“ვირუსი სიჩქარეს იკრეფს” – ჯანმოს დირექტორი

  •  

 “მწარე რეალობა ის არის, რომ პანდემია დასრულებასთან ახლოსაც კი არ არის, ვირუსი სიჩქარეს იკრეფს”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. „ვირუსს გავრცელებისთვის ჯერ კიდევ დიდი სივრცე აქვს. ყველას გვსურს, რომ ეს ვირუსი დასრულდეს, თუმცა მწარე რეალობა ის არის, რომ პანდემია დასრულებას არც კი მიახლოვებია. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ბევრმა ქვეყანამ პროგრესს მიაღწია, პანდემია სიჩქარეს იკრეფს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა, ხოლო 502 000 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მეტი...

“შესაძლებელია, საკარანტინო ზონებში საარჩევნო უბნები დაემატოს” – ირაკლი კობახიძე

  •  

 ირაკლი კობახიძის განცხადებით, არაა გამორიცხული საკარანტინო ზონაში დაემატოს სპეციალური უბნები, რომ კარანტინში მყოფ მოქალაქეებს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვის საშუალება მიეცეთ. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გადაწყვიტოს. „შეიძლება ცესკო-მ მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამის სივრცეში სპეციალური საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, მაგალითად თუ არის სადმე სასტუმროში საკარანტინო სივრცე, იქ შეიძლება ცალკე შეიქმნას კომისია, ცალკე ჩატარდეს არჩევნები, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი და „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების პირობები განიხილეს.

მეტი...

რუხის საავადმყოფოში ბოლო კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა

  •  

 რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ბოლო კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა.  გამოჯანმრთელებული პაციენტი 17 მაისიდან მკურნალობდა რუხის საავადმყოფოში. ის ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან იყო.  რუხის საავადმყოფოში სულ 14 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობდა. ამ დროისთვის ყველა გამოჯანმრთელებულია.

მეტი...

“საქართველო საზღვრების გახსნას თუ გაუძლებს, ეს იქნება ისტორიული მოვლენა, მთელი მსოფლიო ჩვენზე ილაპარაკებს” – თენგიზ ცერცვაძე

  •  

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განაცხადებით, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობით საქართველო არის ბედნიერი და იშვიათი გამონაკლისი მთელ მსოფლიოში. მისი თქმით,  თუ შევძელით, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, საქართველო იქნება თითით საჩვენებელი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის. „მთელ მსოფლიოში საშუალოდ იზრდება ყველგან შემთხვევათა რაოდენობა. ზოგიერთ ქვეყნებში, ძირითადად ევროპის ქვეყნებში იკლებს, მაგრამ არა ისე, როგორც საქართველოში. უშუალოდ ჩვენ სამეზობლოში არ იკლებს, იზრდება კიდეც. სულ ხუთი-ექვსი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ჩვენნაირი სურათია ვირუსის. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, ესტონეთი, ლატვია. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ქვეყნებში დღეს არის ცოტა შემთხვევა, იმდენი, რამდენიც საქართველოში, თორემ ჯამური შემთხვევები იქ გაცილებით მეტია. მსოფლიოს 30 ქვეყანაში…

მეტი...

“2 ნაბიჯი და ვახო ახვლედიანიც არაგვში აღმოჩნდებოდა” – შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულის ადვოკატი

  •  

 18 ივნისის ღამის ერთ-ერთი დაზარალებული, ვახო ახვლედიანი არის ის ახალგაზრდა, რომელმაც ბოლოს ნახა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი. ადვოკატის, მზია ქასრაშვილის თქმით, როდესაც ახალგაზრდებს თავდამსხმელი მისდევდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მოახერხა ბუჩქებში დამალვა, შაქარაშილის კვალი კი ამის შემდეგ იკარგება. “ძალიან სწრაფი ნაბიჯებით პირველი გარბოდა გიორგი შაქარაშვილი, მეორე – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და უკან მისდევდა გურამ ამირხანაშვილი. როდესაც მათ ხიდის მოპირდაპირე მხარე გადაკვეთეს, სადაც კი პირველივე ჩასახვევი ნახა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, იქვე შეუხვია. გიორგი კი წინ გარბოდა. ამის შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თვალთახედვის არიდან გაქრა გიორგი და არ ვიცით, საით წავიდა. როგორც…

მეტი...

ანა გაბეჩავა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დეტალებს იხსენებს – რას წერს იუბილარი გოგონა ჩვენებაში

  •  

 18 წლის გოგონა, რომლის დაბადების დღეზეც იმყოფებოდა გარდაცვლილი ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი, მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება.  როგორც ანი გაბეჩავა ამბობს, დაბადების დღეზე დაპატიჟა მეგობრები, კლასელები და უბნელები. მისი თქმით, მათ შორის თავიდანვე იყო დაძაბულობა, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, კონფლიქტი აქამდე თუ განვითარდებოდა. პირველი სისხლიანი გარჩევა იყო აგარაკის ეზოში. 18 წლის გოგონას თქმით, ახალგაზრდები ერთმანეთს ქვებით დაუპირისპირდნენ. როგორც გაბეჩავა იხსენებს, მან მეგობარი გოგონების დახმარებით გაანეიტრალა სიტუაცია და თანატოლებს სთხოვა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ტერიტორია. ამის შემდეგ მთავრდება კონფლიქტი. გოგონები მიდიან ლისზე იმისთვის, რომ წვეულება გააგრძელონ.  როგორც ირკვევა ანი გაბეჩავამ არაფერი იცოდა გზატკეცილზე მომხდარი კონფლიქტის მეორე…

მეტი...

“თუ დღევანდელი სიტუაცია შენარჩუნდება, არჩევნების ჩატარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება” – ამირან გამყრელიძე

  •  

 “თუ დღევანდელი სიტუაცია შევინარჩუნეთ არჩევნების ჩატარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „განვიხილეთ პრინციპების დონეზე წარმოდგენილი დოკუმენტი, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, როგორ უნდა მისცენ ხმა კოვიდინფიცირებულებმა, კარანტინში მყოფებმა და ასევე თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა. ეს პრინციპები დაკონკრეტდება ცესკო-ს შესაბამის ნორმატიულ აქტებში, რომელიც შემუშავდება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. აქ საუბარია, როგორც ამომრჩევლის უსაფრთხოებაზე, რომ დაცული იყოს მისი უსაფრთხოება, ასევე საარჩევნო კომისიის წევრების უსაფრთხოებაზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები, იმ ნორმატიულ აქტებში მონაწილეობას ჩვენც მივიღებთ, რომელიც ცესკო-მ უნდა შეიმუშაოს“, – განაცხადა გამყრელიძემ. ქვეყანაში კორონავირუსი 926 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 791…

მეტი...

პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების შესახებ, საქართველოს პარლამენტში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

  •  

 საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი და „კოვიდ19“-ის პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების პირობები განიხილეს. როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სამინისტროების, საპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებისა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ამოცანის უზრუნველყოფის საკითხები განიხილა. შეხვედრას დაესწრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე. შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო პროცესში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებსა და ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს. იმსჯელეს კარანტინის ზონებში, პანდემიის პირობებში არჩევნების…

მეტი...

“ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ” – ევროკავშირი

  •  

 ევროკავშირი საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. „ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, წინააღმდეგ. ყველა აქტორმა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ავრცელებს.

მეტი...

აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფიცირებულები ტრაილერის მძღოლები არიან

  •  

 ბათუმში covid19-ის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე პაციენტი შუახნის მამაკაცია. ისინი ტრაილერის მძღოლები არიან და ბოლო 24 საათის განმავლობაში სარფის საბაჟო გადმოკვეთეს. მათ საბაჟოზე თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდათ, ისინი საზღვრიდან პირდაპირ ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, ამ შემთხვევაში ვირუსი მსუბუქი სიმპტომატიკით მიმდინარეობს და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღსანიშნავია, რომ აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ დღეს პირველად დაფიქსირდა.

მეტი...

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან განიცდის, მას ფსიქოლოგი სჭირდება” – 18 ივნისის ღამით დაზარალებულის ადვოკატი

  •  

 “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან განიცდის და ვერ გრძნობს თავს კარგად. მას ძალიან კარგი ფსიქოლოგი სჭირდება, რომ დალაგდეს და დამშვიდდეს”, – ამის შესახებ 18 ივნისის ღამის ერთ-ერთი დაზარალებულის, ვახო ახვლედიანის უფლებადამცველმა განაცხადა.  ადვოკატ მზია ქასრაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი დაბადების დღის წვეულებაზე გაიცნო. მისივე ინფორმაციით, როდესაც გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი, თავად ვახო ახვლედიანი და კიდევ ერთი ბიჭი, გურო, რომელიც გამოძიების ოქროს მოწმეა, უცნობი პირების მხრიდან თავდასხმის შიშით ხიდიდან არაგვის პირისკენ, სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ, ახვლედიანს შაქარაშვილი აღარ დაუნახავს. “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თვალთახედვის არედან გიორგი დაკარგა და არ იცოდა სად იყო, რომ მიშველებოდა. კონფლიქტის შემდეგ,…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

  •  

 საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს ისტორიული დღეა. „ხელი მოვაწერე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში დღეს ახალ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს, ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას და ასევე ყველა წევრს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რეალურად ყველა უჭერს მხარს. ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, დემოკრატიისკენ, სტაბილურობისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი და სერიოზული ნაბიჯი იმ არჩევნებისკენ, არჩევნების დღისკენ, რომელიც გველოდება ოქტომბერში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით…

მეტი...

ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა

  •  

 გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ Al-Jazeera ავრცელებს. თეირანის პროკურორის, ალი ალყასიმერის განცხადებით, ირანი დონალდ ტრამპსა და კიდევ 30 პირს 3 იანვარს გენერალ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციის ორგანიზებაში ადანაშაულებს. 3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.

მეტი...

„აღმოაჩინე ის, რაც შენია, იმოგზაურე საქართველოში“- შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ახალი კამპანია დაიწყო

  •  

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ახალი კამპანია წამოიწყო. „აღმოაჩინე ის, რაც შენია – იმოგზაურე საქართველოში“ – ამ სლოგანით ადმინისტრაცია მედიასაშუალებებით: სატელევიზიო რეპორტაჟების, ბლოგების მომზადებით, სოციალური ქსელებითა და საინფორმაციო სააგენტოებით ინფორმაციის მიწოდებით ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას განახორციელებს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად, ტურიზმის ადმინისტრაცია რეგიონებში ახალ, საინტერესო ტურისტულ პროდუქტებსა და აქტივობებს გაუწევს პოპულარიზაციას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ტურისტული სექტორის განვითარებას, როგორიცაა სასტუმროები, კვების ობიექტები, სანტრანსპორტო კომპანიები, გიდები და ა.შ. „შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ჩვენ დავიწყეთ პროექტი „აღმოაჩინე…

მეტი...

„ვინც ხმა არ მისცა კონსტიტუციურ ცვლილებებს, ქართულ საზოგადოებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან აგებს პასუხს“ – მამუკა მდინარაძე

  •  

 „ვინც დღეს ხმა არ მისცა კონსტიტუციურ ცვლილებებს, თავის ამომრჩეველთან, ქართულ საზოგადოებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან აგებს პასუხს. საერთო კონსენსუსი რომ ყოფილიყო, შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო ისევ მათთვის,  თუმცა ჩვენ მათ გარეშეც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, –  განაცხადა რუსთავი-2-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, კონსტიტუციური კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ, რადიკალური ოპოზიცია სპეკულირებდა, რომ თითქოს მათ გადაარჩინეს პროპორციული სისტემა და ეს იყო ისეთივე ტყუილი, როგორ ტყუილებზეც იყო მათ მიერ აგებული  ორწლიანი კამპანია  რუსთავი 2 -ს საქმეზე, რომ თითქოს ვიღაც იჩაგრებოდა, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს ყველაფერი  იყო ტყუილი. მამუკა…

მეტი...

“მე ის აღვნიშნე, რაც 8 მარტს მიღწეულ წერილობით შეთანხმებაში შედის” – ჰუბერტ ქნირში ოპოზიციის ბრალდებებზე

  •  

 ზოგიერთ ადამიანს ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონდა ჩემს ნათქვამზე, რაც არ ყოფილა რამე განსაკუთრებული და ეს ადრეც მითქვამს, – განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე. „მე ის აღვნიშნე, რაც 8 მარტს მიღწეულ წერილობით შეთანხმებაში შედის. ვიცი, რომ პოლიტიკაში, არამხოლოდ ქართულ პოლიტიკაში არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც, ხალხი ძალიან სწრაფად აჟიტირდება, იყენებენ საკმაოდ ხისტ ენას და საშუალებებს საკუთარი აზრის გამოსახატად. ეს არ არის ძალიან მოულოდნელი. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სფეროში მოღვაწე ადამიანებმა პატივი სცენ ერთმანეთს და იმედი მაქვს, რომ ეს გამოცდილება საქართველოში ხელს შეუწყობს ამის განვითარებას.ეს ყველაფერი უკვე დასრულდა,…

მეტი...

პრემიერმა ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაათვალიერა

  •  

 ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, – საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები პრემიერმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაათვალიერა. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 17 ხიდზე და ოთხ გვირაბზე ხორციელდება. „ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას ართულებს. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. საკურორტო ზონაში ასევე მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა. პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე…

მეტი...

“გულითადად ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას” – ელჩების ერთობლივი განცხადება

  •  

 გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას, – ამის შესახებ აღნიშნულია პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩების ერთობლივ განცხადებაში. ელჩები პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას მიესალმებიან. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ. ამასთან, ელჩების თქმით, სამწუხაროა, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა. „გულითადად ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდასა და უფრო ფართო წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში. ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა…

მეტი...

“აშშ მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

  •  

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა. „აშშ მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას, რომლითაც უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა ყალიბდება. ძირითად პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად მიღებული, ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს უფრო მეტი სტაბილურობისა და საპარლამენტო პლურალიზმის განვითარებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ საქართველოს პარლამენტს მოვუწოდებთ, საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა მიიღონ, რომელიც მთლიანად მოიცავს ეუთოს რეკომენდაციებს და საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ეფექტურად დანერგოს ეს კანონმდებლობა. საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მთავარი გამოცდა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება იქნება, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანს წარმოადგენს. წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი…

მეტი...

“ეს არის იმ ფაქტის კიდევ ერთი დემონსტირება, რომ ქვეყანა დემოკრატიის შეუქცევად გზაზე დგას” – კახა კალაძე

  •  

 საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, ისტორიული და ისტორიულზე მეტად, ლოგიკური ამბავია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძემ სოციალურ ქსელში წერს. როგორც კახა კალაძემ აღნიშნავს, ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა ამ გადაწყვეტილებამდე. „მოხარული ვარ, ჩვენმა ხელისუფლებამ გამოავლინა პოლიტიკური ნება და გამბედაობა ამ ცვლილების განსახორციელებლად. ეს არის იმ ფაქტის კიდევ ერთი დემონსტირება, რომ ქვეყანა დემოკრატიის შეუქცევად გზაზე დგას და ვერავითარი ძალა ამ რეალობას ვერ შეცვლის. მთელი ეს პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა ქვეყნის მოსახლეობის, ჩვენი პარტნიორების, მეგობრების თვალწინ და ამ პროცესში ნათლად გამოჩნდა, ვინ ვინ არის, ვის რა ინტერესი აქვს. პოლიტიკური პროცესის დინამიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა…

მეტი...

“კონსტიტუციური ცვლილებები დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია” – ჯასტინ მაკენზი სმიტი

  •  

 დღეს ისტორიული დღეა, კონსტიტუციური ცვლილებები დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია, – ასე ეხმაურება საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას. დიდი ბრიტანეთის ელჩმა მისალოცი ტექსტი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ინგლისურად და ქართულად დაწერა. „დღეს ისტორიული დღეა. კონსტიტუციური ცვლილებები დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი და პლურალისტული იქნება და მეტ ადამიანს ექნება საშუალება, საქართველოს მომავლის შენებაში შეიტანოს წვლილი. ვულოცავ საქართველოს ხალხს, მათი ნება ურყევია“, – წერს საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი. 117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

მეტი...

“გიგა ტატიაშვილი ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი არ არის” – ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

  •  

 “გიგა ტატიაშვილი ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი არ არის”, – ამის შესახებ ნათქვამია ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის განცხადებაში. ფედერაცია სთხოვს ყველას, მეტად ფრთხილები და ყურადღებიანები იყვნენ ინფორმაციის გავრცელებისას. „ბოლო დღეებში, მასმედიაში რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს მოჭიდავე გიგა ტატიაშვილი. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია აზუსტებს, რომ ტატიაშვილი არაა ჩვენს ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი და სთხოვს ყველას, მეტად ფრთხილები და ყურადღებიანები იყვნენ ინფორმაციის გავრცელებისას. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ 19 წლის წევრის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გიორგი შაქარაშვილის…

მეტი...

„კრიმინალური ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებებმა ვერაფერი დააკლო დღევანდელი დღის უმნიშვნელოვანეს შედეგს“ – დავით მათიკაშვილი

  •  

 „კრიმინალური ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებებმა ვერაფერი დააკლო დღევანდელი დღის უმნიშვნელოვანეს შედეგს: საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ჩვენი ქვეყნისათვის უაღრესად პროგრესული საკონსტიტუციო ცვლილებები. დღეს, 117 ხმით 3 ის წინააღმდეგ “ქართულმა ოცნებამ”, მულტიფრაქციულად, დამოუკიდებელი დეპუტატების და კონსტრუქციული ოპოზიციის მხარდაჭერით, მესამე მოსმენით მიიღო კონსტიტუციური კანონპროექტი, რითაც დაასრულა ფასილიტატორი ელჩების და ქართული საზოგადოების წინაშე დადებული 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება“,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ფბ-ის საკუთარ გვერდზე. დავით მათიკაშვილის თქმით, საბოლოოდ წერტილი დაესვა კრიმინალური ოპოზიციის სპეკულაციებს და საერთაშორისო დონეზე გაშიშვლდა ნაციონალური მოძრაობის რეალური, ანტიდასავლური სახე. „საბოლოოდ წერტილი დაესვა…

მეტი...

„მთავარია, ახლა გავარკვიოთ ბავშვი რატომ მოგვიკლეს“ – გიორგი შაქარაშვილის ოჯახი

  •  

 „ჩვენი ინტერესია, გავერკვეთ, გიორგი როგორ აღმოჩნდა მდინარეში. მოწმეები დაგვეხმარონ და მათი ინტერესი დაფასდება,“ – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. მირიან ნიკოლაძე 17 პირის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის ოჯახის მთავრი კითხვაა თუ როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა ფეხბურთელი მდინარეში. „გარდა იმის, რაც ერთი შეხედვით ჩანს, ხორციელდება უამრავი საგამოძიებო მოქმედება. ერთი წამით არ შეფერხებულა რეჟიმი და იმედი გვაქვს მივუახლოვდებით იმ ამოცანის ამოხსნას, რაც ყველას ასე გვაინტერესებს. პატიმრობაში დატოვების შესხებ გადაწყვეტილებას, 17 პირის მიმართ ვეთანხმები, სასამართლო პროცედურებით ყველაფერი გაირკვევა. მე მოვუწოდებ ყველა ბრალდებულს, ვინც მონაწილეობდა გიორგის დევნაში,…

მეტი...

“სააკაშვილი-ბოკერია-რურუას ტრიადამ „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ამხილა” – ანრი ოხანაშვილი

  •  

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს, ამან კიდევ ერთხელ გააშიშვლა მათი რეალური სახე, რომ ისინი არიან ანტიდასავლური ჯგუფები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ანრი ოხანაშვილის თქმით, სააკაშვილი-ბოკერია-რურუას ტრიადამ „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ამხილა. „ეს ნამდვილად ისტორიული კენჭისყრა იყო ჩვენი ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების გზაზე. „ქართული ოცნების“ გუნდმა დანაპირები რაც გასცა, შეასრულა. რომ არა „ქართული ოცნების“ გუნდი, ეს ცვლილებები ვერ განხორციელდებოდა. ჩვენ შევძელით, პარლამენტის იმ წევრებთან ერთად, ვინც ამ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, ერთობლივად ცვლილებების ასახვა. ის, რომ დანაშაულებრივი ორგანიზაციის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს,…

მეტი...

“ევროკავშირთან ჩვენს ურთერთობებს სატრანსპორტო თვალსაზრისით არაფერი ემუქრება” – გიორგი გახარია

  •  

 ყველაფერს გავაკათებთ იმისთვის, რომ როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნათ საზღვრები. ერთი რამ გაითვალისწინეთ: თითოეულ ჩვენს ნაბიჯს იმ სპეკულირების ნაცვლად, რომელსაც პარლამენტიდან დაწყებული ზოგიერთი ტელევიზიის საშუალებით ავრცელებენ, რეისები რატომ გადადეთ, აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზი და ეს მიზეზი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბათუმში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარიას განმარტებით, რეგიონში სერიოზული ეპიდაფეთქებაა და მთავრობას გადაწყვეტილება თითოეულ პარტნიორთან მოლაპარაკებების საფუძველზე აქვს მიღებული. „ევროკავშირთან ჩვენს ურთერთობებს სატრანსპორტო თვალსაზრისით არაფერი არ ემუქრება. თითოეული ნაბიჯი გაზომილი გვაქვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თითოეული ნაბიჯი გამოწვეული და განპირობებულია პირველ რიგში…

მეტი...

“ახლა არც რეიტინგებისთვის მცალია, არც წინასაარჩევნო კმაპანიისთვის” – გიორგი გახარია

  •  

 მე ახლა არც რეიტინგებისთვის მცალია და ჯერ არც წინასაარჩევნო კამპანიებისთვის ან სიებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება კრიზისის ეკონომიკური შემადგენლობა. „მერწმუნეთ, ხალხნო, ტყუილად არ ვამბობ, არ მინდოდა ამაზე საუბარი, მართლა სერიოზული კრიზისის პირობებში ვცხოვრობთ. ძალიან კარგად გვესმის, რომ დღეს უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება კრიზისის ეკონომიკური შემადგენლობა. 24 საათი გვაქვს სამუშაო, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახს, ის ზიანი, რაც კრიზისმა მიაყენა, რომ ადამიანებს უბრალოდ ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ, ეს ზიანი სასწრაფოდ აღვადგინოთ და ამას სჭირდება სერიოზული კონცენტრირებული მუშაობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

დაკავებულ მორაგბეებს, ალექსანდე კობაიძე, ვასილ მამულაშვილი და ბექა ნესიწვერიძე აღარ დაიცავენ

  •  

 გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ  მორაგბეებს ის ადვოკატები, ვინც დღემდე იცავედნენ აღარ დაიცავენ, – ამის შესახებ უფლებადამცველებმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადეს. უარის თქმის მიზეზს ადვოკატები მოგვიანებით განმარტავენ, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისინი სპორტსმენებს აღარ დაიცავენ. ადვოკატებს 18:00 საათზე “მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენცია უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა, როგორც ალექსანდრე კობაიძემ გვითხრა, აღნიშნული მიზეზით ისინი პრესკონფერენციას ვერ გამართავენ. ალექსანდრე კობაიძე, ვასილ მამულაშვილი და ბექა ნესმიწვერიძე, მორაგბებებს საქმეში დასაწყისიდანვე იყვნენ ჩართულები. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში…

მეტი...

„დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული, ესაა კრიმინალური, დესტრუქციული ოპოზიცია“ – ირაკლი კობახიძე

  •  

 „საზოგადოება მიჩვეულია, იმას, რომ სადაც მარცხდება „ნაციონალური მოძრაობა“ იმარჯვებს დემოკრატია“, – ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოეხმაურა, მან მადლობა გადაუხადა დიპლომატიურ კორპუსს და აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულებულია. „შესრულდა რვა მარტის შეთანხმება, ეს დღე არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება, ასევე ჩვენი ფასილიტატორი ელჩების გამარჯვება. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ აშშ – ს ელჩს, მადლობა ევროკავშირის ელჩს, გერმანიის ელჩს, რომელიც ოპოზიციის შეურაცხყოფის ობიექტი გახდა. ეს დღე არის „ქართული ოცნების“ გამარჯვებაც. დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული, ესაა რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაათვალიერა

  •  

 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე უნივერსიტეტის პირველი ეტაპის დასრულებულ სამუშაოს გაეცნენ. ქუთაისის უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წელს მუშაობს იწყებს და აქტიურ აკადემიურ ცხოვრებაში ჩაერთვება. უნივერსიტეტი პირველ ნაკადს მიიღებს სამ სპეციალობაზე, სამომავლოდ კი, სპეციალობათა რაოდენობა გაიზრდება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასაარსებლად პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელა.

მეტი...

„ნაცმოძრაობისთვის“ და ე.წ. „ევროპული საქართველოსთვის“ დღევანდელი დღე აღმოჩნდა ისტერიული” – მამუკა მდინარაძე

  •  

 დღეს ისტორიული დღეა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ე.წ. „ევროპული საქართველოსთვის“ დღევანდელი დღე ისტერიული აღმოჩნდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა „მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო მოქმედებას“. „მე ვთქვი, რომ დღეს არის ისტორიული დღე. „ნაცმოძრაობისთვის“ და ე.წ. „ევროპული საქართველოსთვის“ დღევანდელი დღე აღმოჩნდა ისტერიული. ეს დამოწმდა მათ მიერ ორგანიზებული აქციით, რომელიც პარლამენტთან გაიმართა. ისინი ისტერიით შეხვდნენ დღევანდელ გადაწყვეტილებას და არა თუ გავიდნენ შეთანხმებიდან, არამედ წავიდნენ ამ შეთანხმების წინააღმდეგი. ახლა დღეს რითი შეფუთავენ, რომელიმე კრიმინალის გათავისულების მოთხოვნით, თუ ასე შემდეგ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ისინი გავიდნენ შეთანხმებიდან, არ შეასრულეს…

მეტი...

117 ხმით სამის წინააღმდეგ – საკონსტიტუციო ცვლილება მიღებულია

  •  

 117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“. კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტიც. კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე,…

მეტი...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 40 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა, ერთი კი გარდაიცვალა

  •  

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 40 თანამშრომელი „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა, ერთი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევები იყო როგორც სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე ტერიტორიულ განყოფილებებში. მინისტრის განცხადებით, თანამშრომლების უმეტესობას დაავადების მსუბუქი ფორმა ჰქონდათ, თუმცა, ერთ-ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. ლავროვის თქმით, გარდაცვლილი 62 წლის ასაკის იყო და დაავადება მას სასწრაფო დახმარების სამსახურში მომუშავე მეუღლისგან გადაედო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უწყებაში კორონავირუსის გამო დაწესებულ ყველა რეკომენდაციას იცავენ. კერძოდ, თანამშრომელთა ნახევარზე მეტი დისტანციურად მუშაობს. ბოლო ინფორმაციით, რუსეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 641 156 ინფიცირებულია გამოვლენილი.

მეტი...

სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

  •  

 თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ბრალდების მხარე დაყენებულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მეტი...

„ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ასრულებს დადებულ პირობას” – არჩილ თალაკვაძე

  •  

 დღეს შეგვიძლია, კიდევ ერთმნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ უფრო ევროპული, დემოკრატიული, სტაბილური პოლიტიკური სისტემისკენ და იმედი მაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭისყრაზე ექნება სრული მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. „საგაზაფხულო სესია დაიხურა, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა გაწეული. კიდევ ერთხელ მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო. მოგეხსენებათ, დღეს გვაქვს უკვე რიგგარეშე სესია და რიგგარეშე სესიაზე განვიხილავთ მესამე მოსმენით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, მნიშვნელოვან ცვლილებებს, ეს არის საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები.…

მეტი...

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს

  •  

 პარლამენტში რიგგარეშე სსხდომა დაიწყო, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ.სხდომაზე რეგისტრაცია 118-მა დეპუტატმა გაიარა. დეპუტატებს კონსტიტუციურ პროექტს უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე წარუდგენს. სხდომას არ ესწრებიან “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წევრები. როგორც ცნობილია, ისინი არც კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა სხდომის დაწყებამდე განაცხადეს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩაგდების საფრთხე არ ემუქრება. შეგახსენებთ, კონსტიტუციურ კანონის პროექტს მეორე მოსმენაზე მხარი 115-მა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 3 წავიდა. პირველ მოსმენაზე პროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობამ, „ევროპულმა საქართველომ”, „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა”, „პატრიოტთა ალიანსმა” და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა.

მეტი...