეტი, ქვა და მუშტი წარმოადგენს ბლაგვ საგნებს, რა დაზიანებებიც ცხედარს ჰქონდა“ – ექსპერტი

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე ძვლების მოტეხილობებს ადგილი არ ჰქონია. ის ასევე აღნიშნავს, რომ ყური დაზიანებული იყო, თუმცა სხეულს მოცილებული არ ჰქონია. ექსპერტი ბასრი საგნით მიყენებულ და ცეცხლნასროლ დაზიანებებს ცალსახად გამორიცხავს. „გვამის გარეგანი დათვალიერებით და ვიზუალური კვლევით დაფიქსირდა არაერთი დაზიანება, რომელიც წარმოადგენს ბლაგვი ხასიათის ტრამვის კვალს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვამს ჰქონდა სხვადასხვა მოტეხილობა. მას არანაირ თავის სარქველის მოტეხილობა და ძვლების დამტვრევა არ აღენიშნებოდა. მას ჰქონდა დაზიანებები ბლაგვი ტრამვისთვის დამახასიათებელი, ქალა სარქველის მოტეხილობა არ იყო, სახის არეში ჰქონდა დაზიანებები სისხლნაღვენთების სახით. ამ ეტაპზე ნიუანსების გახმოვანებისგან თავს შევიკავებ…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილი ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. შემთხვევის დღეს, წვეულებაზე იმყოფებოდა ევროპის ჩემპიონი გიორგი ტატიაშვილიც, ოჯახი ექსპერტიზას ელოდება.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს. დადასტურდა გავრცელებული, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,  ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი გიორგი ტატიაშვილი აღნიშნულ დაბადების დღეზე იმყოფებოდა. დღეს მცხეთაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 19 ივნისის ღამეს ტატიაშვილი  დაბადების დღეზე იმყოფებოდა. ვრცელდება სხვადასხვა ვერსია მის მონაწილეობასთან დაკავშირებით, ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციაა, რომ „ტოიოტა“ ტატიაშვილს ეკუთვნოდა. „დაველოდებით შესაბამის უწყებებს და ექსპერტიზას, დანარჩენი ის ვიცი, რომ გიგა წვეულებაზე იმყოფებოდა საკუთარი ავტომობილით,“ – განაცხადა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა. ოჯახი და ახლობლები საბოლოო დასკვნას ელოდებიან: „ოჯახისთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ის, რომ ბავშვს როდის აქვს მიყენებული…

მეტი...

“ამ ეტაპისთვის ევროპის ქვეყნებშიც ფიქსირდება ინფექციის აღმასვლა, რაც წარმოადგენს ძალიან დიდ რისკს საქართველოსთვის” – ეკატერინე ტიკარაძე

ჩვენ ვტოვებთ გარკვეულ ჩარტერულ რეისებს ქვეყანაში, რომლებიც დღესაც ძალაშია და ვინარჩუნებთ იმ საკარანტინო პირობებს, რომლებიც გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ბრუნდებიან, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, იყო გარკვეული შეთანხმება ისრაელთან მიმართებაში, როდესაც განიხილებოდა ფრენების აღდგენა, მაგრამ იქ შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვეტილება შეიცვალა. „ზოგადად ორ ქვეყანას შორის ვთანხმდებით, თუ იქ არის ინფექციის აღმავალი ტალღა, მაშინ ეს გამოავლენს ძალიან დიდ რისკს საქართველოსთვის, რომ მოხდეს საქართველოშიც ინფექციის შემოტანა და ამ ინფექციის მართვის გართულება. აქედან გამომდინარე, გადაიდო ფრენები ისრაელთანაც. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები და დღესაც გვაქვს ევროპის ქვეყნებთან,…

მეტი...

“ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან” – კარლ ჰარცელი

წელს ვიწყებთ პროგრამა „safe”-ის, რომელიც უსაფრთხოებაზეა გამიზნული, რათა უკეთესად ვიმუშავოთ მესაზღვრეებთან, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩიმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ჰარცელმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე, სადაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წამყვან უწყებად დასახელდა. „ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან. კიდევ მეტად რომ ვითანამშრომლოთ ევროკავშირის მხრიდან, კიდევ უკეთესი იქნებოდა. წელს ვიწყებთ პროგრამა „safe”-ის, რომელიც უსაფრთხოებაზეა გამიზნული, რათა უკეთესად ვიმუშავოთ მესაზღვრეებთან. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითები სარფში. ევროკავშირი მუშაობს უსაფრთხოების უწყებებთან სხვადასხვა კუთხით, ეს არის დეზინფორმაციის და კიბერუსაფრთხოების ბრძოლის მიმართულება. ვმუშაობთ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მონიტორინგს…

მეტი...

ქრთამის აღების ფაქტზე ადვოკატი დააკავეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია ადვოკატი გ.ჩ. როგორც საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე ქრთამის მიცემის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ა.ლ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატმა გ.ჩ.-მ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელთან ა.ლ.-სთან ერთად, შუამავალს შესთავაზა ერთ-ერთი თანამდებობის პირისათვის ქრთამის სახით 100 000 ლარის გადაცემა, რის სანაცვლოდაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული უნდა გათავისუფლებულიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. აღნიშნულის თაობაზე შუამავალმა დაუყოვნებლივ მომართა საქართველოს გენერალური…

მეტი...

“ხანდახან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კი არა, ღმერთიც ცდება, წვიმას ისეთ დროს მოგვივლენს, რომელიც არ იყო საჭირო” – რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.  გოცირიძე აცხადებს, რომ ანგარიშს გაეცნობა და დასკვნას გააკეთებს. „სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გავეცნობით. თუ მართლა ასე თქვეს, მათ გასაგონად ვამბობ, რომ სუს-ი არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ძალოვანი შემადგენელი ნაწილი, ასევე საარჩევნო კამპანიის მთავარი მოტორი და ის, რითაც „ქართული ოცნება“ ატარებს არჩევნებს და რომლის მთავარი შინაარსია – მოსყიდვა, დაშინება, მუქარა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ივანიშვილის ფულის გამოყენება. სუს-ს საკუთარი ფინანსური, ადმინისტრაციული საკადრო რესურსების 90 პროცენტი მიმართული აქვს პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და თვალთვალისკენ და არა იმისკენ, რომ ჯაშუშებს ებრძოდნენ. სუს-მა რვა წლის განმავლობაში რომელი ერთი ჯაშუში გამოავლინა? ერთი გვარი…

მეტი...

“პრემიერმა ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ორჯერ ჩააგდო ნოკაუტში” – მამუკა მდინარაძე

მხოლოდ ორატორობა არ არის საკმარისი, მართალი უნდა იყო, როცა გინდა, პოლიტიკური დებატები მოიგო. ამ შემთხვევაში, გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების” მხარეს არის სიმართლე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ ხვალ პრემიერ-მინისტრის საქართველოს პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა. „თქვენ იცით, რომ გიორგი გახარია ბოლო პერიოდში პარლამენტში ორჯერ იყო მოსული და სკეპტიციზმი იმის თაობაზე, რომ საერთოდ არ მოდიოდა, ჩამოიშალა. ხვალ მესამედ მოდის და დარწმუნებული ვარ, ისევ ისეთი ამომწურავი პასუხები ექნება, როგორც წინა ორ შემთხვევაში. თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ორჯერ ნოკაუტში ჩააგდო. გუშინ, სოციალურ ქსელში ვარჯიშის სურათები დადეს, რომ ეტყობა…

მეტი...

“ის პრემიერ-მინისტრია, თუ მენეჯერია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სამართავად დანიშნა” – ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი გახარიაზე

„ხვალინდელი დღე მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გამოიყენონ და ქვეყანაში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე ისაუბრონ,“ – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გახარიასთან ერთ-ერთი მთავარი კითხვა ექნება, ის პრემიერია, თუ მთავრობის სამართავად დანიშნული მენეჯერი. „ვფიქრობთ, რომ ხვალინდელი დღე მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ, ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე. კარგი იქნება, თუ გახარიასგან მივიღებთ ისეთ პასუხებს, სადაც ის სხვადასხვა საკითხზე პასუხისმგებლობას იღებს. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაზეც მისგან მინდა, პასუხი მივიღო არის: ის პრემიერ-მინისტრია, თუ მენეჯერია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სამართავად დანიშნა? ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. თუ გახარია გვეტყვის, რომ ის მენეჯერია, მაშინ მის მიმართ ინტერესი…

მეტი...

“20 ივნისის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით რასაც ვსწავლობდით, ნამდვილად ვფიქრობთ, რომ გამოძიება არ იყო კრიტიკული” – ნინო ლომჯარია

ვიმედოვნებ, გამოძიება გააქტიურდება, რადგან ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ პროკურატურამ არ გაითვალისწინა მთელი რიგი რეკომენდაციები, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 20 ივნისის საქმის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა. „20 ივნისის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით რასაც ვსწავლობდით, რა მასალებიც შევისწავლეთ, ნამდვილად ვფიქრობთ, რომ გამოძიება არ იყო კრიტიკული, კრიტიკულად არ დაიკითხნენ მოწმეები, რაც გამოკვეთდა პასუხისმგებელი პირების როლს, ვთქვათ, აქციის დაშლის დროს ძალის გადამეტების პროცესში, ან მათი მხრიდან ჩადენილი უმოქმედობის შესახებ უფრო მეტად გამოკვეთდა მათ როლს სამსახურეობრივ გულგრილობასა თუ უმოქმედობაში. მე იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით გამოძიება გააქტიურდება, რადგან ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ პროკურატურამ არ გაითვალისწინა…

მეტი...

“მსოფლიოში მოსალოდენლია სულ მცირე 4,9%-ით ეკონომიკის შემცირება, დაცემა, მათ შორის 10% არის პესიმისტური პროგნოზი” – ნათია თურნავა

წელს ჩვენ ველოდებით დაღმასვლას, არ გამოვრიცხავ, კონკრეტულ კომპანიებს გაუუარესდეთ ფინანსური მდგომარეობა, სწორედ ამის საწინააღმდეგოდ არის მიმართული ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ბიზნესის დასახმარებლად, ძალიან დიდი პროგრამა მუშავდება, ეს არის პოსტკრიზისული სტრატეგია, რომელიც მუშავდება უცხოელ პარტნიორებთან ერთად. „ეკონომიკური მდგომარეობა მსოფლიოში არის ძალიან მძიმე. სულ ახლახანს გამოქვეყნდა სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზი წლევანდელი წლის მსოფლიო ეკონომიკის, რომელიც არის კიდევ უფრო მეტად გაუარესებული. მსოფლიოში მოსალოდენლია სულ მცირე 4,9%-ით ეკონომიკის შემცირება, დაცემა, მათ შორის 10% არის პესიმისტური პროგნოზი. ეს არ შეიძლება არ აისახებოდეს…

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინო ზონიდანაა

კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან ორი კარანტინის ზონიდანაა, ერთი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. „ახალი შემთხვევებიდან ერთი არის ჩვენს პანციენტთან კონტაქტში მყოფი პირი. მეორე პაციენტი საკარანტინო ზონიდან არის შემოსული, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან შემოვიდა. საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა და ჩვენთან გადმოიყვანეს. ორივე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ჩატარებული კვლევების მიხედვით, დაავადების პროგრესირების ნიშნები არ არის“, – განაცხადა ეზუგბაიამ. მისივე თქმით, დღეისთვის კოვიდცენტრებში 127 პაციენტი მკურნალობს. სულ კორონავირუსით ინფიცირების 917 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ხუთით გაიზარდა და 776-ს შეადგენს. ინფექციურ საავადმყოფოში…

მეტი...

“ჩვენი ფუნქცია რეგიონში და ეს არის პირველ რიგში უსაფრთხოება და სიმშვიდე რეგიონში” – გიორგი გახარია

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც ეხება ტერორიზმის შესახებ 2019 წლის მონაცემებს, საქართველოს სპეციალური სამსახურების ქმედითუნარიანობა უმაღლეს დონეზეა შეფასებული. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენსა და სტრატეგიულ პარტნიორს შორის, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა იყოს სულ უფრო ეფექტური. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გვაქვს ჩვენი ფუნქცია რეგიონში და ეს არის პირველ რიგში უსაფრთხოება და სიმშვიდე რეგიონში და ამ მიმართულებით თანამშრომლობა აშშ-თან იძენს სულ უფრო მეტ დატვირთვას და შინაარსს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სუს-ი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში…

მეტი...