წინ ეროვნული გამოცდებია – რა გავლენის მოხდენა შეუძლია არაკონდიცირებულ, ცხელ ოთახს აზროვნების პროცესზე

“ახალმა კორონავირუსმა მთლიანად შეცვალა პლანეტის დღის წესრიგი, რაც პრაქტიკულად ყველა სფეროზე აისახა, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების დაცვა, რაც აქამდე არასოდეს დაგვჭირვებია, დღეს უკვე ჩვენი ყოველდღიურობაა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავართან“ პედიატრმა თამარ ობგაიძემ ისაუბრა.


ობგაიძის განმარტებით, წინ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებია და როგორც მედიკოსი აღნიშნავს, კორონავირუსთან დაკავშირებული სიფრთხილის ზომები ამ სფეროზეც აისახება.


„სწორედ უსაფრთხოების მიზნით ჩაითვალა საჭიროდ, არ იქნას გამოყენებული კონდიცირების სისტემები.თუმცა იმედია, გამოცდებამდე მიღებულ იქნება ახალი მტკიცებულებები და ეს აკრძალვა გადაიხედება, მაგრამ რა გავლენა აქვს მაღალ ტემპერატურას ადამიანის ორგანიზმზე? გარემო ფაქტორები, მათ შორის ამინდის, ოთახში ტემპერატურის, ჰაერის შემადგენლობის, ტენიანობის ცვლილებები გავლენას რომ ახდენს ადამიანის ორგანიზმის ბევრ ფუნქციაზე, მეცნიერებისათვის დიდი ხანია ცნობილია.
კარგა ხანია დეტალურადაა შესწავლილი არამარტო მეტეოფაქტორების ზემოქმედება, არამედ ცალკეული ფიზიკური ფაქტორის გავლენაც, მათ შორის, ისიც, თუ როგორ მოქმედებს გარემოს მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციაზე.
თერმული კომფორტის შეგრძნების დარღვევას შეუძლია ზემოქმედების მოხდენა შრომის ნაყოფიერებაზე და ეს რათქმაუნდა, გონებრივი შრომაზე აისახება.
მაშ, არის თუ არა კავშირი სითბურ სტრესსა და კოგნიტურ ფუნქციას შორის?
სითბური სტრესი სამეცნიერო ლიტერატურაში ერთ-ერთ პროფესიულ რისკადაა მიჩნეული,“ – განუცხადა ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარს.“

პედიატრი იმ კვლევებსაც იშველიებს, რაც წლების წინ მეცნიერულ დონეზე დამტკიცდა და სადაც აღნიშნულია, რომ მაღალი ტემპერატურა დაკავშირებული იყო საფრთხის მატებასთან:


„ჯერ კიდევ 1983 წელს Ramsey-ს და თანაავტორთა მიერ 14 თვის მანძილზე განხოცრიელებულმა დაკვირვებამ ქარხნების მუშებზე (სულ 17000 დაკვირვება) აჩვენა, რომ სამუშაო გარემოში მაღალი ტემპერატურა დაკავშირებილი იყო საფრთხის მატებასთან, რაც მუშის გაუფრთხილებლობით ხდებოდა. ამ გარემოში იზრდებოდა უბედური შემთხვევების რიცხვი საშუაო ადგილზე ყურადღების მოდუნებასთან დაკავშირებით.
მეცნიერთა დაკვირვებით, ოთახის მაღალი ტემპერატურა ნაკლებად მოქმედებს მარტივი სამუშაოს ჩატარების უნარზე, მაგრამ რთული სამუშაოების შესრულებაზე, რაც უფრო მეტ ყურადღებასა და აზროვნებასთანაა კავშირში, გავლენა ცალსახაა.
Laurent JG და თანაავტორთა მიერ (2016 წ) დაკვირვება წარმოებდა 44 სტუდენტზე, რომელთა საშალო ასაკი 20,2 წელი იყო. კვლევით დადგინდა, რომ ოთახის მაღალ ტემპერატურაზე ( >26 გრადუსზე) ცდის პირთა ყურადღება, რაც რამდენიმე ტესტით ფასდებოდა, უფრო დაბალი იყო. ეს კი, რათქმაუნდა, მათ აკადემიურ მოსწრებაზე აისახება.
საინტერესოა ოთახის მაღალი ტემპერატურის გავლენა სხვადასხვა საგნებში მოსწრებასთან დაკავშირებით. Wargocki P და Wyon DP მონაცემებით, მათემატიკის გაკვეთილებზე იმ ოთახში, სადაც ტემპერატურა 27 გრადუსი იყო, 30%-ით დაბალი აღმოჩნდა მოსწავლეთა ტესტირების შედეგები, 20 გრადუსიან ოთახში ჩატარებული ტესტირების შედეგებთან შედარებით შედარებით.
რაც შეეხება კითხვის გაკვეთილებს, აქ ოთახის მაღალი ტემპერატურის ზეგავლენა უფრო ნაკლებად ვლიდნებოდა – სულ 5,7%-ით მეტი იყო მოსწრება დაფიქსირდა იმ ოთახის მოსწავლეთა შორის, სადაც ტემპერატურა 22,5 გრადუსი იყო .
Kabanshi A და თანაავტორებმა (2015 წ) შეისწავლეს ოთახის მაღალი ტემპერატურის, კონდიცირების და ხმაურის გავლენა სტუდენტების სწავლის პროცესზე. აღმოჩნდა, რომ ოთახის მაღალი ტემპერატურა უარყოფად მოქმედებდა წერის და ლოგიკასთან ასოცირებულ უნარებზე,“- აღნიშნა ობგაიძემ.


მსგავსი თემები