ენტონი ფაუჩი მოსახლეობას მოუწოდებს, „კოვიდ-19“-ის პრევენციისთვის მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ

ამერიკის მთავარი ინფექციონისტი ექიმი ენტონი ფაუჩი მოსახლეობას მოუწოდებს, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. ფაუჩის თქმით, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ვირუსის გავრცელების კუთხით მდგომარეობა სერიოზულია. „თუ ჩვენ ამ ვირუსის დასრულება გვსურს, რეალურად დასრულება, უნდა გავაანალიზოთ, რომ ამ პროცესის ნაწილი ვართ. თუ თქვენ დაინფიცირდებით, შემდეგ სხვას დაავადდებით. შესაძლოა, დააავადოთ რისკჯგუში მყოფი პირი, ბებია ან ბაბუა. თქვენ გაქვთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ფაუჩიმ. გასული 24 საათის განმავლობაში აშშ-ში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი – 37 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მეტი...

“სატირალია, რომ ოპოზიცია ჟორიკა რურუას გამო სასწორზე დებს საკანონმდებლო ცვლილებებს” – თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, „ნაცმოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც ის გიორგი რურუას, ჟორიკად მოხსენიების გამო გააკრიტიკა. „შენიშვნა მომცეს, რატომ მოვიხსენიებ ჟორიკა რურუას ოპოზიციის ლიდერად და რატომ ვუწოდებ მას სახელს ჟორიკას, სალომე სამადაშვილმა მისაყვედურა. ერთადერთი, ნახევრად სერიოზულად იმავ ვიტყვი, რომ შემიძლია, უბრალოდ, ამ ბატონს არ დავუძახო ჟორიკა, როგორც მას მთელი დედაქალაქი ეძახის და დავუძახო ჟორიკ ან სხვა რაიმე ზედმეტსახელი. მაგრამ სატირალი ის არის, რომ ამ ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერი არის სწორედ ჟორიკა რურუა“, – განაცხადა წულუკიანმა. მისი თქმით, ამას ის კი არ ამბობს, არამედ საქარველოს მეგობრები. „მათ შირის სხვადასხვა უცხოურ…

მეტი...

“საჭიროა ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომების გამკაცრება” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საჭიროა ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომების გამკაცრება მანამ, სანამ ციფრები არ შეიცვლება. „სომხეთს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი ადგილი უკავია ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობით. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს. ამ პირობებში ჩვენს ქვეყანაში უნდა ყოფილიყო ისეთი სიტუაცია, როდესაც მოსახლეობა ყოველდღიურად იბრძოდა ეპიდემიის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ასე არ ხდება. პირიქით, კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელება გრძელდება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მეტი...

“გიორგი გახარიამ ერთი თვის განმავლობაში მესამე მასტერკლასი ჩაატარა” – ირაკლი კობახიძე

“პრემიერ-მინისტრმა ერთი თვის განმავლობაში მესამე მასტერკლასი ჩაატარა”,- ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლა. „როგორც მოგეხსენებათ, გარდა 8 მარტის შეთანხმებისა, ასევე ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, სადაც საუბარია მარტივ რამეზე, ვციტირებ – „აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმული იყოს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იყოს აცილებული“. ტექსტი არის ძალიან მკაფიო, ძალიან მარტივი და ამის ინტერპრეტაციაც ბუნებრივია ძალიან მარტივია. თუმცა, ერთობლივი განცხადების ხელმოწერისთანავე, ოპოზიციის მხრიდან ამ ყველაფერს მოჰყვა სპეკულაციების მთელი კასკადი და საერთო ჯამში, ისევ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს…

მეტი...

“წადით, რაღაც სხვა რამე წაიკითხეთ, ისწავლეთ“ – გიორგი გახარია ირაკლი აბესაძეს

“ეკონომიკა არის ზუსტი მეცნიერება და საგადასახადო ტვირთი ითვლება პირდაპირი გადასახდელების მიხედვით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ირაკლი აბესაძის მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ საშემოსავლო გადასახადი და დღგ პირდაპირი გადასახადები არ არის და საგადასახადო ტვირთში არ ითვლება. „თქვენ, შეგიძლიათ, ამას რაღაც მიამატოთ, რაღაც გამოაკლოთ, ბატონი აბესაძე ითვლის ხოლმე ამას ოდიოზურად. საშემოსავლო გადასახადი და დღგ პირდაპირი გადასახადები არ არის და საგადასახადო ტვირთში ის არ ითვლება. პირდაპირი გადასახადებით, ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის – მსოფლიო ბანკის რეიტინგით, საქართველო არის მე-3 ადგილზე და წადით, რაღაც სხვა რამე წაიკითხეთ, ისწავლეთ“, – მიმართა…

მეტი...

“თუ გეუბნებათ რამეს ეს ფრაზები – დენი 5 თეთრი, გაზი 15 თეთრი, 5 მილიონი თითო სოფელს, 100 ქარხანა?” – ჭიაბერაშვილი გახარიას

“მინდა ვკითხო პრემიერს, თუ ეუბნება რამეს ეს ფრაზები – დენი 5 თეთრი, გაზი 15 თეთრი, 5 მილიონი თითო სოფელს, 100 ქარხანა? ტრიბუნასთან რომ იდექით, ოპოზიციისკენ გაიშვირეთ ხელი და თქვით, რომ ჩვენ ხალხს არარეალურ რამეს ვპირდებით. თუ გახსოვთ ასეთი რამე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამიდან?”, – ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. „მინდა ვკითხო პრემიერს, თუ ეუბნება რამეს ეს ფრაზები – დენი 5 თეთრი, გაზი 15 თეთრი, 5 მილიონი თითო სოფელს, 100 ქარხანა? ტრიბუნასთან რომ იდექით, ოპოზიციისკენ გაიშვირეთ ხელი და თქვით, რომ ჩვენ ხალხს არარეალურ რამეს ვპირდებით.…

მეტი...

“ჩემი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა არის ჩემი თავისუფლების ხარისხი” – გიორგი გახარია

“ჩემთვის, ჩემი ოჯახის, ჩემს მეუღლესთან ერთად, ფინანსური მდგომარეობა არის ჩემი თავისუფლების ხარისხი, მე ამას ყოველთვის ვაფასებდი და დავაფასებ, ეს ის თავისუფლების ხარისხია, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას, რომ ნებისმიერ თანამდებობაზე ვიყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად თავისუფალი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მთავრობის მეთაურის ფინანსურ დეკლარაციას შეეხებოდა. „ქალბატონო ხათუნა, თქვენ გიცნობდით ყოველთვის, როგორც დოკუმენტების დეტალურად შემსწავლელ ადამიანს. ჯერ ერთი, პირველი შემთხვევაა, მგონი, როდესაც საჯარო მოხელეს, ყოველ შემთხვევაში, თქვენი მხრიდან ეუბნებით, თუ რატომ გაასხვისეო. ადრე სულ პრობლემა იყო რატომ შეიძინეო, ახლა პრობლემა გახდა…

მეტი...

“მაგრები კი არა კურდღლები ხართ” – გიორგი გახარია ოპოზიციას

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ ღამეს პარლამენტში შეჭრა იგეგმებოდა. პრემიერმა ოპოზიციონერ დეპუტატებს “კურდღლები” უწოდა.  “განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი იმ დღეს იყო პარლამენტის დაცვის წინა ხაზზე, ეს იყო ჩემი ქვემდგომი. მე ხომ შენობაში არ ვიყავი, ქალბატონი სამადაშვილი მემუქრებოდა, ახლა გაიქეცი აქედან თორემ ის ხალხი, გარეთ რომ არის შემოვარდებაო და გაგაგდებენ აქედანო. სადღაც 9 საათზე, თქვენი ეს ფრთა პარლამენტისთვის საერთოდ უცხო ადამიანებით იყო სავსე. კითხვას ერთმანეთს რატომ არ უსვამთ, ეს ხალხი აქ როგორ შემოვიდა? მაგრები კი არა კურდღლები ხართ, რატომ იცით? ამისთვის რომ ემზადებოდით,” – მიმართა გიორგი…

მეტი...

“საქართველოს მტერს ყოველთვის საკადრის პასუხს გავცემთ” – გიორგი გახარია

“საქართველოს მტერს ჩვენ საკადრის პასუხს გავცემთ ყოველთვის”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციის კითხვას, შემოუშვებდა თუ არა გავრილოვს საქართველოში. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, როდესაც ოპოზიცია წლების განმავლობაში გავრილოვის თემით სპეკულირებს, ეს არის პრობლემა. „კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მე, როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, ვიმოქმედებ კანონის შესაბამისად. ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გავრილოვი ამ სავარძელში იყო პოლიტიკური დანაშაული, რომელზეც საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკური ფასი გადაიხადა. ვუმეორებ ქალბატონ სალომე სამადაშვილს, რომელმაც პოლიტიკურ და სისხლის სამართლის დანაშაულს შორის სხვაობა, როგორც ჩანს, არ იცის. სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს ბატონებმა, რომლებიც სისხლის სამართლის წინაშე პასუხს…

მეტი...

“მგონი დროა ოპოზიციაში გადმოხვიდეთ” – ლევან კობერიძე პრემიერს

ლევან კობერიძე გიორგი გახარიას ოპოზიციაში გადასვლას სთავაზობს. დეპუტატის თქმით, პრემიერ-მინისტრი მის კითხვებზე პასუხისას კობერიძეს თითქმის ყველაფერში დაეთანხმა. „ძირითადში, გამოვიდა, რომ ყველაფერში მეთანხმებით და მე მგონი ოპოზიციაში რომ გადმოხვიდეთ, დროა, რადგან რეალურად თქვენ თვითონ აღიარეთ, რომ ერთი წელია უკვე 150 მილიონი, რომელიც არის ბიუჯეტიდან ფაქტობრივად მოპარული, არ დაბრუნებულა და ვერ დაბრუნდა. ისიც აღნიშნეთ თქვენ თვითონ, რომ 9 თვე გავიდა უკვე, იმდენი ხანია ის გამოძიება მიმდინარეობს, რომ, შესაბამისად, ის ადამიანები დაკავების ადგილასაც კი აღარ არიან“, – განაცხადა კობერიძემ. ამასთან, კობერიძემ გახარიას ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილების შეფასება სთხოვა, რომელიც პარლამენტში არ მივიდა.

მეტი...

“ქვეყნაში ჯერ კიდევ არაა დაძლეული არც სიღარიბე და არც უმუშევრობა, თუმცა გვქონდა შემცირების ტენდენცია” – ივანე მაჭავარიანი

“ქვეყნაში ჯერ კიდევ არაა დაძლეული არც სიღარიბე და არც უმუშევრობა, თუმცა ბოლო წლებში გვქონდა მათი შემცირების ტენდენცია”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. მისი განცხადებით, იმის თქმა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდებოდა წლიდან წლამდე, არის ტყუილი. „2017, 2018 და 2019 წლებში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. 2019 წელს, ამ რეფორმებმა შედეგი გამოიღო და გვქონდა ეკონომიკის ჯანსაღი ზრდა. სიღარიბე მცირდებოდა და მცირდება ბოლო ათი წელია. არის დაძლეული? არ არის დაძლეული. უმუშევრობა მცირდება, მაგრამ არის იმ ნიშნულზე, რაც განვითარებულ ქვეყანას და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანას სჭირდება? არა, მაგრამ შემცირების ტენდენცია იყო ძალიან კარგი.…

მეტი...

“ძალიან მიყვარს ადამიანები – უფრო მეტიც, არამც თუ ადამიანები მიყვარს, თქვენც კი მიყვარხართ” – თეა წულუკიანი ოპოზიციას

“ნოტარიუსები ახორციელებენ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებებს, ამ უფლებამოსილებების განხორციელებისას კი აკრძალულია რაიმე ტიპის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. „დავიწყოთ იქიდან, რომ მე ძალიან მიყვარს ადამიანები. უფრო მეტიც, არამც თუ ადამიანები მიყვარს, თქვენც კი მიყვარხართ. აქედან გამომდინარე, მინდა შეგახსენოთ რამდენიმე ფუძემდებლური პრინციპი, რომელიც კანონმდებლობაშია გაწერილი, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ეხება. უბრალოდ არ ვიცი, რამდენად აქვს აზრი თქვენთან კანონებზე საუბარს, ვინაიდან თქვენს პოლიტიკურ ლიდერად არის ცნობილი ბატონი რურუა, რომელსაც დღეს რატომღაც მორიდებით ახსენებთ. არსებობს კანონი ნოტარიატის…

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩება” – გიორგი გახარია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

“ეს ცხელი თემაა და დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავა 17 ეჭვმიტანილი”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების მიერ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. „დარწმუნებული ვარ, აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩება, არ დავტოვებთ, მწარე გამოცდილება გვაქვს და ჩვენს გამოცდილებაზე ვსწავლობთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

მეტი...

“თუ გამოცდაზე პირბადის გარეშე ყოფნა აბიტურიენტს რისკის ქვეშ არ დააყენებს, ჩვენ ამას დავუშვებთ” – გიორგი გახარია

“თუ ეპიდემიოლოგები გადაწყვეტენ, რომ გამოცდაზე პირბადის გარეშე ყოფნა აბიტურიენტების ჯანმრთელობას რისკს არ შეუქმნის, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დავუშვებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „თხოვნა იმის შესახებ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტს უფლება მიეცეთ, პირბადის გარეშე იყვნენ, არის უადგილო. ამას გადაწყვეტენ ეპიდემიოლოგები. თუ ეს არ შეუქმნის რისკს აბიტურიენტების ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, ამას დავუშვებთ, მაგრამ ამ თხოვნებით ჯანდაცვის სამინისტროს და ეპიდემიოლოგებს უნდა მიმართოთ“, – განაცხადა გახარიამ.

მეტი...

“ხანგოშვილის საქმეზე გამოძიების პროცესში რუსეთის როლი უკვე ნათლად გამოჩნდა” – ჰუბერტ ქნირში

“ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე გამოძიების პროცესში რუსეთის როლი უკვე ნათლად გამოჩნდა”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. მისი თქმით, ეს დანაშაული გერმანიაში მოხდა და ამასთან გამკლავება და რეაგირება გერმანელი თანამდებობის პირების პირველი და უმთავრესი პასუხისმგებლობა იყო. „შემიძლია ვთქვა, რომ თანამშრომლობა კანონის გამტარებელ ორგანოებს შორის აბსოლუტურად ნორმალურად და კონსტრუქციულად გრძელდება, მაგრამ არ შემიძლია, ვისაუბრო მათი კომუნიკაციის დეტალებზე. ეს დანაშაული გერმანიაში მოხდა და ამასთან გამკლავება და რეაგირება გერმანელი თანამდებობის პირების პირველი და უმთავრესი პასუხისმგებლობა იყო. საგამოძიებო პროცესში რუსეთის როლი უკვე ნათლად გამოჩნდა. კანცლერმა მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ ყველა უფლებასა…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე შესაძლო ზეწოლას სახელმწიფო ინსპექტორი ორი მუხლით იძიებს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე შესაძლო ზეწოლას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ორი მუხლით იძიებს. „გამოძიება ორი მუხლით დავიწყეთ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და და 335-ე მუხლით (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება). გამომძიებელი უკვე შეხვდა და გაესაუბრა არასრულწლოვანს და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მცხეთის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ ფიზიკური ზეწოლა მოხდა. არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ მის შვილს ჩვენება ფიზიკური ზეწოლის შედეგად დააწერინეს.

მეტი...

მესტიაში სახლის სახურავზე ძროხა აძვრა

მესტიაში სახლის სახურავზე ძროხა აძვრა. ფაქტის ამსახველი მასალა სოციალურ ქსელში მაია კახიანმა გაავრცელა. „მესტიის კინოთეატრის ეზოში შევიდა ქალბატონი ძროხა, იქ რა თქმა უნდა არავინ დახვდა და მეზობლის სახურავიდან გადაიხედა ქვემოთ, იქნებ ყოფილ ხელოვნების სკოლის შენობაში მაინც ვინმე სულიერი არსებობდესო“, – წერს მაია კახიანი.

მეტი...

“მაკო გომურს თქვენ დღეში ასჯერ ახსენებთ, მე მის სახელს ასე არ ვიყენებ, ეს არის მორალური სხვაობა თქვენსა და ჩემ შორის ” – პრემიერი

“20 ივნისს ქართველმა პოლიციამ პარლამენტის შენობაში შტურმით შეჭრა არ დაუშვა, ეს იყო მისი მოვალეობა, მისი ფუნქცია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა უკიდურესად სამწუხაროა, რომ 20 ივნისს ადამიანები დაშავდნენ. „სამწუხაროა, რომ ადამიანები დაშავდნენ. უკიდურესად სამწუხაროა და არავინ ისე ამაზე არ წუხს, თქვენ გგონიათ, რომ უფრო მეტად წუხხართ. თქვენ რატომ არ წუხხართ უფრო მეტად იცით? რადგან თქვენ იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ და მე არ ვიყენებ. მაკო გომურს თქვენ დღეში ასჯერ ახსენებთ, მე მის სახელს ასე არ ვიყენებ, ეს არის მორალური სხვაობა თქვენსა…

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები არჩევნებზე სწორ დასკვნებს გააკეთებენ” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან რაიმე შინაარსობრივი შეკითხვა არ ახსენდება. პრემიერის განცხადებით, წინ არჩევნებია და ყველამ ერთად პარლამენტს მეტი შინაარსი უნდა შესძინონ. „არატრადიციულად, ბოლო შეკითხვიდან დავიწყებ -ბოლო შეკითხვა იყო, რომ ხომ არ გახსოვთ ოპოზიციის ერთი შინაარსობრივი შეკითხვა მაინცო, სამწუხაროდ, არა და ახლა გვარების მიხედვით გავყვები ყველა კითხვას, როგორც ოპოზიციის, ასევე ყველა დეპუტატის და ამის შეფასებას მივანდობ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს მაყურებელებს ერთადერთი თხოვნით, რომ ქვეყანაში სულ მალე საპარლამენტო არჩევნები იქნება,  დღევანდელმა მოსმენამაც დაადასტურა, რომ ბევრი ადამიანი უკვე, ფაქტობრივად, შესულია საარჩევნო პროცესში და ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან…

მეტი...

“თუ ვამბობთ, რამ მოკლა გიორგი, ფაქტია რომ სიტუაციამ მოკლა გიორგი” – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

გიორგი შაქარაშვილის ბიძა თვლის, რომ  ახალგაზრდა ფეხბურთელი იმ სიტუაციამ მოკლა, რაც ინციდენტის დღეს მოხდა. როგორც ოჯახის ადვოკატი ამბობს,  ჯერჯერობით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მოხდა თუ არა დანაშაული, რომ დადგინდეს კონკრეტული დამნაშავეები. “ჩვენ, რომ გავარკვიოთ ვინ არის დამნაშავე, უნდა გავარკვიოთ მოხდა თუ არა დანაშაული. რადგან ვსაუბრობთ ჩვენ ექსპერტიზის დასკვნაზე, მის მნიშვნელობაზე, სწორედ ეს იქნება ამოსავალი წერტილიც. თუ დადგინდა დანაშაულის ფაქტი, შემდგომი კითხვები იქნება ბევრად უფრო მძაფრი, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვინც ბოლო მომენტში გამოეკიდნენ გიორგის. ყველამ ვიცით, რომ კონფლიქტის გაგრძელება იყო ეს დევნა. საკმაოდ გრძელ მანძილზე სდიეს ახალგაზრდებს ავტომობილის ბიჭებმა, ზუსტად ეს გახდა…

მეტი...

“კრიმინალური ოპოზიციის მიერ დასმული კითხვებიდან, რომელიმე ხომ არ დაგამახსოვრდათ, რომელიც გარდა სპეკულაციისა და პოპულიზმისა რაიმე შედეგზე იყო ორიენტირებული” – მამუკა მდინარაძე პრემიერს

რომელიმე კითხვა ხომ არ დაგამახსოვრდათ, რომელიც გარდა სპეკულაციისა და პოპულიზმისა რაიმე თემაზე და შედეგზე იყო ორიენტირებული, – ასე მიმართა მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრს ოპოზიციის კითხვებზე საუბრისას. მისი თქმით, მმართველი გუნდის პრაქტიკულად ყველა კითხვის მთავარი მიზანი სპეკულაცია იყო. „კითხვა რომ დავსვა ამისთვის მჭირდება ჩვენი ოპოზიციის რადიკალურ-კრიმინალური ნაწილის ზოგიერთ გამონათქვამს შევეხო. კახიძემ თქვა, 20 ივნისი არ გიხსენებიათო. ბატონო ოთარ, თქვენ უნდა გეხსენებიათ, იმიტომ, რომ ეს ჩვენს გეგმებში არ შედიოდა, ეს იყო თქვენი მავნებლური და დანაშაულებრივი გეგმის ნაწილი. სამადაშვილმა თქვა კრიმინალური ავტორიტეტები გეხმარებიანო და შევახსენებ, რომ გამოკვეთილი კრიმინალური ავტორიტეტი არის, მაგალითად, გიორგი რურუა. ახსენა დათვის ტყვიები. ეს არის ტყუილი. თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტს სკამი ივანიშვილმა უყიდაო.…

მეტი...

“ყველაფერს ოკუპაციას ნუ დავაბრალებთ, ვინმე გიშლით ხელს იმაში, რომ სასამართლო ნორმალური იყოს?” – ბექა ნაცვლიშვილი

თქვენ საუბრობდით ოკუპაციაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემას შეეხეთ, მაგრამ ერთი ხელით, თქვენ ამბობთ, რომ ოკუპაცია არის განვითარების შემაფერხებელი და მერე ამბობთ, რომ თუ ოკუპაცია არ დასრულდება, განვითარება არ იქნება. ეს როგორ გავიგოთ? „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა იყო ზუსტად ასეთი: თავიანთი ნეოლიბერალური რეფორმებით რომ გაიჭედნენ სადღაც, მერე ამბობდნენ, რომ ოკუპაციაა და ახლა ჩვენ ვერ განვვითარდებით, განათლების რეფორმას ვერ გავატარებთ, ჯანდაცვის რეფორმას ვერ გავატარებთ, დასაქმება არ იქნება. რას ნიშნავს ეს? – ასე მიმართა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. „ვინმე გიშლით ხელს იმაში, რომ სასამართლო ნორმალური იყოს, რომ…

მეტი...

„პანდემიის გამო ქვეყანას მოუწია დამატებით ვალის აღება მოქალაქეების დახმარების მიზნით“ – ირაკლი მეზურნიშვილი

„პანდემიამ სრულად შეცვალა როგორც მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზი, ასევე ჩვენი პროგნოზებიც თავდაყირა დააყენა და ჩვენ მოგვიწია სოლიდური ვალების აღება, რათა პირველ რიგში დავხმარებოდით იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ყველაზე მეტად გაუჭირდა ამ პანდემიის დროს“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ წლიური ანგარიშის წარდგენისას. დეპუტატი დაინტერესდა საგარეო და საშინაო ვალების საკითხით და ამ მიმართულებით  ხელისუფლების გეგმებით, თუ  რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კიდევ მეტად გავიმყაროთ ის მტკიცე პოზიციები საერთაშორისო სავალუტო ფონდში, რაც ბოლო წლების განმავლობაში…

მეტი...

“საქართველოში არ ყოფილა ინფიცირების შემთხვევა, რომელსაც სტაციონარული მკურნალობა არ მიუღია” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებაზეც გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს საყოველთაო ჯანდაცვიდან და ელემენტარული სოციალური დაცვის პროგრამებიდან გამომდინარე, ცხოვრების მინიმალური პირობები შევუქმნათ, ისევე როგორც შევუქმნათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პირობები“,- აღნიშნა გახარიამ. როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ჯანდაცვის სისტემაში ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგების მატერიალიზება კორონავირუსთან ბრძოლის კონტექსტში მოხდა. მისივე თქმით, საქართველოში არ ყოფილა ინფიცირების შემთხვევა, რომელსაც სტაციონარული მკურნალობა არ მიუღია. „ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რომ სოციალური დაცვის სხვადასხვა ინსტრუმენტები მუდმივი კრიტიკის საგანია. ხშირად, ობიექტურიც, მაგრამ ეს ის…

მეტი...

„რჩება შთაბეჭდილება, რომ ფინანსური ჯგუფები არ სცნობენ არც პრემიერის განცხადებებს და რიგით ადამიანებს უბრალოდ დასცინიან” – დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ,  პრემიერს გახარიას  ათეულობით დამადასტურებელი საბუთი გადასცა, იმის შესახებ, რომ მიუხედავად პრემიერის  არაერთი განცხადებისა, პანდემიის პერიოდში სესხების კაპიტალიზაციი გადავდების შესახებ, ადამიანებს არა თუ სესხი გადაუვადდათ, პროცენტებზე დამატებით პროცენტი დაერიცხათ. „რჩება შთაბეჭდილება, რომ ფინანსური ჯგუფები არ სცნობენ არც პრემიერის განცხადებებს და რიგით ადამიანებს უბრალოდ  დასცინიან. რადგან, მათ, ვინც სოცილურად დაუცველ ჯგუფებში არიან,  მათ, ვისაც 200 და 300  ლარიანი დახმარებები შეეხოთ,  ბანკებმა ართუ ვალი გადაუვადეს, დამატებითი პროცენტები დაარიცხეს. არანაირი დათმობები არ შეიმჩნევა ბიზნესებთან მიმართებაშიც, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პანდემიის დროს, ბანკებმა კიდევ უფრო მეტი…

მეტი...

„ეს ის ხალხია, რომელიც გავრილოვის შემოყვანაზე კი არ უნდა ლაპარაკობდეს, არამედ იმაზე, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის არმია იყო შემოსული საქართველოში“ – გია გაჩეჩილაძე ოპოზიციას

„ეს ის ხალხია, რომელიც გავრილოვის შემოყვანაზე კი არ უნდა ლაპარაკობდეს, არამედ იმაზე,  რომ 2008 წელს,  რვა აგვისტოს რუსეთის არმია რომ იყო შემოსული საქართველოში, ახლა რუსული ბაზები რომ არის წამოჭიმული,  რომელიც გაყვანილი იყო 1999 წლის ეუთოს სამიტის საფუძველზე და ახლა რუსებს იმ ბაზების რეანიმაცია რომ გააკეთებინეთ, უფრო ძლიერი, რაკეტული სისტემები დააყენებინეთ იქ რუსებს და მთელ რეგიონს საფრთხე რომ შეუქმენით“,- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშს მოუსმინეს. დეპუტატი ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ოპოზიციამ გავრილოვის პროვოკაციაზე წინასწარ შეთანხმებული აქციები მოაწყო და შეთანხმებულად მოქმედებდა.…

მეტი...

„ჰკითხეთ ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილ პოლიტიკურ პარტნიორებს და მოგიყვებიან თქვენი პოლიტიკური წარსულის ამბებს ,,საგმირონისას“ – ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას

„მე მახსოვს 20 ივნისი. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ეს არის ძალიან მძიმე დღე. ვწუხვარ იმიტომ, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა მათ შორის, პოლიციელებმა მძიმე ფიზიკური დაზიანება მიიღეს და ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ასევე, ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ თქვენნაირი პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში დასაშვებია 3 საათის განმავლობაში პოლიციელს რკინებს ურტყამდე, რიგებიდან გამოგყავდეს, ბრბოში ცემდე და თქვენნაირი პოლიტიკოსებისთვის დასაშვებია თურმე, რომ შტურმით შემოხვიდე პარლამენტში და ამ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო შეცვალო“, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უსმენდნენ.…

მეტი...

“დღეის მდგომარეობით, განხორციელდა 772 დევნილი ოჯახის განსახლება და მიმდინარეობს 2 265 ბინის მშენებლობა” – გიორგი გახარია

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი დევნილები და ეკომიგრანტები; ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, მუდმივად, ყოველდღიურად და ყოველწლიურად ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, რათა მათ გამოვლილი დიდი ტრაგედია, შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით განხორციელდა 772 დევნილი ოჯახის განსახლება და მიმდინარეობს 2 265 ბინის მშენებლობა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, „სოფლად სახლის“ პროექტით, რომელიც გულისხმობს დევნილებისთვის სოფლად სახლის და შესაბამისი მიწის შესყიდვას, შესყიდულია 509 საცხოვრებელი ფართი. რაც შეეხება ეკომიგრანტებს, მათთვის შესყიდულია 167 საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთები. „დამატებით მოგახსენებთ, რომ ეკონომიკურ კრიზისზე საპასუხოდ, გამოვყავით 150…

მეტი...

“გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით” – შსს

შსს – ში არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს. უწყებაში ბრალდების შემდგომ დამძიმებასაც არ გამორიცხავენ.  გამოძიების ინფორმაციით, დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა. საქმეზე გამოძიება საქმეზე გრძელდება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით. “2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის…

მეტი...

„დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება – ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს“ – შსს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა, – ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე გაახმაურა. როგორც უწყებაში აცხადებენ „მოძალადეები ანგარიშწორების მიზნით დაედევნენ გიორგი შაქარაშვილს. „2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში. თბილისი-სენაკი-ლესელიძის…

მეტი...

„აქ რა უფლებით დგახართ და ამ ტრიბუნიდან რა უფლებით გვმოძღვრავთ“ – ოთარ კახიძე გიორგი გახარიას

„20 ივნისი დაგავიწყდათ თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ,“ – ამ რეპლიკით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთო კახიძემ გიორგი გახარიას. ოთო კახიძემ პრემიერს კიდევ ერთხელ შეახსენა 20 ივნისი: „ყურადღებით გისმენდით ანგარიშის პრეზენტაციის დროს და არ გიხსენებიათ არც ერთხელ 20 ივნისი, ეს როგორაა დაგავიწყდათ თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ, თუ ის დაგავიწყდათ ამ თანამდებობაზე, როგორ აღმოჩნდით, მე შეგახსენებთ, რომ ოკუპაციის კანონის დარღვევით შემოუშვით გავრილოვი, შემდეგ ძალის გამოყენებას, რომ აპირებდით გაფრთხილება მიეცით მოქალაქეებს ჩვენი ხელწერა არაა რეზინის ტყვიებიო და ამის შემდეგ დაიწყეთ რეზინის ტყვიების გამოყენება, ამის შემდეგ გააჩაღეთ ნადირობა მომიტინგეებზე, ყოველივე ამის შემდეგ, აქ რა უფლებით დგახართ…

მეტი...

“არასრულწლოვანთა რეფერირების მექანიზმი უკვე ამუშავებულია” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მთავრობის ძირითადი მიზანი ევროპულ სტანდარტებზე მორგებული პენიტენციური სისტემა და დანაშაულის პრევენციის ეფექტური განხორციელებაა. მისივე თქმით, ეს არის ის მიმართულება, რომელზეც დღეს ორიენტირებულია პენიტენციური სისტემა, ახალი, მცირე ზომის დაწესებულებები. მისივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით, რამდენიმე  მნიშვნელოვან პროექტზე პროექტირების ფაზა დასრულებულია და სულ მალე სამშენებლო ეტაპზე გადავა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი კომპონენტია არასრულწლოვანთა რეფერირების მექანიზმი, რომელიც უკვე ამუშავებულია. “მოგეხსენებათ, ე.წ. მატროსოვის ციხე უკვე დაიხურა და მსჯავრდებულების გადაყვანა მოხდა მე-12 დაწესებულებაში, სადაც ადამიანური პირობებია, რომ მსჯავრდებულმა იგრძნოს თავი ქვეყნის მოქალაქედ და მიიღოს ელემენტარული სერვისები, რომელიც მას ეკუთვნის. მსჯავრდებული პირების ვადამდე გათავისუფლების მექანიზმები აშკარად გაუმჯობესდა…

მეტი...

დაკავებულია პირო, ვინც გორში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაარბია

პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, 1969 წელს დაბადებული დ.შ. გორში ცხელ კვალზე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში დ. გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “რომ ყოფილიყო ვინმე ოფისში, აუცილებლად მიიღებდა ჯანმრთელობის დაზიანებას, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ქვებია შიგნით ნასროლი,”- აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ერთიანი…

მეტი...

“ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია აქტიურად გრძელდება და ღრმავდება” – გიორგი გახარია

ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია დღეს, როგორც ფაქტი, გრძელდება და აქტიურად ღრმავდება, – ამის შესახებ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს ხვალინდელ დღეს სწორედ ეს მიმართულება განსაზღვრავს, რაც თბილისის ბრიუსელთან ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო დაახლოებას უნდა ნიშნავდეს. „მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი ურთიერთობის გაღრმავება, როგორც ინსტიტუციონალური, ასევე საკანონმდებლო დაახლოების თვალსაზრისით და ამას უნდა ჰქონდეს კონკრეტული განზომილებები, როგორიც არის: განათლების მიმართულება, ტრანსპორტის მიმართულება, კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, შრომის ბაზრები და ა.შ.“, – აღნიშნა პრემიერმა. მისი თქმით, ევროკავშირთან უკვე არსებულ თანამშრომლობას ახალი სფეროებიც უნდა დაემატოს. „აქ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ კავშირგაბმულობის ყველა სფეროს…

მეტი...

“მისი სიტყვებით, მას ქეჩოში მოჰკიდეს, ათრიეს მიწაზე, მას დაზიანება აქვს ფეხზე და ხელზე” – საქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული თემურ ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად მონაწილეობდა ინციდენტში, მაგრამ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მისივე ინფორმაციით, მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ თემურ ბარბაქაძე მეგობრებთან ერთად მერსედესის მარკის ავტომობილით თბილისში წამოვიდა, თუმცა უკან თავისი მეგობრების წამოსაყვანად დაბრუნდა, რომლებიც, ასევე, ძალადობის მსხვერპლები იყვნენ.  “მონაწილეობდა აგარაკის ინციდენტში, ოღონდ იქ იყო როგორც მსხვერპლი, მის მიმართ განხორციელდა ძალადობა. მისი სიტყვებით, მას ქეჩოში მოჰკიდეს, ათრიეს მიწაზე, მას დაზიანება აქვს ფეხზე და ხელზე. შემდგომ მან და მისმა მეგობრებმა იქაურობას თავი გაარიდეს. წამოვიდნენ თბილისში. უკვე თბილისში რომ ჩამოვიდნენ, აღმოჩნდა, რომ მათი ორი მეგობარი იქ…

მეტი...

„რუსული ოკუპაცია მთავარ გამოწვევად რჩება“ – პრემიერ – მინისტრის ანგარიში პარლამენტში (ვიდეო)

საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას გამოსვლა საქართველოს პარლამეტში ამ წუთებში მიმდინარეობს. პრემიერი ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე საუბრობს, და აცხადებს, რომ ეს არის რუსული ოკუპაცია. ანგარიშს საპარლამენტო ოპოზიციაც ესწრება: „დღეს საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაციაც. რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად და დღეს, ჩვენ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20 პროცენტზე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნის მიწის ან ტერიტორიის შეზღუდვა, ეს არის ყველა სფეროს, პირველ რიგში,…

მეტი...