ევროკომისიამ ჩინეთი და რუსეთი კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა

ევროკომისიის განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან რუსეთი და ჩინეთი კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის კამპანიაში მონაწილეობენ.

„უცხოური სუბიექტები და რიგი მესამე ქვეყნები, კერძოდ რუსეთი და ჩინეთი, ევროკავშირის ფარგლებში დეზინფორმაციის კამპანიებში მონაწილეობენ. ჩვენ მკაფიო მტკიცებულებები გვაქვს ამგვარი განცხადების გასაკეთებლად“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვერა იუროვამ.

ვერა იუროვას თქმით, „პანდემიამ ცხადყო, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება სერიოზული ზიანი, ხალხის სიკვდილი და გადადგმული ნაბიჯების გავლენის შესუსტება გამოიწვიოს“.

ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანდემიის პერიოდში უპრეცედენტო „ინფოდემიას“ ჰქონდა ადგილი, რასაც უფრო დიდი გავლენა ჰქონდა კარანტინის პერიოდში, როდესაც ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო სოციალური მედია იყო.

მსგავსი თემები